ეროვნული ბანკი: ეკონომიკური ზრდის შენელების შესაბამისად შემცირდა საბანკო სექტორის საკრედიტო აქტივობა


ფინანსები

ეროვნული ბანკი: ეკონომიკური ზრდის შენელების შესაბამისად შემცირდა საბანკო სექტორის საკრედიტო აქტივობა

5 ივლ. 2013, 18:11:58
საზოგადოებისათვის წარსადგენად ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს „ინფლაცის მიმოხილვას", სადაც დეტალურად არის მოცემული ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი. კერძოდ: სამომხმარებლო ფასების ცვლილების დინამიკა შესაბამისი საანალიზო პერიოდისათვის, მასზე მოქმედი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, საფინანსო და სავალუტო სექტორის მიმოხილვა.

ინფლაციის 2013 წლის მაისის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკის რეალური გამოშვება წლიურად 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად 2012 წელს ეკონომიკურმა ზრდამ, მიუხედავად მე-4 კვარტალში დაფიქსირებული შენელებისა, 6.1% შეადგინა. საქსტატის ეკონომიკური აქტივობის წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 2.4%-ს შეადგენს. წინასწარი შეფასებით აღნიშნულ ზრდაში, მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდამ შეიტანა, ხოლო ბოლო ორი კვარტალის ეკონომიკური ზრდის შენელება ინვესტიციებსა და მოხმარების შემცირებაზე მოდის. სექტორულ ჭრილში ზრდის შენელება მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება ყველა ძირითად სექტორზე, შედარებით უფრო მნიშვნელოვანი წვლილი კი მშენებლობისა და მომსახურების სექტორებზე მოდის.

ეკონომიკური ზრდის შენელების შესაბამისად შემცირდა საბანკო სექტორის საკრედიტო აქტივობა. 2013 წლის მარტის მდგომარეობით, საკრედიტო პორტფელის ზრდამ წლიურად 12% შეადგინა, რაც ჩამორჩება გასული პერიოდის ტრენდის მაჩვენებელს. სესხების ზრდის შემცირება არათანაბარია ფიზიკური და იურიდიული პირების ჭრილში; ფიზიკური პირების დაკრედიტება შედარებით სწრაფად იზრდება ვიდრე იურიდიული პირების, რაც, ერთი მხრივ, ფიზიკური პირების მხრიდან სტაბილური მოთხოვნით, ხოლო, მეორე მხრივ, ბანკების მხრიდან შედარებით ნაკლებრისკიანი სესხებისადმი გაზრდილი მიდრეკილებით აიხსნება.

ეროვნული ბანკის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა პოზიტიურად აისახა კომერციული ბანკების საცალო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე. ბანკებისათვის საკრედიტო რესურსების გაიაფების ტენდენცია განპირობებულია როგორც საცალო დეპოზიტებზე პროცენტების შემცირებით, ასევე საზღვარგარეთიდან მოზიდული რესურსების გაიაფებით. თუმცა გაიაფებული საკრედიტო რესურსის ასახვა კერძო სექტორზე იზღუდება, ერთი მხრივ, ბიზნეს სექტორის მხრიდან შესუსტებული მოთხოვნით, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული რისკ პრემიუმების ფონზე ბანკების მხრიდან რისკებისადმი შემცირებული მიდრეკილებით. 2013 წლის პირველ კვარტალი დეფლაციით ხასიათდებოდა. სფი-ის წლიურმა ზრდამ 2013 წლის პირველ კვარტალში საშუალოდ -1.9%, ხოლო აპრილის თვეში -1.7% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 6%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიმდინარე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლიდან გადახრას დიდწილად მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განაპირობებს. გასულ წელთან შედარებით შემცირებულია სურსათის ფასები, რასაც მიმდინარე ინფლაციაში -1.3 პროცენტული პუნქტი წვლილი შეაქვს, ხოლო იმპორტირებული ფასების დეფლაციას -1 პროცენტული პუნქტი. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი (-0.4პპ) შეაქვს არსებულ დეფლაციაში ბოლო პერიოდის განმავლობაში შემცირებულ საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახდელებს. ფასების საერთო დონეზე შემცირების მიმართულებით მოქმედებდა საცალო ქსელში მოგების მარჟების შემცირება. აქვე უნდა აღინიშნოს 2013 წლის პირველ კვარტალში სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან არასათანადო ზეწოლა, რამაც, ასევე, ხელი შეუწყო ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან ჩამორჩენას.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას დაიწყებს, თუმცა 2013 წელს 6%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. 2013 წლის მეორე-მესამე კვარტალიდან მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ფონზე სამომხმარებლო ფასებზე დადებითი ინფლაციური ზეწოლა შეიქმნება. სურსათის, ენერგომატარებლებსა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფასების შემცირების ეფექტი წლიურ ინფლაციაში შენარჩუნებული იქნება 2013 წლის ბოლო - 2014 წლის დასაწყისამდე.

