თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე: საზოგადოებას ვთხოვ, მომიტევოს უნებლიე შეცდომა

ფეისბუქსტატუსები

თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე: საზოგადოებას ვთხოვ, მომიტევოს უნებლიე შეცდომა

2018 აპრ 7 09:43:58

"მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით მასმედიაში ხელოვნურად აგორებულ აჟიოტაჟს. 
მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, კარგად მაქვს გააზრებული ჩემი როლი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და ყოველთვის გავემიჯნები უადგილო პოპულიზმს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გუნდის ერთიანობას და სახელმწიფო ინტერესებს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით მისთვის მინიჭებული კვოტით. უმცირესობა ამაოდ ცდილობს ჩვენს გუნდში განხეთქილების შეტანას და ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ოპონენტს ვერ მივცემთ საშუალებას, წარმოადგინოს სურათი ისე, თითქოს ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის არსებობა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და ამის გამო ვბლოკავთ მათ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს. ნინია კაკაბაძეზე უკეთეს კანდიდატურას უმცირესობა ვერ/არ წარმოადგენდა და ნებისმიერი სხვა კანდიდატიც იქნებოდა ზუსტად იმ „ფასეულობათა“ მატერებელი, რომელიც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისათვის - როგორც წესი, ეს ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ქართულ ეროვნულ ტრადიციებს და გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მიუღებლობა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ. ცხადია, როგორც ნებისმიერმა თქვენთაგანმა, მეც ვიცოდი ქალბატონ ნინია კაკაბაძის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის მიმართ - ასეთი „განსაკუთრებული აზრი“ კარგი ტონის წესად ითვლება მისი წრის სხვა ადამიანებში. თუმცა, არასოდეს გამორჩეული ყურადღება არ დამითმია ამ ქალბატონის ცალკეული განცხადებებისათვის, რადგან მსგავსი სიბინძურე ხშირად ისმის ეკრანებიდან. ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მომრწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს.

შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა.
უფალმა ყველას მოგვიტევოს შეცოდებები. 

წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", _ დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, საზოგადოებას ბოდიში მარიამ ჯაშმაც მოუხადა. "

"20 წელია ვცდილობ, ჩემს ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს, მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა - იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის - რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად.

და იმ ყველა მასშტაბურ საკითხს შორის, რომელზეც თანამოაზრეებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ და რომელიც მალე გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი - ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი არ ჩამითვლია ესოდენ პრინციპულად.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხყოფად მიიღო ჩემი ნაბიჯი - საზოგადოების ამ ნაწილს პატიებას გთხოვთ",- დაწერა მარიამ ჯაშმა სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • "გუიადო იძულებულები იქნება სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს" ვენესუელა იმ ხუთ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელმაც  რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს  რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში სცნო. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენესუელაში განვითარებული მოვლენები. ვენესუელაში მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა და მადუროს რეჟიმის მზარდმა ავტორიტარიზმა მასობრივი სახალხო პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია მადუროს ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს. მთელი ქვეყნის მაშტაბით  სახალხო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა, რომელსაც რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.   