"ბაღების მასწავლებელთა ნახევარი სახლშია გასაშვები"

ფინანსები

"ბაღების მასწავლებელთა ნახევარი სახლშია გასაშვები"

2014 ნოე 24 17:26:52

19 ნოემბერს ჩატარებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო _ დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა.

სხდომას 38 დეპუტატი ესწრებოდა. დღის წესრიგის პირველი და უმთავრესი საკითხის: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, საფინანსო განყოფილების უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. მან განმარტა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გათვლილია სამინისტროდან მოწოდებულ იმ ტრანსფერზე, რომელიც 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. აღნიშნული მაჩვენებლები არის იმ მუშაობის შედეგი, რაც 2014 წელს ბიუჯეტის გაყოფის შემდეგ მოხდა.

_ "სოფლის გადარჩენის პროგრამა" და ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადი საზრუნავი იქნება. კომისიების და ფრაქციების სხდომებზე კი განიხილეს დეტალურად ეს საკითხები, მაგრამ საბოლოო ვარიანტის მიღებამდე ყველაფერი წინაა და უნდა მოხდეს საჯარო განხილვა, რათა 2015 წლისთვის ისეთი ბიუჯეტი მივიღოთ, რომელიც ნორმალური და წარმატებული მუშაობის საშუალებას მოგვცემს, _ თქვა მამაკაიშვილმა.

წარმოდგენილი პროექტით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 6957.9 ათასი ლარით. თუმცა, ამ პროექტში ინფრასტრუქტურის სამუშაოების და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მოცულობა ჯერ ასახული არ არის, რადგან თანხების გამოყოფა 2015 წლის დასაწყისში ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ.

ბიუჯეტის შემოსულობებში ქონების გადასახადიდან გაანგარიშებულია, შემოვიდეს 1000,0 ათასი ლარი. ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახდელები გაანგარიშებულია 557,4 ათასი ლარით. პროექტით გათვალისწინებულია, ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოს ტრანსფერი _ 5440,5 ათასი ლარი. რაც შეეხება სარეზერვო ფონდს, რომელიც 140,0 ათასი ლარით არის განსაზღვრული, ეს საკითხი დეპუტატთა უკმაყოფილების საგანი გახდა. სოფლების _ მელექედურის, შემოქმედის და მაკვანეთის დეპუტატებმა მწვავედ დასვეს საკითხი, რომ ეს თანხა ცოტაა სარეზერვო ფონდისთვის, თუმცა, გია მამაკაიშვილმა მოიშველია სამინისტროსგან მოწოდებული ფორმულა _ სარეზერვო ფონდი ბიუჯეტის ორ პროცენტს უნდა შეადგენდესო.

დეპუტატები დაინტერესდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საკითხით _ არის თუ არა გათვალისწინებული საბავშვო ბაღების პედაგოგთა და აღმზრდელთა ხელფასების ზრდა.

_ სკოლამდელ დაწესებულებებს, სადაც მომვლელებისა თუ პედაგოგების ხელფასი ძალიან დაბალია, საშუალოდ, 60 _90 ლარის ფარგლებში, ძნელია, მოსთხოვო სრულფასოვანი მუშაობა, _ ბჭობდნენ დეპუტატები.

დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ სხვა აზრი გამოთქვა: _ ბაღების მასწავლებელთა ნახევარი სახლშია გასაშვები და ნახევარს გადამზადება უნდა, რადგან ვიცი, ბევრგან როგორი მდგომარეობაა. საჭიროა, მათ გადასამზადებლად თანხების გამოყოფაზე ვიზრუნოთ.

გურიანთის დეპუტატმა ბონდო ღლონტმა, აღნიშნა, რომ ბაღებში ექთანი არ ჰყავთ, რაც ბავშვების უსაფრთხოებას სარისკოს ხდის.

რაც შეეხება განათლების ხელშეწყობის პროგრამისთვის 40 ათასი ლარის გამოყოფას, ამ ფაქტს პოზიტიური უწოდა დეპუტატმა ლელა საჯაიამ. მან თქვა, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 100%-იან გრანტს მოიპოვებენ, შესანიშნავი ჟესტია წამახალისებელი ფულადი ჯილდოს გადაცემა.

შესაშური თანამოაზრეობა გამოიჩინეს დეპუტატებმა საკურორტო ზონაში მოსაკრებელი თანხის გაზრდის თაობაზე, რომელიც კვადრატულ მეტრზე ოთხი ლარი უნდა გახდეს. თქვეს ისიც, რომ ხუთი ლარიც თუ იქნება, არც ესაა ურიგო.

მოსაკრებლის გაზრდის თაობაზე ვრცლად ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ:

_ ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ წლების მანძილზე სასაცილოდ მოუგვარებელი იყო მოსაკრებლის საკითხი. საკურორტო ზონაში, ურეკში ერთჯერადი გადასახადი განისაზღვრებოდა ერთი ლარით ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა შინაურს თუ უცხოელს. ახლა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ეს საქმე უნდა გამოვასწოროთ, რაც აქამდე აბსოლუტურად წამგებიანი და არასახელმწიფოებრივი მიდგომა იყო.