მიმდინარე პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2014 წლის შუა პერიოდიდან მიაღწევს მიზნობრივ მაჩვენებელს.

ეროვნული ბანკის პროგნოზით მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4.0%-ის ფარგლებში იქნება. ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებს ექნებათ, ასევე პოზიტიურ წვლილს შეიტანს ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორები. თებერვლის პროგნოზის მსგავსად, მიმდინარე პროგნოზითაც, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2013-2014 წლებისთვის მნიშვნელოვნად ვარირებს და დიდწილადაა დამოკიდებული ბიზნეს სექტორის ნდობის ზრდაზე, ასევე მთავრობის მიერ გამოცხადებული საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობაზე. შენელებული საკრედიტო აქტივობისა და მიმდინარე ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე შეყოვნებული ბიზნეს აქტივობა, ეკონომიკური ზრდისთვის ნეგატიურ რისკებს წარმოშობს; ხოლო მთავრობის მიერ დაგეგმილი საინვესტიციო აქტივობა ან წმინდა ექსპორტის მოსალოდნელზე უფრო მაღალი მატება პოზიტიურად იმოქმედებს საპროგნოზო მაჩვენებელზე. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს სავაჭრო პარტნიორების და მთლიანად საერთაშორისო გარემოს მაკროეკონომიკური ტენდენციები. კერძოდ, საერთაშორისო ეკონომიკური აქტივობის გავლენა საქართველოს ეკონომიკას რამდენიმე არხით გადმოეცემა, ძირითადად ეს არის მოთხოვნა საექსპორტო საქონელზე, ფულადი გზავნილების მოცულობა და უცხოური ინვესტიციების შემოდინება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები დიდწილადაა დამოკიდებული თითოეულ ამ კომპონენტზე და გასათვალისწინებელია მათგან მომდინარე რისკები.

გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება 2013 წლის დასაწყისში, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ნაწილობრივ განპირობებულია თანმიმდევრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით. ბანკებისთვის საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ბიზნეს ნდობის გაუმჯობესება და ფინანსური დისბალანსების შემცირება ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას. შედარებით არათანაბარია ეკონომიკური აქტივობის ზრდა განვითარებულ ქვეყნებში. მიუხედავად ბოლოდროინდელი რისკების შემცირებისა, რასაც ძირითადად აშშ-ს ავტომატური ფისკალური კონსოლიდაცია და ევროზონის დაშლის საფრთხე ქმნიდა, განვითარებული ქვეყნების ზრდის პროგნოზები უცვლელია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორებისთვის ძირითად რისკს ევროზონის ეკონომიკური კრიზისის გამწვავება ქმნის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მიხედვით ევროპის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეალური გამოშვება 2013 წელს 2.2%-ით გაიზრდება და ძირითად წვლილს თურქეთის ეკონომიკა შეიტანს. საქართველოს მეზობელი რეგიონიდან ასევე მნიშვნელოვანია უკრაინასა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რომელთა პერსპექტივა შედარებით ნაკლებად ოპტიმისტურია. უკრაინის შემთხვევაში უმთავრეს პრობლემას შემცირებული შიდა მოთხოვნა წარმოადგენს, რასაც გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები უწყობს ხელს, ხოლო რუსეთის შემთხვევაში გარე ფაქტორებია მნიშვნელოვანი, კერძოდ, ნავთობზე საექსპორტო ფასის ზრდის შენელება.

არსებულ პროგნოზებსა და მაკროეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 8 მაისს მიიღო გადაწყვეტილება 0.25 პროცენტული პუნქტით 4.25%-მდე შეამციროს პოლიტიკის განაკვეთი. შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ასახავს საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვას ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე და სხვა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე.




