ბიუჯეტი: "ნაბიჯი წინსვლისკენ", "უპასუხისმგებლოების მიერ შედგენილი უპასუხისმგებლო დოკუმენტი"

ფინანსები

ბიუჯეტი: "ნაბიჯი წინსვლისკენ", "უპასუხისმგებლოების მიერ შედგენილი უპასუხისმგებლო დოკუმენტი"

2010 დეკ 3 13:08:19

ოზურგეთის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი 7 მილიონ 855,9 ათასით არის განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. აქედან ადგილობრივი შემოსავლები 2 მილიონ 413 ათას ლარს შეადგენს, ტრანსფერი კი _ 5 მილიონ 442 ათასს. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგეობას უკან 25 ნოემბერს მიუბრუნა. დასკვნაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიიღო, აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიებმა და ფრაქციებმა განიხილეს "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტი და "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პროექტის მიმართ სამართლებრივი და ფინანსური ხასიათის მთელი რიგი შენიშვნები გააჩნიათ. "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ სალუქვაძე ბიუჯეტის პროექტს უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ, უპასუხისმგებლოდ შედგენილ დოკუმენტს უწოდებს. არასამათავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" ეკონომისტი ლევან ჩხაიძის თქმით, რეგიონების და მუნიციპალიტეტების განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან. როგორ შეიძლება, განვითარდეს მუნიციპალიტეტები თუ არ იარსებებს შესაბამისი სტრატეგია იმის შესახებ, რას უნდა მიაღწიოს გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაძლოა, ყველას ჰქონდეს გააზრებული თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც ასახავდა მწყობრ ნაბიჯებს და ნათლად დაანახებდა საზოგადოებას თუ რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება, ძალზე მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტის დოკუმენტი ადმინისტრაციული ერთეულის განვითარების ძირითადი გეგმაა, რომელსაც გუბერნატორთან კონსულტაციების შედეგად ადგენს გამგებელი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს "ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის" ნაწილს. რა თქმა უნდა, კოორდინაციის მსგავსი მიდგომა მისასალმებელია, რადგანაც ერთიანი სტრატეგიით გახორციელდება ქვეყნის განვითარება. ასეთი დოკუმენტი BDD-ს სახელწოდებით შემუშავებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც გათვლილია 2010-2013 წლებზე. აღნიშულ დოკუმენტში გურიის მხარისთვის განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტები: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, მუნიციპალიტეტების გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ სპეცტექნიკის შეძენა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ პრიორიტეტებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული იქნა "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტი", რომელიც საკრებულოში წარადგინეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა 2011-2014 წლებში პრიორიტეტებად განსაზღვრა შემდეგი საქმიანობები: მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების გახორციელება, მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის განვითარება, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, სოციალური დაცვა. დოკუმენტში, ალბათ, ქვეპრიორიტეტის სახით, აღნიშნულია საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა. თუ რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა, აღწერილი არაა. მითითებული არ არის, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ამ პროგრამაში ჩადებული მუნიციპალური ინვესტიციები. