რეფინანსირების სესხის უვნებლობის მითი

ფინანსები

რეფინანსირების სესხის უვნებლობის მითი

2015 აპრ 8 17:25:18

რეფინანსირების სესხების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს 965 მილიონ ლარს მიაღწია და კიდევ ერთხელ გახდა ცხარე მითქმა-მოთქმის საგანი. ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უზრუნველსაყოფად და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ჭარბი ლიკვიდობის შემთხვევაში ახდენს მის ამოღებას ან/და ლიკვიდობის დეფიციტს ავსებს რეფინანსირების სესხებით, ანუ ბანკებს აწვდის რესურსს.

რეფინანსირების სესხები, მიუხედავად იმისა, რომ ერთკვირიანია, ფულის მასაზე გავლენას მაინც ახდენს. ვინაიდან, ყოველკვირეულად მისი ხელახლა გაცემა ხდება და რაც ყველაზე მთავარია - რეფინანსირების სესხების მოცულობა ბოლო პერიოდია პერმანენტულად იზრდება. ანუ, თუ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს მაგალითად 100 მილიონ ლარს, ამით ერთჯერადად გაზრდის ფულის მასას. თუ არ მოხდება სესხის მოცულობის გაზრდა, ყოველი შემდგომი დაბრუნება-გაყიდვა 100 მილიონის ფარგლებში ფულის მასაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. მაგრამ, როცა იზრდება რეფინანსირების სესხების ნაშთი, ეს გავლენას ახდენს ფულის მასაზეც. სწორედ ეს ხდება ბოლო პერიოდში. მაგალითად, 2013 წელს რეფინანსირების სესხების ნაშთი 36 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის 400 მილიონი ლარი შეადგინა (წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარსაც კი ჩამოსცდა). 2014 წელს ნაშთი 400-დან 712 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ბოლო მდგომარეობით 965 მილიონამდეა გაზრდილი. ანუ ბოლო ერთ წელიწადში რეფინანსირების სესხების მოცულობა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა. ასე რომ, რეფინანსირების სესხების “ერთკვირიანობის” არგუმენტი ნაკლებად საფუძვლიანია, მაგალითად, თუ წყალსაცავში იმაზე მეტ წყალს ჩაედინება, ვიდრე გამოედინება, წყლის დონე მატულობს.

რა იწვევს რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის ზრდას

თუ ბანკებს რეფინანსირების სესხები მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შესავსებად ჭირდებათ, საინტერესოა, რამ წარმოშვა მოკლევადიანი ლიკვიდობის თითქმის მილიარდიანი დეფიციტი. თუმცა, საკითხავია ისიც, რამდენად შეიძლება ლიკვიდობის დეფიციტს მოკლევადიანი, როცა ეს დეფიციტი წელიწადზე მეტია “სტაბილუროად” მატულობს.

ვინაიდან რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა 2014 წლიდან დაიწყო, გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებსაც კომერციული ბანკების ლიკვიდობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.

სავალუტო აუქციონები - მოგეხსენებათ, სავალუტო აუქციონებზე ეროვნული ბანკი ახორციელებს უცხოური ვალუტის შესყიდვას ან გაყიდვას. შესყიდვის შემთხვევაში იგი ზრდის ლარის მიწოდებას და პირიქით, გაყიდვის შემთხვევაში იღებს ლარის მასას.

ვნახოთ, რა სურათია ამ მხრივ:

- 2014 წელს, 6 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 220 მილიონი დოლარი, საშუალო კურსით 1,75, ანუ ამოიღო 385 მილიონი ლარი;

- 7 თებერვლიდან 26 აგვისტოს ჩათვლით შეისყიდა 200 მილიონი დოლარი, საშუალო კურსით - 1,75, ანუ მოახდინა 350 მილიონი ლარის მიწოდება;

- 2014 წლის 25 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 19 მარტის ჩათვლით სებ-მა გაყიდა 240 მილიონი დოლარი, საშუალოდ 2,00 კურსით, ანუ ბანკებიდან ამოიღო 480 მილიონი ლარი.

საბოლოო ჯამში, სავალუტო აუქციონებით ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებიდან ამოიღო დაახლოებით 515 მილიონი ლარის ლიკვიდურობა, 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

ოპერაციები ღია ბაზარზე - ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ლიკვიდურობის მართვა შეუძლია. ფასიანი ქაღალდების გაყიდვით იღებს ბანკებიდან ჭარბ ლიკვიდურობას და პირიქით, მისი გამოსყიდვით, აწვდის ბაზარს ლიკვიდურობას.