თხინვალის დეპუტატმა ბიძინა გობრონიძემ სპორტისა და ტურიზმის განვითარების თემაზე საუბრისას, მოითხოვა ქალაქ ოზურგეთის მერიისა და მუნიციპალიტეტის ვალდებულებების ერთმანეთისგან გაყოფა, სპორტსმენთა მწვრთნელების დაფინანსების საკითხში: _ თუ გაყოფაა, გაყოფა იყოს. რატომ უნდა აფინანსებდეს ქალაქის მერია სოფელ ლიხაურის, შრომისა და კონჭკათის მწვრთნელებს? მომავალი წლიდან ისინი არც აპირებენ ამას. ან გავიყოთ, ან გავერთიანდეთ და გაიხსნას ერთი სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი, _ თქვა მან.

გია მამაკაიშვილმა გობრონიძეს შეახსენა, რომ ყოველივე ამისთვის რეზერვის გადახედვაა საჭირო.

 ასკანისა და მაკვანეთის დეპუტატების მოთხოვნაზე, რომ ახალგაზრდებს სტადიონის განათება და კეთილმოწყობა სურთ, მამაკაიშვილმა უპასუხა, რომ ყოველივე ამის გაკეთება სოფლის მხარდამჭერი პროგრამით შეიძლება.

დეპუტატმა ბონდო ღლონტმა სამამულო ომის მონაწილე პირებისთვის, რომლებიც თითო-ოროლა დარჩა, დახმარების 150 ლარამდე გაზრდა მოითხოვა.

კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სპორტულ კლუბ "მარულას" საკითხი, რომლის დასაფინანსებლად 35 ათასი ლარია გათვალისწინებული. მარულას პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს, რაში და როგორ უნდა მოიხმაროს მიზნობრივად ეს თანხა. ერთი და ორი ღონისძიების ჩასატარებლად რა საჭიროა ამდენი თანხა? _ ასე სვამენ კითხვას დეპუტატები.

ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრისთვის მიმართული 100 ათასი ლარის შესახებაც ისაუბრეს. ეს თანხა ძალიან სერიოზულ საქმეს, პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე ლაბორატორიის გახსნას უნდა მოხმარდეს. გია მამაკაიშვილმა დეპუტატებს შეახსენა, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს უნდა მოიწვიონ ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც არგუმენტირებულად ისაუბრებენ ამის შესახებ.

სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე ისაუბრა ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. კერძოდ, მან თქვა, რომ საახალწლოდ 12 ათასი კვ.მ. ფართის სახურავი მიუვა იმ ოჯახებს, რომლებიც დარჩენილი იყო ამ დახმარების გარეშე. თქვა ასევე, რომ მალე გამოცხადდება ტენდერი ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ხეების მოსაჭრელად. გამოცხადდა კონკურსი განაშენიანებასთან დაკავშირებით, შედგენილია ურეკი-შეკვეთილის განაშენიანების გენერალური გეგმა. იქ არის დიდი რესურსი, თუმცა, ეს ორ წელიწადში არ მოხდება, მაგრამ გრძელვადიან პროექტში იქნება ჩასმული. რაც შეეხება სოფლების გზების კეთილმოწყობის საკითხს, მერაბ ჭანუყვაძემ ამიერიდან გამორიცხა მთაგორიან და აღმართ ადგილებზე გზების მოხრეშვა, რომელიც მერე მალევე ფუჭდება, რეცხავს წვიმის ნიაღვარი. დაიგება მხოლოდ ბეტონის საფარი, როგორც ეს ახლა არაერთ სოფელში კეთდება. მისივე თქმით, ამ წელში, 2-3 ნოემბრის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, გამგეობას გაგზავნილი აქვს მთავრობასთან 250 ათასი ლარის მოთხოვნა.

აღინიშნა, რომ ბიუჯეტის შექმნა ცოცხალი პროცესია და თითოეულ დეპუტატზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად და პრიორიტეტების გათვალისწინებით შეადგენენ მას. საკრებულოს თავმჯდომარის თხოვნით, საბოლოოდ, აღნიშნული საკითხის საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებას დეპუტატებმა წინააღმდეგობის გარეშე უყარეს კენჭი.

დღის წესრიგის დანარჩენი ოთხი საკითხი, რომელიც შესყიდვების გეგმაში ცვლილების შეტანას და "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას შეეხებოდა, დავით დარჩიამ ითხოვა, ყველა საკითხისთვის წარმოდგენილი სახით ეყარათ კენჭი. განმარტა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, უფრო შეჯერებულად მოახდენენ მასზე მორგებას. დეპუტატები დაეთანხმნენ და განხილვის გარეშე უყარეს კენჭი.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...