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებაც აქვს აღნიშნული პრიორიტეტების დოკუმენტში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისიც ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულება მოიცავს დაწყებით და ზოგად განათლებასაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუნიციპალიტეტი განათლების სამინისტროს კომპეტენციებში შეიჭრა. რაც შეეხება სოციალური დაცვის პრიორიტეტებს, დოკუმენტში ამ მიმართულებით აღნიშნულია 8 პროგრამა. კონკრეტულად, რა მიზნის მიღწევას ემსახურება ამ პროგრამების ამუშავება და რა შედეგებს მიიღებს პროგრამის გახორციელებით მუნიციპალიტეტი, აღნიშნული არ არის. დოკუმენტში მითითებულია, რომ "დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებულია მოსახლეობისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების შენიშვნები და წინადადებები." მოსახლეობისგან როგორ მიიღეს შენიშვნები და წინადადებები, მართლაც საინტერესოა, ამ მიმართულებით რა კონკრეტული აქტივობები განახორციელეს, საქმის კურსში არ გახლავართ. ვერც იმას მოგახსენებთ, რომ ასეთი აქტივობები არ ჩატარებულა, გამგეობამ რახან ჩაატარა, ალბათ, მართალია, ხომ არ იცრუებდა?! ის კი ნამდვილად ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არის მუნიციპალიტეტის საქმიანობების შეფასებასა თუ შესწავლაში, ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ დოკუმენტის საკრებულოში შეტანამდე. მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ 6 პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად, კანონის თანახმად, ასევე უნდა დადგენილიყო ამ პრიორიტეტების დაფინანსების მოცულობები საშუალოვადიან პერიოდში ანუ მომავალი ოთხი წლისთვის. რას ვხედავთ დოკუმენტში: კომუნალური მეურნეობის განვითარების მიმართულებით მომავალ პერიოდში "წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია" და "საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია" კი არ არის დაფინანსების ობიექტი, არამედ "კომუნალური მომსახურების ცენტრი". რაც შეეხება ნომერ პირველ პრიორიტეტს "მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაციას", რეალურად წარმოადგენს თუ არა პრიორიტეტს? ამის დასადგენად, გადავხედოთ აღნიშნული მიმართულებით, რა მოცულობის თანხების დახარჯვას აპირებს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტში: "გზების რეაბილიტაცია", "ხიდები და მილხიდები," _ დაფინანსება ნოლია. როგორ შეიძლება განსაზღვრო პრიორიტეტად და ფულის დახარჯვა მასზე არ დაგეგმო - წარმოუდგენელია. იგივე ითქმის სპორტული მოედნების მშენებლობაზე, საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოებზე და სოფლის, თემის, დაბის კეთილმოწყობაზეც. საბოლოოდ შეიძლება განვაცხადოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი ძალზე მოშორებულია რეალობას და საღ აზრს. დოკუმენტის შემდგენ პიროვნებებს ნათლად არ აქვთ გააზრებული თუ რა ღირებულების დოკუმენტის შედგენასთან უწევდათ შეჭიდება. ნათელია, რომ ისინი ზერელედ მოეკიდნენ მათზე კანონით დაკისრებული საქმიანობის პირნათლად შესრულებას", _ დასძენს ჩხაიძე. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე და "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ 2011 წელს მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკა იცვლება და 2 მილიონ 413 ათას ლარიანი ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი სოციალური დაცვა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა: _ აღნიშნული თანხიდან სოციალურ დაცვაზე ბიუჯეტის პროექტის თანახმად 27% დაიხარჯება, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი 25%, ამას მოსდევს კულტურული ღონისძიებები", _ ამბობს გამგებელი, _ არ შეიძლება მარტო სოციალურზე ვიყოთ აგებული და არ გავაკეთოთ საქმე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. საუბარი მაქვს იმ თანხებზე, რაც ჩვენი შემოსავლებით იქნება მობილიზებული. მომავალი წლისთვის ამ კუთხით მიდგომას ვცვლით და არამარტო სახელფასო ფონდი გვექნება ამა თუ იმ ორგანიზაციისა, არამედ პროგრამული ნაწილი, სადაც ე.