ზვიად ქორიძე: „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ“

ფეისბუქსტატუსები

ზვიად ქორიძე: „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ“

16 თებ. 2020, 11:55:41

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა. იგი უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა, ვისთვისაც, ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება“,_  ასე ეხმაურება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აჭარის ტელევიზიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

სოციალურ ქსელში ზვიად ქორიძის გავრცელებულ სტატუსს „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ანტიდემოკრატიული და რეაქციული ძალები. მათ ეს ფრონტი ათი თვის წინ გახსნეს, როდესაც დირექტორობიდან გადააყენეს ნათია კაპანაძე. შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია ზოიძეს არჩევა, როდესაც მიიტაცეს ახალი მრჩეველთა საბჭოს მანდატები, როდესაც არხის ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი კოხრეიძე, როდესაც შექმნეს თვალთვალის და დევნის გარემო.

დღეს გიორგი კოხრეიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, არხიდან დევნის და უშვებს იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან და იცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის სტანდარტს. ამ საფრთხის წინაშე დგას საინფორმაციო სამსახურის ყველა პროდუსერი, წამყვანი და ჟურნალისტი, ვინც უარს იტყვის პარტიული და პროპაგანდისტული ტელევიზიისა და რადიოს კეთებაზე.

დღეს გიორგი კოხრეიძე ცდილობს, დაამარცხოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. აჭარის ტელევიზიამ და რადიომ შეძლო, მართლა საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებულიყო. არა მხოლოდ კანონის ჩანაწერით, არამედ თავისი სტანდარტებითა და შინაარსით. ეს ნერვებს უშლის და აფორიაქებს რეაქციონერებს ბათუმშიც და თბილისშიც, რომლებმაც მოიყვანეს რევანშისტული მრჩეველთა საბჭო, რომლებმაც დირექტორად დასვეს გიორგი კოხრეიძე და დაავალეს, დაელეწა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თემატური მრავალფეროვნება და საზოგადოებისთვის აქტუალური კითხვების დასმა და არა მმართველი პარტიის გუნდრუკის კმევა.

პოსტტოტალიტარულ სივრცეში საკმაოდ რთულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირება. აჭარის ტელევიზია და რადიო ამას ახერხებს. ამიტომ სჭირდება მას დაცვა. ამიტომ ვუჭერ მხარს ბათუმისა და ქუთაისის დღევანდელ აქციებს. ამიტომ გავალ ორშაბათს, 17 თებერვალს, დღის 4 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე“,_  წერს ზვიად ქორიძე.




 ახალი ამბები
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...
  • "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" _ ბიძინა კულუმბეგოვი"ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს", _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ... ...
  • რა რეაქცია მოჰყვა დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლასდევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში. „გენერალ ჭანკვეტაძის ნაცვლად ასპარეზზე ეფრეიტორი ჟორჟოლიანი გამოცქრიალდა.... მამაცხონებულებო, გუშინწინ რომ სახეს იხოკავდით ჩვენი ლეგენდარული გენერლის ბანერს  ვიღაცამ საღებავი შეასხაო, დღეს რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა სამივე ვარსკვლავზე ჩამოასკლინტა ეგ არაფერი? ლამის ერთი თვეა ბანერებზე მუნდირით გამოჭიმული გაპოლიტიკოსებული გენერალი რომ დეპუტატობის კანდიდატობიდან დემონსტრაციულად ,,ჩაბელეს" და მთელი ქვეყნის საღლიცინო გახადეს ეგეც არაფერი ხო?  მერე გამოხვალთ და უცხვირპიროთ იწუწუნებთ არჩევნები გაგვიყალბესო... აი, თქვენს ოფისებში კი ჩამოგიარათ არმაგედონის ზანგმა...“_ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ზაზა ადეიშვილი  საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას. შეგახსენებთ, რომ  წყალტუბო-სამტრედია, ვანისა და ხონის ოლქის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-დან კენჭს მაჟორიტარული სისტემით გენერალი დევი ჭანკოტაძე იყრიდა. „მწარედ გაგვეხუმრა მეგობრები ,,კანდიდატი გენერალი იყო და ეფრეიოტორი შეგვრჩა ხელშიო" თქვენს დაუძლურებელ, გაუფერულებულ და ტყუილებზე შეკოწიწებულ ხელისუფლებას ,,ეფრეიტორიც" ეყოფა დასამარცხებლად! პ.ს. გენერალი ღირსეულ ადგილს იკავებს გამსვლელ სიაში!“_ ზაზა ადეიშვილის პოსტებს, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი წევრის, დავით ნიკოლეიშვილის საპასუხო პოსტი ... ...
  • “ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს” – ილო ბეროშვილიილო ბეროშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მან გურამ შარაძეს “ყველაზე ცუდი ქართველი” უწოდა: „გუშინწინ  ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში სადაც იყო რუბრიკა ბლიც კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი? ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე. მოკლედ რაშია საქმე:  ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ... პაპაჩემი იყო ილია  ჭავჭავაძის სახლმუზეუმის დირექტორი( ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტიურად  მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და, რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად... იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს ( სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი:( ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა! ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა. ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა,რაც ვთქი შეიძლება ასეც ... ...
  • დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა (R)დღეს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი), პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - www.gpba.ge მიმდინარეობს. წიგნის ვირტუალური ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. (R)    ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...