ვენესუელას მოვლენებმა მკაფიო საგარეო განზომილება მას შემდეგ მიიღო, როცა 2019 წლის 23 იანვარს ვენესუელას საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის თავჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რასაც აშშ-ს მხრიდან მისი ლეგიტიმურობის აღიარება მოჰყვა, რის გამოც,  მადუროს მთავრობამ  შეერთებულ  შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-თან ერთად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო,  სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელას ახალ მთავრობასთან  ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება მიღწეული იქნება. როგორც ცნობილია, ვენესუელას დროებითი ხელისუფლება მზად არის, მისი წინამორბედი ხელმძღვანელის ნიკოლას მადუროს ბრძანება  აფხაზეთის და ე.წ. სამხეთ ოსეთის  დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გააუქმოს, _ამის შესახებ ვენესუელას ეროვნულის ასამბლეის მიერ  ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციებში დანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა გუსტავო ტარემ ,,რუსთავი 2“ _ თან საუბარში განაცხადა. ,,არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა, არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია“,_ განაცხადა ტარემ. აღსანიშნავია,   ბრაზილიაში საქართველოს ელჩის და ვენესუელას დროებით პრეზიდენტის ხუან გუაიდოს შეხვდრა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში.  ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისათვის.  გუაიდომ, ასევე აღნიშნა რომ  საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გლობალ პრესი“  რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. მისი შეფასებით ვენესუელაში ხელისუფლების სრული კოლაფსია, რაც დიდ ცვლილებებს გამოიწვევეს. ბატიაშვილის განცხადებით, გუიადოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომც არ უნდოდეს, იძულებული იქნება  საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მხარდაჭერა გააუქმოს, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ჰუმანიტარული დახმარება, რომ საკუთარი მოსახლეობა გამოკვებოს და გადაარჩინოს. „ვენესუელა არის მაგალითი, იმისა თუ რა შეილება მოიტანოს რადიკალურად განწყობილი ძალების ხელისუფლებაში ყოფნამ და იმ თავგადასავლებმა,  რაც შეძლება ამ რეჟიმების მართველობას ახლდეს. ვენესუელა არის ქვეყანა, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ აშენებს სოციალიზმს, ამან არცერთ ქვეყანაში არ გაამრთალა. სოციალიზმის იდეის დამცველები ამბობენ, რომ აქ არ გაამართალა, რადგან არასწორად დაიგეგმა ეს მოდელი, მაგრამ სხვაგან გაამართლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ  სოციალიზმი  არსად ამართლებს. მსოფლიოს მე-20, 21-ე საუკუნის ისტორიის მანძლიზე, ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ, რომ არსად არ ამართლებს ეს რადიკალური სოციალიზმი. მემარცხენეობა სხვა არის და ევროპაში ნაკლებად დარჩა მემეარცხენეობა-მემარჯვენეობა, სადღაც შუაში შეჯერდენ, მაგრამ არის მთელი რიგი ქვეყნებისა, სადაც სამწუხაროდ ამ ექსპერიმენტებს აგრძელებენ და აგრძელებენ საკუთარი ხალხის, საკუთარი ადამიანების, ხშირ შემთხვევაში არამარტო კეთილდღეობის, არამედ სიცოცხლის ფასად, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ვენესუელა, სადაც უკვე ჰუმანიტარული კატასტროფაა. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურეობის, განათლების და ა.შ. მიღების საშუალება უკვე აღარ აქვთ, ასევე აღარ აქვთ  საკვები. ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული კრიზისი გრძელდება, ხელისუფლება არ უშვებს უცხოეთიდან დახმარებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების გადასარჩენად. ბოლო დღეებში, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, მერამდენე დღეა უკვე, რომ  ვენესუელაში ელექტრო ენერგია არ აქვთ. ელექტრო ენერგიის არ არსებობის გამო, წყალიც აღარ არის, წყალი რომ არ არის ადამიანებმა დაბიძურებული წყლის დალევა დაიწყეს, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის. აქედან გამომდინარე, ვენესუელაში ხელისუფლების კოლაფსი შეიქმნა. იმედია, რომ ქვეყანა არ მივა სამოქალაქო დაპირისპირების ცხელ ფაზამდე. ისედაც არის დაპირისპირება, არის გამოსვლები, რომლის დარბევა ხდება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ დიდი მაშტაბის სამოქალაქო დაპირსპირება  არ არის და იმედია ასეთი დაპირისპირების გარეშე შეძლებენ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, მათშორის არ აპირებს ვადამდელი არჩვენების ჩატარებას, ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორ შეიძლება ეს მოხდეს“. _ვენესუელის კრიზისში რამდენად დიდია აშშ-ს და რუსეთის გავლენა? _„რა თქმა უნდა დიდია, ოპოზიციას მხარს უჭერს აშშ, ხოლო ხელისუფლებას რუსეთი. რუსეთი, როგორც წესი ყოველთვის წაგებულ და არაპოპულარულ მხარეს იჭერს. ცხადია, მადუროს ხელისუფლება, ესეთ ქაოსში ვერ შენარჩუნდება.  ვენესუელაში ცვლილებები იქნება, მაგრამ მთავარია, რამდენად მშვიდობიანი იქნება ეს ცვლილება, რამდენად სისხლით თუ უსისხლოდ შეძლებენ ამის შეცვლას“. _არის თუ არა შესაძლებელი ვენესუელის კრიზისში აშშ-ის  მხრიდან  სამხედრო ჩარევა ? _„აშშ-მ გააფრხილა მადურო, იმ შემთხვევაში,  თუ გუაიდოს და მის ოჯახის წევრებს შეექმნება საფრთხე მაშინ შესაძლებელია მოხდეს სამხედრო ჩარევა, რაც არაა გამორიცხული, თუ ოპოზიციონერი ლიდერის გუაიდოს დაკავება მოხდება მადუროს რეჟიმის მხრიდან“. ვენესუელაში თუ გახორციელდება   ხელისუფლების ცვლილება, ამ შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი, რომ ოფიციალურმა კარაკასმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს? „თუ  ხელისუფლების სათავეში ყოფნას მართლა მოიპოვებს გუაიდო, რა თქმა უნდა  ვენესუელა უკან წაიღებს ამ აღიარებას.  კონგრესის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ამერიკას არ შეუძლია დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ჩვენი სეპარატისტული რეჟიმების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, შესაბამისად ვენესუელას ინტერესში იქნება,  რომც არ უნდოდეს იძულებული იქნება, უკან წაიღოს ეს აღიარება, იმისთვის რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.  კარაკასისთვის, რათქმაუნდა  ნომერი პირველი პრიორიტეტი საქართველო კი არ არის, არამედ საკუთარი ხალხის გამოკვება და გადარჩენაა. ეს პრობლემატური საკითხი არამხოლოდ ვენესუელასთან მიმართებაში დგას. არც თუ კარგი სიტუაციაა ნიკარაგუაში, რომელსაც ასევე აქვს აღიარებული  ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, რაც ნათლად ჩანს, რომ ვენესუელას შემდეგ იქნება ნიკარაგუა. ეს კი ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია. ნიკარაგუაშიც დიდი მონდომებით ვუგულშემატკივრებთ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას, არა იმიტომ რომ  ძალიან ინტესიური კავშირები გვაქვს ამ ქვეყნებთან, არამედ ჩვენი ეროვნული ინტერესია უმთავრესი. უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, საიდანაც ამოდის ყველა ჩვენი ინტერესი, განსაკუთრებით ამ შორეულ ქვეყნებში, რომელთანაც შეიძლება  ინტესიური ურთიერთობა გვქონდეს, ამიტომ ჩვენს ინტერესში შედის, რომ მსგავსი პროცესები, ასევე ნიკარაგუაში განვითარდეს, რაზეც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა მნიშნება“. _აღიარების უკან წაღების პროცესში, როგორი იქნება რუსეთის ფაქტორი? _„რუსეთი უწევს წინააღმდეგობას, თუმცა,  არ აქვს  როგორც ფინანსური, ისე მორალური რესურსი, რომ სიტუაცია შეატრიალოს. რუსეთს არ შეუძლია მთელი ვენესუელა გამოკვებოს, მას საკუთარი თავი გასჭირვებია. ახლა რუსეთმა ვენესუელა რომ გამოკვებოს და შეინახოს, არცთუ ისე ადვილი იქნება. ვხედავთ, რომ რუსეთი რა ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, იმის გამო, რომ დაწესებული არის მთელი რიგი შეზღუდვები დასავლეთის მხრიდან, თან აკიდებული აქვს ძალიან ბევრი სიმძიმეები, ვალდებულებები, რომელიც რუსეთს უკან ექაჩება, იგივე ყირიმის რჩენა, იმიტომ რომ იქ არავინ ჩადის და იქ ეკონომიკური სირთულეებია, ამას ასევე დავუმატოთ დომბასში მიმდინარე ომი და იქ მოსახლეობის რჩენა, რაც, მისი ვალდებულებაა. იგივეს აკეთებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, სადაც ბიუჯეტის უმრავლეობას ავსებს, სწორედ რუსეთი. რუსეთის ეს ვალდებულებები თავის ტკივილად არის  ქცეული,  ფაქტიურად ეს წყალში გადაყრილი ფულია.  