ხელისუფლებას ქამარი დაეკარგა!

ფინანსები

ხელისუფლებას ქამარი დაეკარგა!

29 ნოე. 2010, 14:29:05

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აიპ-ების თანამშრომელთა ხელფასების შესახებ გესაუბრეთ. ფაქტები ცხადყოფენ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების ხელფასებით უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ნაკლები თანხა არც საკრებულო-გამგეობის თანამშრომელთა ხელფასებით უზრუნველყოფას სჭირდება.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი სულ 4 524 900 ლარს შეადგენს. აქედან, 816 500 ლარი სახელფასო თანხაა. რაც შეეხება აიპ-ების ბიუჯეტს, იგი 1 378 800 ლარით არის განსაზღვრული და აქედან 769 700 ათასი ლარი ხელფასებზე იხარჯება.
საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის ანაზღაურება 2 360 ლარს შეადგეს; მისი მოადგილის, მიხო უნგიაძის _ 1 100 ლარს; მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, ზაზა ბასილიას თვიური ანაზღაურება 650 ლარია; ამდენივეს იღებენ ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარე თემურ ხუხუნაიშვილი და კომისიის თავმჯდომარეები; საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს 700 ლარი აქვს ხელფასი;  სპეციალისტებიც ჰყავთ: ლალი თოდრია, ჟანა სიხარულიძე, მადლენა ჯანბერიძე, ედიშერ ჯიბუტი, მაკა ბოლქვაძე და მზია სიხარულიძე _ მათი ანაზღაურება 420-420 ლარს შეადგენს; საკრებულოში 4 ხელშეკრულებით აყვანილი პირი მუშაობს: ნოდარ თედორაძე მძღოლია და 500 ლარს იღებს, გივი ანთიძე და ნაზი ბერძენიშვილი სპეციალისტები არიან და 420 ლარს ღებულობენ, სპეციალისტია ლელა ნინიძეც, რომლის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გიორგაძის ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის იდენტური _ 2 360 ლარია. მოადგილის, დიმიტრი კორიფაძის _ 900 ლარი.
საქმის წარმოების და საორგანიზაციო საკითხთა სამსახურის უფროსის, დავით ჯინჭარაძის თვიური ანაზღაურება 700 ლარია; მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ნინო ვაჩეიშვილია და 420 ლარს იღებს; ლუდმილა მეგრელიშვილი სპეციალისტია საქმის წარმოების საკითხებში და მისი ხელფასი 420 ლარია; სპეციალისტები არიან მანანა კალანდაძე და ვასილ ბერუჩაშვილი _ 420-ლარიანი ანაზღაურებით; მძღოლს, თემურ ლორიას 546 ლარი ეწერება; ხელშეკრულებით ორი ადამიანი ჰყავთ აყვანილი: ნუგზარ მგელაძე და ლია ხუნდაძე _ მგელაძის ანაზღაურება 400 ლარია, ხუნდაძის _ 420.
ზედამხედველობის სამსახურს ზაალ ბერძენიშვილი ხელმძღვანელობს 700 ლარიანი ანაზღაურებით; სპეციალისტებს _ ტარიელ ბერაძეს და კახი მეფარიშვილს 420-420 ლარი აქვთ.
საფინანსო სამსახურის უფროსის ზურაბ ჩანტლაძის ანაზღაურება 700 ლარს შეადგენს; ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი, ჯემალ სიხარულიძე 500 ლარს იღებს; მთავარი ბუღალტერი, ზურაბ შათირიშვილი _ 500 ლარს; ზაზა ოსეფაიშვილი, შორენა კაჭარავა, მარინა ჟღენტი, ლუბა ჯანბერიძე და ნინო გიორგაძე სპეციალისტები არიან 420-ლარიანი ანაზღაურებით.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხიკვაძის ხელფასი 700 ლარია: ამ სამსახურში 4 სპეციალისტია _ გოგი ბოლქვაძე, ალექსანდრე წიქარიძე, ნინო სიხარულიძე და თენგიზ ცენტერაძე _ 420-420-ლარიანი ხელფასებით.
შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ივანე ცინცაძე ხელმძღვანელობს და 700 ლარს იღებს; ამ სამსახურის ორ სპეციალისტს _ თემურ ბენდელიანს და ლომგულ ტრაპაიძეს 420 ლარი აქვთ ხელფასი.
ასეთივე ხელფასებია კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმისა და კურორტების განვითარების სამსახურში, რომლის ხელმძღვანელი დოდო მამალაძეა, სპეციალისტები კი _ მაია ძნელაძე და მარინა ცინცაძე.
მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ გოგიბერიძეა 700-ლარიანი ხელფასით, რომელსაც ერთი თანაშემწე ჰყავს _ ლალი თავაძე 420-ლარიანი ანაზღაურებით.
ქონების მართვის სამსახურს მალხაზ დოლიძე ხელმძღვანელობს _ მასაც 700 ლარი აქვს. სპეციალისტებს _ გიორგი სიმონიას და ლელა მდინარაძეს _ 420-420 ლარი.
განსხვავებული ხელფასებია გამგეობას დაქვემდებარებულ კიდევ ერთ სამსახურში _ სამხედრო აღრიცხვის,  გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ედიშერ სიხარულიძეა და მისი ხელფასი 700 ლარია; სპეციალისტების _ ვახტანგ მეფარიშვილის და კახი ყაჭეიშვილის ანაზღაურება კი 500 -500 ლარს შეადგენს;  კობა ჯიბლაძეს, ნანა ჩხიკვაძეს, მარინა დეკანოზიშვილს, მაია ოსეფაიშვილს და ლელა სიხარულიძეს 420-420 ლარი აქვთ;  აღნიშნულ სამსახურში ხელშეკრულებით აყვანილი ორ პირია _ შორენა მეგრელიშვილი და რუბენ ქორიძე _ 400-400 ლარი.
სახანძრო დაცვის სამსახურიც გამგეობის ქვემდებარეა, რომლის უფროსის დიმიტრი მეგრელიშვილის ხელფასი 700 ლარია; მთავარი სპეციალისტის, ავთანდილ ჯიქიას _ 400 ლარი; 200-200 ლარს იღებენ მზია მამალაძე და თენგიზ თავართქილაძე;  მიხეილ ჟღერია მძღოლია და 300 ლარს იღებს; სახანძრო სამსახურს სამი ცვლის უფროსი ჰყავს _ ალექსი მეჩეხია, მერაბ ეძგვერაძე და იაგორ ასამბაძე 350-ლარიანი ანაზღაურებით; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 18 მეხანძრე ემსახურება და თითოეულის თვიური ანაზღაურება 300-300 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სოფლის რწმუნებულებს, მათი ხელფასები  სტანდარტულია და 400-400 ლარს შეადგენს; სპეციალისტების, ე.წ. მოადგილეების კი 220-220 ლარს.
მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კუთხით ცვლილებებია. ოღონდ არა სასიკეთო _ თითქმის განახევრებული ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებზეა გაწერილი. პროექტის თანახმად, 2011 წლის ბიუჯეტი 2 684 700 ლარია, აქედან ხელფასებზე 825 700 ლარი დაიხარჯება, როცა მიმდინარე წელს ეს თანხა 816 500 ლარს შეადგენდა. იზრდება სახელფასო ფონდი არასამეწარმეო იურიდიულ პირებშიც და იგი  821 900 ლარით არის განსაზღვრული (მიმდინარე წელს 769 700 ლარია). ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ქამარი არათუ მოეშვა, არამედ... სულ დაეკარგა.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...