რა კითხვები აქვს დეპუტატს ტენდერების შესახებ

ფინანსები

რა კითხვები აქვს დეპუტატს ტენდერების შესახებ

1 იან. 1970, 04:00:00
აქედან 4 511 780 ლარით დაფინანსებული იქნება დვაბზუ-ცხემლისხიდი-ვაკიჯვარი, სოფ. ოზურგეთი-მელექედური-დვაბზუ, ქ. ოზურგეთი (ლესელიძის ქ.) - სოფ. ოზურგეთი, ლიხაური-აჭის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რებილიტაცია.

სწორედ ამ პროექტების გახორციელებაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები: "ბლექ სი გრუპი", "მარჯინი", "გზამშენი 18", _ ეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომაზე გაჟღერდა და იქვე განიმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს #1052 განკარგულებით, მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეებში თვითმმართველ ერთეულებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორციელებისთვის გათვალისწინებულია 10 161 112 ათ. ლარი, აქედან ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაფინანსდა 1 179 400 (ერთი მილიონ ასსამოცდაცხრამეტი ათას ოთხასი) ლარით.

ტენდერების ჩატარების დეტალებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დიმიტრი კვერღელიძე დაინტერესდა. "გურია ნიუსთან" მან რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაჟღერდა ინფორმაცია ოზურგეთში გასახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც 2013 წელს უნდა შესრულდეს. სამი გზის შეკეთება და რეაბილიტაციაა დაგეგმილი და იქ, როგორც წარმოდგენილ ინფორმაციაშია, გაიმარჯვა სამმა კომპანიამ. ეს არის "ბლექსი გრუპი", "მარჯინი" და "გზამშენი 18". მე, როგორც საკრებულოს წევრს, გამიჩნდა ლოგიკური კითხვა _ სატენდერო კომისიამ რა კრიტერიუმებით გამოავლინა თითოეულ მიმართულებაზე გამარჯვებულები? პასუხი კი ასეთი მივიღე: თურმე, ეს სამი კომპანია სამივე მიმართულებით იყო ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები და ყველაფერი ჰქონდათ ერთნაირი, დაწყებული და დამთავრებული ფასით და თურმე, დასწრების პრინციპით იქნა გამარჯვებული გამოვლენილი. ერთ ნომინაციაში ერთმა კომპანიამ დაასწრო თავის კონკურენტებს, მეორე ნომინაციაში _ მეორემ და მესამეში კი _ მესამე კომპანიამ.

ძალიან გასაკვირი იცით, რა არის? თვითონ ტენდერის გამომცხადებელი, ამ შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, ფასებს აქვეყნებს წინასწარ, თითოეული პროექტი რა ფასად უნდა გაკეთდეს. უკვე ყველაფერი ნათელია _ აქ არის ამ სამ კომპანიას შორის ალიანსი, პლუს სატენდერო კომისიის თავმჯდომარესთან ან მინიმუმ რომელიმე კომისიის წევრთან. ყველაფერს შეთანხმების პირი უჩანს და გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს ტენდერი ვერანაირად ვერ ჩაითვლება ობიექტურად და სამართლიანად. ხომ არ არის დრო, რომ ამ ფაქტით მასმედია და სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ და გავარკვიოთ, რამდენად ობიექტურად ტარდება ეს ტენდერები და რამდენად სამართლიანად იხარჯება ხალხის ფული? მე არ მინდა, ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ თემის შესწავლა. მთავარი მისია არ დაგვავიწყდეს _ ხალხის ფული უნდა დაიხარჯოს გამჭვირვალედ, _ გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ სურგულაძემ განაცხადა, რომ ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, ობიექტურად ჩატარდა: _ ყველას აქვს კითხვის დასმის უფლება და დაინტერესებულ პირებს ვაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებების განმარტებისთვის, შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური და დეტალური ინფორმაცია საკრებულოსა და გამგეობის შესაბამის სამსახურებში, _ ამბობს ავთანდილ სურგულაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, კონსტანტინე შარაშენიძესაც ვკითხეთ:

_ ბატონო კონსტანტინე, დიმიტრი კვერღელიძეს უჩნდება ეჭვი, რომ ტენდერები ობიექტურად და სამართლიანად არ ტარდება.

_ დიმიტრი კვერღელიძემ თუ თქვა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს კომპეტენტური და აზრიანი თქმა იყოს. ყველაფერი ელექტრონულად კეთდება და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია მსურველს, მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერში. მას თავისი დამცავი მექანიზმები აქვს და არავის არ შეუძლია ჩაერიოს მის მიმდინარეობაში.

თუ რამე ეჭვი აქვს დიმიტრი კვერღელიძეს, შეუძლია, მიმართოს ეროვნული შესყიდვების სააგენტოს და გასცემენ კომპეტენტურ პასუხს.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...