ამას, ასევე დავამატოთ სირიაში მიმდინარე ომი, რომელიც ასევე დიდი ფული ღირს. აქედან გამომდინარე  რუსეთის რესურსები ვერ წვდება, ასე რომ ვენესუელას ტვირთვის აკიდება აღარ შეუძლია, აქ ჩანს ნამდვილი ძალა  ვინ არის, არა მოხლოდ გნცხადებების დონეზე, არამედ ეკონიმიკური თვალსაზრისითაც. აშშ-მ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა და მეზობელ ქვეყნებში განათავსა, რომ შეიტანოს ვენესუელაში, ეს კი აჩვენებს, იმას რომ ვის აქვს ეკონიმიური სიძლიერე, რომელიც ძალიან მნშვნელოვანია იქ ადგილობრივი ადამიანისთვის, რომელსაც შია. გუაიდოსთვის   მნიშვნელობა არ აქვს რუსეთი დაეხმარება თუ აშშ, მთავარია მისთვის  ხალხი გამოიკვებოს. ახლა რეალურად ვენესუელაში შიმშილია. ვენესულაში უნდათ თავი გადაირჩინონ და შეერთებული შთატების მხარეს იჭერენ ეს კვანძი კი უახლეს მომავალში, ვფიქრობ, გაიხსნება“. _ საქართველოს ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს,  როგორ ფიქრობთ საქართველოს  ხელისუფლება  როგორ შეძლებს მოლაპარაკებებს, რომ ვენესუელამ აღიარება უკან წაიღოს, ამისთვის რა უნდა გააკეთოს ქართულმა დიპლომატიამ? „მართალია პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვწყვეტთ  ხოლმე დიპლომატიურ ურთიერთობას, რომელსაც ცნობილი აქვს ჩვენი რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, თუმცა, ჩვენი ელჩი ბრაზილიაში, რომელიც ვენესუელას მეზობელი ქვეყანაშია შეხვდა გუაიდოს, მათ სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს, ეს აჩვენებს, იმას რომ ორივე მხარე საქართველოც და ვენესუელაც არის მსგავსი დიალოგისთვის მზად  და შესაბამისი პირობების და შესაბამისი სიტუაციის დადგომის შემთხვევაში მოსალოდნელია აღიარების უკან წაღებაც და დიპლომატიური ურთიერთობების ... ...
  • დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება ოზურგეთშიდღეს, ოზურგეთში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ღონისძიება ჩატარდა. ოზურგეთის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზეთისცხების შემდეგ,  დაიწყო მსვლელობა, რომელშიც დაუნი სინდრომის მქონე ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის და ა(ა)იპ ორგანიზაციების წარმომადგენლები. მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. აქციის მონაწილეები მივიდნენ  ოზურგეთის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც  საზეიმო კონცერტი,  "მზის შვილები" გაიმართა. მასში  მონაწილებდნენ  ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის  და რეკრეაციულ დაწესებულებათა გაერთიანების ანსამბლები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე 23 ბენეფიციარს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წლის 10 ნოემბერს ... ...
  • „m² წავკისში“ - დაისვენეთ და ისიამოვნეთ ყოველი დღით (R)„m² წავკისში“ საკუთარი სახლების კომპანიის მიერ შექმნილი პირველი პროექტია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, იცხოვროს ახალ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში, სადაც შესაძლებელია, დაბალანსებული ცხოვრების სტილის შესაბამის გარემოში ცხოვრება, იმისთვის რომ მისმა მცხოვრებლებმა დაისვენონ, მიიღონ სტუმრები, ივარჯიშონ, დაუახლოვდნენ მეზობლებს, დატკბნენ სიმწვანით და, უბრალოდ, ყოველი დღით ისიამოვნონ. კომპანიის მხრიდან თვისობრივად ახალი პროექტის შექმნის იდეა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ქართველ მომხმარებელში სულ უფრო იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესით, მშვიდად და უსაფრთხოდ, კომფორტულ სახლში ცხოვრების სურვილი. კვლევები აჩვენებს, რომ ყველას სურს შეიქმნას გარემო, რომელიც ჩვენს მისწრაფებებს შეესაბამება. პროექტი „m² წავკისში“ გამწვანებულ და დაცულ სამეზობლო კონცეფციას ეფუძნება. უბნის ტერიტორია 47587 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც ერთიანი მიდგომით დაიგეგმა ლანდშაფტის დიზაინი, 82 კერძო სახლი ეზოთი, სპორტული ინფრასტრუქტურა და სივრცეები აქტიური დასვენებისთვის. წავკისი ზღვის დონიდან 850 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, გარშემორტყმულია მთებით, რაც მის ეკოლოგიურად სუფთა მიკროკლიმატს განაპირობებს. ახალი საცხოვრებელი უბანი თავისუფლების მოედნიდან, სულ რაღაც, 10 წუთის სავალ მანძილზეა.  „m² წავკისში“ თითოეული კერძო მიწის ნაკვეთის ფართი 328 კვ.მ-დან 502 კვ.მ-მდეა, ხოლო მასზე განთავსებული  სახლის საერთო ფართი 220კვ.მ-დან 380 კვ.მ-მდე მერყეობს. სახლის განლაგებისა და ფართო შემინული ვიტრაჟების საშუალებით სახლების ინტერიერი მზის შუქით მაქსიმალურად განათდება, აივნები და ტერასები კი იძლევა ხედებითა და ეზოს სიმწვანით დატკბობის საშუალებას. წავკისის სახლებს მინიმალისტური სტილი და ფუნქციური მიდგომა გამოარჩევს. მათი მდებარეობა, არქიტექტურული გადაწყვეტა, მასალების ფაქტურა და ფერი ორგანულად მიესადაგება უბნის ლანდშაფტს. ყოველ სახლს ექნება დამოუკიდებელი შესასვლელი, ავტოსადგომი, ტექნიკური ოთახი და სათავსი, რომლებიც საერთო არქიტექტურული კონცეფციის ნაწილია. სახლის წინ მოეწყობა ლითონის დაბალი მესერით შემოსაზღვრული საკუთარი ეზო. მშენებლობისას გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები: ტრავერტინი, ალუმინი, ხე, აგური. სახლის კარკასი და სახურავი დაითბუნება, რაც უზრუნველყოფს ზაფხულში ნაგებობის გაგრილებას, ზამთარში კი მის გათბობას. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მასალების საშუალებით 23%-მდე ენერგოეფექტურობა იქნება მიღწეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის, წავკისის ახალ უბანში განთავსდება: საცურაო აუზი ყველა სეზონისთვის; ჩოგბურთის კორტი  და სტადიონი. აქვე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გამწვანებული ზონები, მყუდრო კაფე და ბარბექიუს ზონა. უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის უზრუნველყოფილი იქნება საერთო სარგებლობის  ტერიტორიის 24-საათიანი დაცვა, გამწვანების მოვლა და საერთო არეალების დასუფთავება. ... ...
  • 9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული _ ქუცნაშვილი  ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელი შეახსენა და აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ  წყევლა-კრულვა ეხერხებათ/ „9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული. დამისახელეთ სფეროებში - შრომითი ურთიერთობის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სფეროში. მოიყვანეთ ეს 9 კანონი, თქვენ რა გააკეთეთ ხალხისთვის და მერე ვილაპარაკოთ, რომ ეს ხალხი ცუდები არიან და მე დაგიჭერთ მხარს. მაგალითები არ გაქვთ, მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ. ამ გარემოში, სადაც არგუმენტები დავიწყებულია და წყევლა-კრულვაა წინ წამოსული, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი, მაგრამ ჩვენ ხალხი გვიყურებს და იმედი მაქვს, კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა“, - განაცხადა ... ...
  • ვინ ესროლა საპატრულო ეკიპაჟს _ ოზურგეთში მომხდარი ინციდენტის დეტალებიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძიმითში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა. როგორც გვითხრეს, ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერა, რომლიდანაც გადმოსულმა მამაკაცმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა: _ პატრულმა ავტომობილი გააჩერა გადამოწმების მიზნით. ამ დროს, უკანა სალონიდან მამაკაცი გადმოვიდა და პოლიციელების მისამარტით ისროლა, _ გვითხრა თვითმხილველმა. როგორც დავადგინეთ, დამნაშავე, რომლის ვინაობა ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენი წყაროს თქმით, ის წარსულში ნასამართლევი პირია და სოფელ ძიმითში ცხოვრობს. "2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს მიმდინარეობს - სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...