წ. გრანტის სახით გავცემთ თანხას იმ დაინტერესებული პირებისთვის, ვინც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, წარმოადგენს პროგრამას, რომლის მიხედვითაც მიეცემათ შესაბამისი ანაზღაურება. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ უკეთეს პროგრამას წარმოადგენს. რაც შეეხება ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შენიშვნებს, რომ სოციალური მიმართულებით მწირი თანხებია გამოყოფილი, ვერ დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ჩვენი საშუალების შესაბამისად, ბიუჯეტი მაქსიმალურად არის დატვირთული სოციალური პაკეტით. ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რაც ზოგადად არსებობს სახელმწიფოში და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არ მოგვეხდინა გადაკვეთა იმ სოციალური საკითხების დაფინანსების კუთხით, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს და თავის თავზე აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტები თვითონ შიგნით სოციალურ პაკეტში ჩამოვაყალიბეთ: არის სოციალური ფენა, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება. იქნება ერთჯერადი დახმარება მიზნობრივად, სამედიცინო დახმარების კუთხით. ეს გაწერილია სოციალურ პაკეტში. _ ბატონო გიორგი, კონკრეტულად როგორ მოხდება დახმარებების გაცემა-მიღება? ხშირად საუბრობდნენ, რომ სოციალური დახმარებების გაცემა არამიზნობრივად ხდებოდა. _ გეთანხმებით, მეც მიმაჩნია, რომ სწორად ამბობდნენ, მაგრამ ხომ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იქეთკენ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს, სოციალურ პაკეტში გვაქვს გათვალისწინებული დევნილთა დახმარებები, რომელიც იყო და იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ მათ სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით. 2010 წელსაც გვქონდა და მომავალშიც გვექნება მრავალშვილიან ოჯახთა დახმარება. თუმცა, ამჯერად პრინციპი დაფინანსების კუთხით შეიცვლება. გათვალისწინებული იქნება ოჯახის სოციალური მდგომარეობა. ავიღებთ ბაზას და მეტნაკლებად რა პირობებში უხდებათ ცხოვრება, ძირითადად იმის მიხედვით მოხდება დახმარება. ასევე ცვლილება იქნება ახალშობილების დახმარებაში: მიმდინარე წელს განსაზღვრული იყო პირველ შვილზე 100, მეორეზე 150 და მესამეზე 200 ლარი, თუმცა მომავალ წელს ეს პრინციპიც იცვლება და ყველა ახალშობილს 200 ლარით დავეხმარებით, ეს იქნება სამშობიაროსთან ასოცირებული. ვიცით, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა 400 ლარია და ფაქტიურად 50% თანადაფინანსება ექნება ჩვენი მხრიდან. ასევე იზრდება უფასო სასადილოს დაფინანსებაც, რომელიც 120 ბენეფიციარს მოემსახურება. ასევე სოციალურ პაკეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მატერიალური დახმარება, ამ კუთხით იცვლება თანხის განაწილება და გაცემა. თანხის გაცემის სანაცვლოდ, მათ ან საცხოვრებელს შევუძენთ ან ვუქირავებთ, ეს იმისკენ არის მიმართული, რომ მიზანს მოხმარდეს. ასევე ამოქმედდება პროგრამა _ 18 წლამდე ბავშვების დახმარება, 50% შეღავათები მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზე, ანუ ეს შეეხება იმ ოჯახის შვილებს, რომლებიც არ სარგებლობენ პოლისით, თუმცა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილები არიან. გათვალისწინებული გვექნება ვეტერანთა დახმარების პროგრამა, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯები და შეღავათები. ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გავითვალისწინეთ ფინანსური დახმარება, გურიის ინვალიდთა ასოციაცია მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს ემსახურებოდა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ არიან ისეთი პირები, ვისაც ამ ასოციაციის მომსახურება ესაჭიროება, ამიტომ შემოგვთავაზა გაგვეთვალისწინებინა სხვა უნარშეზღუდულების თხოვნა და მოგვეხდინა დაფინანსება. კიდევ მინდა შევეხო შეჭირვებულ მოქალაქეებზე სამედიცინო პროგრამის ამოქმედებას. აქ არის კატეგორიები გაწერილი, სამწუხაროდ ონკოლოგიური და სხვა სახის დაავადებებით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მკურნალობისა და მედიკამენტების შეძენის საშუალება, ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამებით. ამ ადამიანებს ჩვენ გავუწევთ დახმარებას სამედიცინო მომსახურებისთვის. ძირითადად ამ პროგრამების გახორციელებისთვის 650 ათასი ლარია გათვალისწინებული. ჩვენ არ გვინდა, მოვალეობის მოხდის მიზნით ვინმეს დახმარება გავუწიოთ, გვინდა მაქსიმალურად შედეგი მოყვეს თითოეულ თეთრს და სწორად იქნას ეს თანხა მიღებული. პრობლემა არ გადაიჭრება 30-ლარანი დახმარებით, პრობლემა გადაიჭრება თუ ადამიანს სოლიდურ დახმარებას გაუწევ. _ თქვენ აღნიშნეთ, რომ ქამრების შემოჭერას გეგმავთ... _ საერთო ჯამში, ადმინისტრაციული ხარჯი ჩვენ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანომ შევამცირეთ სადღაც 35 ათასი ლარით, თუმცა მე მიმაჩნია, რომ კიდევ შეიძლება ამ მიმართულებით დაფინანსების შემცირება 10000 ლარით და ეს თანხა გადავიტანოთ სოციალური, ან ინფრასტრუქტურის მუხლებში. ვმუშაობთ ამ წუთებშიც, რაც შეეხება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ეს გამოიხატება კომუნალური, საკანცელარიო, საწვავის, სატელეფონო ხარჯების შემცირებაში სამსახურების დონეზე. _ დასკვნაში, რის საფუძველზეც საკრებულომ 2011 წლის ბიუჯეტი უკან მოგიბრუნათ, აღნიშნულია, რომ საკრებულო აიპების დაფინანსების გაზრდას მოითხოვს. თუმცა, იქ არ არის აღნიშნული, რის საფუძველზე ითხოვენ დაფინანსების გაზრდას. ხშირად საუბრობენ, რომ ეს აიპები კონკრეტული ადამიანების დასასაქმებლად შეიქმნა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე თანხა არ არის გათვალისწინებული, ხოლო აიპის, რომელიც ამ მიმართულების განვითარების მიზნით შეიქმნა, 40 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. _ მე ვერ დავარქმევდი ამას სოფლის მეურნეობის განვითარებაზე თანხის არგათვალისწინებას. აიპი მხოლოდ ხელფასების ასაღებად არ არის შექმნილი, მათ აქვთ დებულება და პროგრამა, სადაც გაწერილია, რა ღონისძიებები უნდა ჩაატაროს, რომ ზუსტად მოხდეს შედეგის მიღება. სოფლის განვითარების ცენტრს აქვს პროგრამაში სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა, ნიმუშების წარმოდგენა, სიმპოზიუმის მოწყობა და ასე შემდეგ. დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონებში გასვლები და გაზიარების გაცვლა. ეს აქტივობები ზუსტად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაიგეგმა. დარწმუნებული ვარ, თუ ამ მიმართულებით იმუშავებს აღნიშნული აიპი, შედეგიც მალე დადგება. _ როგორ ფიქრობთ, აუცილებელია აიპების დაფინანსების გაზრდა? _ არა, ჯერ ვერ გეტყვით. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება არა, ეს მსჯელობის საკითხია. ჩამოვყალიბდებით ამ კვირაში და ჩვენს აზრს საბოლოოდ დავაფიქსირებთ. _ ბიუჯეტის ამ პროექტს უპასუხიმგებლო ჩინოვნიკების მხრიდან შედგენილი უპასუხისმგებლო დოკუმენტიც კი უწოდეს. _ მესმის, ბევრ რამესაც იძახიან, რომ არავინ არაფერს აკეთებს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ არა ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგმული წინსვლა სხვადასხვა კუთხით, სპორტის, კულტურის და ტურიზმის განვითარების კუთხით შეიძლება დღეს გეჩვენებოდეთ, რომ ეს არის ხელფასისთვის შექმნილი, ვიღაცისთვის, მაგრამ, რომ არ გადაგვედგა ეს ნაბიჯი, ვიქნებოდით ერთ ადგილზე ტკეპნის პრინციპით. ჩვენ არ ვიძახით, რომ ეს არის 100% გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ ხომ უნდა მოვსინჯოთ? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გაამართლებს, ამ მიმართულებით განვითარდება სხვადასხვა სფეროები და მომავალი გვიჩვენებს.




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...