უგულავა მელიას პასუხობს: " ჯგუშიას მაგონებს _ ბოლოში, თავისიან-სხვისიანათ მას უბრახუნებდა"

ფეისბუქსტატუსები

უგულავა მელიას პასუხობს: " ჯგუშიას მაგონებს _ ბოლოში, თავისიან-სხვისიანათ მას უბრახუნებდა"

2017 ნოე 7 12:31:44

"გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება _ წერტილი," _ წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ონიანი "გაუძელბს"

"გოგას "კმარას" დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს.

მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა _ პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ "რაზბორკაში" გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!

პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან-სხვისიანათ მას უბრახუნებდა," _ წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე  გიორგი ონიანი სასამართლომ დღეს დამნაშავედ სცნო და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის აეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასეს "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ონიანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის "ენმ"-ის წევრი.

"გოგა ონიანი დღეს არის დაკავებული იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, გოგა ონიანი რომ გადასულიყო პირდაპირ გეუბნებით, დღეს „ევროპულ საქართველოში“, გოგა ონიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას თანამებრძოლი, დათო კეზერაშვილის თანამებრძოლი, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და დაიწყებენ, როგორ წუხან თურმე, ეს ადამიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა," - განაცხადა ნიკა მელიამ.




 ახალი ამბები
  • ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს უკვე მიმართაქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უწყებაში ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ დაარეგისტრირა.  სალიამ, დაჩქარებული წესით მოითხოვა არხის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის ... ...
  • დვალი და აქიმიძე: “სამართლიანობა აღდგება, როცა “რუსთავი 2″ დამფუძნებლებს დაუბრუნდებათ”“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებიs დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, “სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“. ასე ეხმიანებიან დამფუნებლები არხის საკითხზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას.   „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ “რუსთავი 2”-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია. ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“,- ნათქვამია მათ განცხადებაში.  ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა. წყარო: info ... ...
  • „ქიბარ ხალვაში საერთოდ არ მაინტერესებს" _ ნიკა გვარამია„ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს, - ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.  „ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს... ლონდონის არბიტრაჟი ხომ აგიხსენით რაც არის, ბერკეტი ამაზე უკეთესი არ არსებობს, ჯერ უნდა მოხდეს ჩემი დაკმაყოფილება და მერე არის შესაძლებელი განთავისუფლება. საჯარო რეესტრმა უნდა უთხრას უარი, იმიტომ, რომ მას აქვს ეს კონტრაქტი და ეს კიდევ მორიგი კანონდარღვევა იქნება დანაშაულებრივი გზით. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და უკავშირდება არა მხოლოდ მედიას, როგორც კომპანიას, არამედ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას. თუ თეა წულუკიანი გადაწყვეტს, რომ ერთ შემთხვევაშიც დაარღვიოს პირდაპირ და ღიად მედიის უფლებები და შესაბამისად, შეარყიოს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, მეორე შემთხვევაშიც გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს კომპანიის უფლება და უკვე პირდაპირ დაარტყას სარედაქციო პოლიტიკის გარანტიად მოცემულ კონტრაქტს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ორჯერ ჩადენილი დანაშაულია... ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით, არ არის არავინ, მისი რეგისტრაცია არ მომხდარა და ვერც მოხდება, გადაწყვეტილების თანახმად, ჯერ არის სამთვიანი ვადა გასაჩივრების, მერე გასაჩივრება და იმედი გვაქვს, რომ მერე განხილვა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  ... ...
  • შემთხვევით არ მაცვია კამუფლიაჟი... ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ" _ ნიკა გვარამიაომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი ამას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები ჩათვლიან საჭიროდ. მანამდე, ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს დატოვოს კომპანია და ის ბიძინა ივანიშვილს გადასცეს. „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი. მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას იმგვარს, რომ მე ჯობია რომ წავიდე, დავემორჩილები, სხვაგვარად, ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია ამ ეტაპზე. მარგამ მათ გადაწყვეტილებას, ადამიანურს, აუცილებლად დავემორჩილები, თუ ესე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდრე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არც ვიცით რა გადაწყვეტილება მიიღეს და ალბათ იტყვიან, მე მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, მანამდე მე არ ვაპირებ "რუსთავი 2"-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად, "რუსთავი 2-"ის მოწინააღმდეგე, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის დასავლურ ფასეულობებზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში, არ ვაპირებ. არც შემთხვევით არ მაცვია კამფულიაჟი, პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ... ...
  • "ეს იყო ქონებრივი დავა, თქვენ შეგიძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთოთ"- აკაკი ზოიძე რ2-ის საქმეზესტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე უმრავლესობის წევრების შეფასებები მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი, აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ში გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. მისი თქმით, ეს იყო ქონებრივი დავა. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთონ. „უხერხულია, როდესაც ვმსჯელობთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. მით უმეტეს, თქვენი, შეიძლება, ასევე, ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არაფერი გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მას სურს, რომ "რუსთავი 2" კრიტიკულ მედიად დარჩეს. "რუსთავი 2" ჩემთვის მიუღებელი არასოდეს ყოფილა, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...