ამ მიმართულებით არსებობს შემდეგი ინსტრუმენტები - ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები.
ამ მიმართულებით 2014 წლიდან დღემდე საბანკო სექტორიდან ამოღებული იქნა 454 მილიონი ლარის ლიკვიდობა. სტრუქტურულად თუ შევხედავთ, ვითარება შემდეგია: სებ-მა სადეპოზიტო სერტიფიკატების შემცირებით ბანკებს მიაწოდა 265 მილიონი ლარის ლიკვიდობა, ფინანსთა სამინისტრომ კი ფასიანი ქაღალდების მოცულობის ზრდით ბანკებიდან “შეისრუტა” 720 მილიონამდე ლარი.

ამდენად, 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე (2 აპრილის მდგომარეობით) საბანკო სექტორიდან ლიკვიდობის სუფთა ამოღება 970 მილიონ ლარს აღწევს (თითქმის იმდენივე, რამდენაც რეფინანსირების სესხების მოცულობა შეადგენს).

ვის აწყობს რეფინანსირების სესხების ზრდა

ფაქტების გაანალიზების შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი: ბანკები ყიდულობენ მთავრობის ფასიან ქაღალდებს (ბანკების მოთხოვნა ყოველთვის 2-3-ჯერ აღემატება ფასიანი ქაღალდების მიწოდებას), ანუ ასესხებენ ფულს მთავრობაზე, ხოლო შემდეგ ლიკვიდობის შესავსებად მიმართავენ ეროვნულ ბანკს, ანუ სესხულობენ ეროვნული ბანკისგან. უფრო შემოკლებულად რომ ვთქვათ, კომერციული ბანკები სესხულობენ ეროვნული ბანკისგან და ასესხებენ მთავრობაზე.

მნიშვნელოვანია ამ “სქემის” ფინანსური მხარეც, კომერციული ბანკები სებ-სგან სესხს საშუალოდ 4.5%-ად იღებენ, ხოლო მთავრობაზე ვადიანობის მიხედვით 6%, 7%, 10% და 11%-ად ასესხებენ, ანუ ნახულობენ საკმაოდ სოლიდურ, ათეულობით მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალს.

ლარის პრობლემების პირობებში კი რეფინანსირების სესხების მუდმივი ზრდა ნეგატიურ როლს ასრულებს. მითუმეტეს, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააანონსა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდით გამოიხატა, რაც რეალობას თითქმის არ ცვლის.

ეროვნული ბანკის “გულუხვობას” მიჩვეული საბანკო სექტორი ჭარბ ლიკვიდობას მთავრობის ფასიან ქაღალდებში აბანდებს და სარგებელს ნახულობს, დეფიციტს კი ეროვნული ბანკი უვსებს, რაც ლარს აწვება. სებ-ი კი, როგორც ჩანს, მონეტარული პოლიტიკის რეალურად გამკაცრებას არ აპირებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წელს, ორჯერ დაფიქსირებული მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხის გაცემა, სებ-ის მხრიდან შეიძლება ჩავთვალოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებად (ვინაიდან, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით ბანკებს სრულად არ მიაწოდა მათ მიერ მოთხოვნილი ლიკვიდობა, ბანკებმა კი დამატებითი რესურსის სასესხებლად პლიუს 1% გადაიხადეს, ანუ უფრო ძვირად ისესხეს).

იკვეთება სურათი, რომ არსებული რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება, რისთვისაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებს არ იშურებს, შედის მის ინტერესებში, რომელიც 5%-იანი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლის მიღწევას გულისხმობს. ამდენად, ეროვნული ბანკის მხრიდან რეალურად ადგილი აქვს არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, არამედ რბილი მონეტარული პოლიტიკის მინიმუმ შენარჩუნებას, სებ-ი ზრდის ლარის მიწოდებას სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოსყიდვით და რეფინანსირების სესხების მიწოდებით, რითაც იგი ინფლაციის მიზნობრივი დონისკენ მიიწევს, ლარი კი კვლავ ეცემა.

ნოდარ ჭიჭინაძე

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას” პრეზიდენტი




 ახალი ამბები
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...
  • წულუკიანი: მერაბიშვილით დაიწყებენ პინგ-პონგის თამაშსიუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი ვანო მერაბიშვილის მიერ  ციხიდან გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის. ამიტომ, არ მგონია რომ ამ განცხადებაზე რამე სერიოზული კომენტარი ჩემგან საჭიროა, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილს რა თქმა უნდა, მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების საკითხის შეფასება მოუწევს,“_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. „ის რეალურად არის პრობლემა იმიტომ, რომ როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“. შესაბამისად არ შეიძლება რომ „მეტრუპე“ვინმეს უნდოდეს თავისთან. თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა, ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ ეს სამუშაო, ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ... ...
  • ანრი ოხანაშვილი: მერაბიშვილს პასუხს გასცემენ"ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის და ნათლად გამოჩნდა დღესაც, ისევ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი",_ ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად. მერაბიშვილს პასუხს გასცემენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ის ადამიანები, ვინც მან გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - განაცხადა ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. “მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ ... ...
  • ვანო მერაბიშვილი: "წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის.“ -თქვა ვანო ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...