კახეთის რეგიონში, ყველაზე მაღალი პრემია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიცა


ფინანსები

კახეთის რეგიონში, ყველაზე მაღალი პრემია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიცა

11 აგვ. 2014, 16:48:30

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 2-13 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაიცა 313 320 ლარი, აქედან გამგეობის თანამშრომლებზე - 288 470 ლარი, ხოლო გამგებელსა და მის ოთხ მოადგილეზე - 24 850 ლარი. გამგებლის ორ მოადგილეს გასულ წელს ასევე დაერიცხა სახელფასო დანამატი - თითოეულს 900 ლარის ოდენობით.

2013 წელს სახელფასო დანამატი არ გაცემულა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, საკრებულოს თანამშრომლებზე დარიცხულმა სახელფასო დანამატის ოდენობამ კი სულ 2 565 ლარი შეადგინა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა. პრემიის სახით მუნიციპალიტეტის გამგებელს ვლადიმერ ალიბეგაშვილს მიღებული აქვს სულ 5 300 ლარი, მის სამ მოადგილეს ერთად - 7 800 ლარი, გამგეობის თანამშრომლებს კი - სულ 193 260 ლარი.

რაც შეეხება გასულ წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცემულ პრემიებისა და სახელფასო დანამატებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული.

ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გასულ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 60 539 ლარი, ხოლო საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა - სულ 5 324 ლარი. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობამ 145 163 ლარის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვები განახორციელა. აქედან 80 000 ლარი გადახდილ იქნა საწვავის (ბენზინი) შეძენაზე.

2013 წლის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით სულ გაცემულია 36 222 ლარი, საკრებულოში კი - 27 980 ლარი.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია სულ 22 680 ლარი, გამგეობის თანამშრომლებზე კი - 178 614 ლარი.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს დარიცხული პრემიების ოდენობამ შეადგინა 44 580 ლარი, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამაშრომლებზე გაცემულმა პრემიამ - სულ 23 141 ლარი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განაცხადა 2014 წლის მარტის თვეში გამგებლის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების მოწოდებაზე. მათი განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

ანალოგიური შინაარსის მოთხოვნაზე გამგეობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოგვაწოდა საკრებულოს თავჯდომარის სამუშაო ელ. ფოსტაზე სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული წერილის ასლი.

თელავის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით, 

თელავის გამგეობასა და საკრებულოში ,2013 წელს არ გაცემულა სახელფასო დანამატები, არ ჩატარებულა აუდიტორული შემოწმება, გამგეობის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა კი სულ 39 199 ლარი შეადგინა.




 ახალი ამბები
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...
  • "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.  პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე მაია ცქიტიშვილი გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილი თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე კახაბერ კუჭავა ვახტანგ გომელაური ეკატერინე ტიკარაძე ივანე მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილი შალვა პაპუაშვილი მარიამ ქვრივიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე სოზარ სუბარი დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რიჟვაძე ... ...
  • "კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ"- კალაძე„გასული წლების განმავლობაში არაერთი მიღწევა გვქონდა და არაერთი შეცდომაც დავუშვით. გულდასაწყვეტია ის, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა ვერ შევძელით და გულდასაწყვეტია ისიც, ვინც ჩვენი თანაგუნდელი გვეგონა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მტავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა“,_ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. „გასული წლების განმავლობაში არაერთი მიღწევა გვქონდა და არაერთი შეცდომაც დავუშვით. გულდასაწყვეტია ის, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა ვერ შევძელით და გულდასაწყვეტია ისიც, ვინც ჩვენი თანაგუნდელი გვეგონა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მტავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა“,_ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. კალაძემ აღნიშნა, რომ წინ დიდი გამოწვევებია და მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. „საქართველოს ყოველთვის უწევდა რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გზის გაკვალვა და გადარჩენა, მაგრამ დღეს, კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ“,_ განაცხადა კალაძემ. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი, - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....