 ახალი ამბები
  • სოფელ ნატანებში 60 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღეს, დღის მეორე ნახევარში 60 წლის მამაკაცი მოკლეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში ამირან ბაქანიძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს: “ვიცი მხოლოდ, რომ ეს მამაკაცი იყო ჩამოსული ძმასთან. ასევე, მეზობლებმა მითხრეს, რომ მას ახლდა შვილი. მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ“, _ გვითხრა ამირან ბაქანიძემ. მოკლულ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ყელის არეში ... ...
  • მოკლულ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობასთან დაკვაშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, 60 წლის მამაკაცი თავის ძმასთან იმყოფებოდა სტუმრად. სწორედ იქ მოხდა მკვლელობა. ამ წუთებში სოფელ ნატანებში მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს ... ...
  • მკვლელობა სოფელ ნატანებშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღზრულია სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. “გურია ნიუსი“ არკვევს ... ...
  • მოვიგეთ ომის საქმე, ამით, ვფიქრობ, ომი მოვიგეთ, თან რუსეთს მოვუგეთ ომი! _ მუხაშავრიასამართლებრივი, ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული საშუალებით მოვუგეთ. მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩემს კლიენტებს, ომის მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო სოფლებში ცხოვრობს გმირულად და არ კარგავს იმედს, _ ამის შესახებ უფლებადამცველი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი ლია მუხაშავრია განაცხადა. მე თავს ვიხრი ომის გმირების წინაშე, იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც დღესაც არ ტოვებს სასაზღვრო სოფლებს და გმირულად აგრძელებს იქ ცხოვრებას თავის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახთან ერთად. მწამს, ჩვენ რუსებს არა მარტო აგვისტოს ომს მოვუგებთ, მოვუგებთ ყველა ბრძოლას და ომს მომავალშიც, ოღონდ არა იარაღით, არამედ ჭკუით, სამართლით და ჰუმანური, ცივილიზებული მეთოდებით. ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავთ! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ ... ...
  • რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:  2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისადა სროლების შედეგად. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა საკუთრებაზე. ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები.  წარდგენილ საჩივარში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ.  საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, ხოლო სახელმწიფომ სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა.  ევროპული სასამართლოს ძირითადი არგუმენტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე  2008 წლის 12 აგვისტოდან, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (ოკუპაციის ფაზა)მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა - სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული სამხედრო ძალების ოფიციალურ გაყვანამდე. ამ პერიოდის შემდეგ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ხელისუფლების დაქვემდებარება რუსეთზე,მიუთითებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა ევროპული კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ  - სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით,კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა.  სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ტყვეები დაკავებულ იქნენ უკანონოდ და მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც იყო ასაკოვანი და მათი ერთი მესამედი იყო ქალი, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს და ჰყავდათ პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში. სასამართლოს განმარტებით, მართალია, რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, თუმცა, ამ პირთა დაკავება შეერაცხება რუსეთის ფედერაციას იმის საფუძველზე, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზეც და მათ არ მიიღეს სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის არგუმენტი, რომ სამოქალაქო პირთა დატყვევება ხორციელდებოდა მათივე უსაფრთხოების მიზნით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებისთვის არ ხდებოდა დაკავების მიზეზების განმარტება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა და წამების აკრძალვის და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა სამოქალაქო პირების ნაწილში. 2008 წლის 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ წამებას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უტოლდებოდა წამებას და აღნიშნული დარღვევები ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ტყვეები მოქცეულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, რუსეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და ამასთან, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად.  შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა წამების აკრძალვის დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით.  რუსეთმა მოქალაქეების მიმართ მიმოსვლის თავისუფლების უფლება დაარღვია - სასამართლოს განმარტებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა ეთნიკურ ქართველებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრებოდა ვალდებულება მოსახლეობისთვის მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ.  კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის მიერ - სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, სასამართლოს არ წარუდგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის საბრძოლო ანგარიშები, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება - საქმის გარემოებათა დასადგენად უზრუნველეყო სასამართლო ყველა აუცილებელი საშუალებით.  ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა სიცოცხლის უფლების ჭრილში - სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, გამოეძიებინა, არა მარტო, ის მოვლენები, რომლებიც განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, არამედ, ასევე, ის მოვლენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა ეფექტიანი და ადექვატური გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.  საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარ მოვლენებზე (2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე) რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდა იურისდიქცია ევროპული კონვენციის 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე - სასამართლოს განმარტებით, შეიარაღებული დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები მხარეთა სამხედრო ძალებს შორის, რომელთა მიზანს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, მიმდინარეობდა ქაოსის ფარგლებში, რაც იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის არარსებობას ნიშნავდა და ასევე გამორიცხავდა სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კონტროლს ინდივიდებზე. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.  განათლების უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობა - სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი (კონვენციის 41-ე მუხლი) - ევროპულმა სასამართლომაღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლის ვადით გადადო და ამ ვადაში მხარეებს - საქართველოსა დარუსეთს კომპენსაციის ირგვლივ მორიგების საშუალება მისცა. საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე იცავს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებების დარღვევას შეეხება. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა სასამართლოს მიერ უახლოეს პერიოდში დაიწყება.  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....