შალვა ფიფიამ რთველის შედეგები შეაჯამა

ფინანსები

შალვა ფიფიამ რთველის შედეგები შეაჯამა

2013 ოქტ 11 15:00:05

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რთველის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლის სახით - დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი მიიღო.

გარდა ამისა, საწარმოებმა "რთველი 2013-ის" ფარგლებში დამატებით სპეციალური, შეღავათიანი სესხები აიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოებზე უკვე დამატებით გაიცა ჯამურად 43 688 024 ლარის ოდენობის 38 შეღავათიანი სესხი;

წელს რთველში პირდაპირი შემოსავალი დაახლოებით 17 ათასმა (16 885) ოჯახმა მიიღო. ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა სოფ. დიდ ჩაილურში ჩააბარა ერთმა ფერმერმა და 200,000 ლარამდე ანაზღაურება მიიღო. ჩაბარების საშუალო მაჩვენებელი 5 ტონა ყურძენი იყო და ოჯახები 7000 ლარამდე ანაზღაურებას იღებდნენ.

შალვა ფიფიას განცხადებით, მთავარი შედეგი, რომელზეც ორიენტირებული იყო სახელმწიფო "რთველი 2013-ის" დაგეგმვის დროს, მიღწეულია: დაეხმარნენ გლეხებს და მაღალი ორგანიზებულობით ჩაატარეს მთელი პროცესი და ამავე დროს ხელი შეუწყვეს წარმოების განვითარებას, მათზე ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ რთველში:

სახელმწიფომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის სუბსიდიის პროგრამა სრულიად ახალი მიდგომით განახორციელა. პროგრამაში მეწარმები ნებაყოფლობით ჩაერთვნენ, ანაზღაურება კი, ვაუჩერის გარეშე, პირდაპირი გადახდის გზით განხორციელდა;

სწორედ განისაზღვრა დიფერენცირებული სუბსიდია;

თანაბარ პირობებში ჩადგნენ დიდი და მცირე ფერმერები;

რთველი დაიწყო მხოლოდ კონდიციური, დამწიფებული, ხარისხიანი ყურძნის დაკრეფიდან;

რთველის მიმდინარეობის პროცრსში შსს ჩართულობა განისაზღვრა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და ადგილზე სიტუაციის კონტროლით;

არ მოხდა სახელმწიფოს ზეწოლა ფასის განსაზღვრაზე - მეწარმე თავისუფალი იყო არჩევანში;

არ მოხდა კომპანიებისათვის მისაღები ყურძნის რაოდენობების დაწესება;

შედეგად, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში 84 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი 88742,0 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა).

"რთველი 2013-ის" სწორად დაგეგმვამ კიდევე ერთი შედეგი მოიტანა. სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებული ყურძნის წილმა 17%-ი შეადგინა (ცნობისათვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი 65%-ს შეადგენდა), ხოლო დანარჩენი მოსავალი სრულად კერძო სექტორმა აითვისა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული მოთხოვნაა მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში ("მუკუზანი", "ახაშენი", "ქინძმარაული") მოწეულ საფერავის ჯიშის ყურძენზე. აღნიშნულის გამო 1 კილოგრამ საფერავზე დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. საფერავის მაქსიმალურმა ფასმა 2,10 ლარი შეადგინა.

"წითელი" ყურძნის (საფერავი) გადამუშავების პიკი დაფიქსირდა 12 სექტემბერს - ერთ დღე-ღამეში გადამუშავდა 4,500 ტონა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?