გურიის გუბერნიის "სახელმწიფო" პრემიის ლაურეატები

ფინანსები

გურიის გუბერნიის "სახელმწიფო" პრემიის ლაურეატები

2012 იან 13 06:27:50
სულ 56 640 ლარი, აქედან 28 320 ლარი ხელფასი და 28 320 ლარი პრემია, 2 500 ლარის სატელეფონო ბარათები, 161 ლარი კი _ მივლინებისთვის. აღნიშნული თანხა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ვალერიან ჩიტაიშვილის უზრუნველყოფა დაუჯდა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ადმინისტრაციაში დასაქმებულ 49 საჯარო მოხელეზე ხელფასის სახით 368 930 ლარი გაიცა, პრემიის სახით _ 64 549 ლარი. სამივლინებო ხარჯებმა 2 758 ლარი შეადგინა, ხოლო სატელეფონო ხარჯებმა _ 13 260 ლარი, ანუ სულ _ 449 497 ლარი. ამ თანხაში შედის შტატგარეშედ დასაქმებული ოთხი თანამშრომლის ფინანსური უზრუნველყოფა.

როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესს, კანონი განსაზღვრავს. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას. იგი მთავრობის დავალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონულ პროგრამებს. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "ი" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის თაობაზე, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების გახორციელებას. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. მთავრობის დავალების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას. უფლებამოსილია, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ალბათ, ამ გრძელი ჩამონათვალის და მასზე დაკისრებული მოვალეობის "პირნათლად" შესრულებისთვის ეწერება გურიის გუბერნატორს ყოველწლიურად იმდენივე პრემია, რამდენიც ხელფასი. არანაკლები "დამსახურებები" მიუძღვის მის ხელქვეითებს. ჩიტაიშვილის პირველმა მოადგილემ თამაზ მახარაძემ 2011 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 22 394 ლარი მიიღო, პრემიის სახით კი _ 6 528 ლარი, 444 ლარი მივლინებისთვის გამოუწერეს, სატელეფონო საუბრებისთვის კი 1 320 ლარი. მოადგილის ლაშა შაფაქიძის 12 თვეში მიღებულმა ხელფასმა 20 974 ლარი შეადგინა, პრემიამ კი ჴ 4 840 ლარი, მივლინებაში 202 ლარი დაუხარჯავს, სატელეფონო საუბრებისთვის კი იმდენივე, რამდენიც პირველ მოადგილეს. ამდენივე ლარის უსაუბრია კიდევ ერთ მოადგილეს, ლელა თავართქილაძეს, რომელსაც მივლინებისთვის 418 ლარი გამოუყვეს, პრემია 3 520 ლარი ერგო, ხოლო ხელფასის სახით, თავართქილაძის წლიურმა შემოსავალმა 21 364 ლარი შეადგინა. მდივან-რეფერენტის, ინგა სალუქვაძის წლის განმავლობაში მიღებული ხელფასი ასე გამოიყურება: _ 4 161 ლარი, პრემია _ 965 ლარი, ხოლო სატელეფონო ხარჯი _ 240 ლარი. მთავარმა სპეციალისტმა, ნარგიზ ნიკოლაიშვილმა ხელფასის სახით 6 378 ლარი მიიღო, პრემია 960 ლარი ერგო, სატელეფონო საუბრისთვის კი 220 ლარი. უფროსი სპეციალისტის, მარიამ დიდმანიძის შემოსავალმა კი 5401 ლარი შეადგინა, პრემია კი 1 220 ლარი მისცეს, სატელეფონო ხარჯისთვის კი ჴ 50 ლარი აკმარეს. სპეციალისტმა სოფიო სალუქვაძემ ხელფასად 4 346 ლარი მიიღო, პრემიად -708 ლარი, სატელეფონო ხარჯისთვის კი _ 185 ლარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში სამსახურის უფროსის, მამია ბარამიძის წლიური ხელფასი 10 679 ლარს შეადგენს, საპრემიო ფონდი 1 200 ლარით განუსაზღვრეს, 130 ლარი მივლინებისთვის, ხოლო სატელეფონო ხარჯისთვის 245 ლარი გამოუწერეს. კიდევ ერთი სამსახურის უფროსის, არჩილ ყაზაიშვილის ხელფასმა 11 066 ლარი შეადგინა, პრემია ბარამიძეზე 80 ლარით მეტი ერგო, ხოლო სამივლინებო და სატელეფონო ხარჯისთვის _ 742 ლარი. ასევე კიდევ ერთი სამსახურის უფროსს, გიორგი გეგეჭკორს 2011 წლის განმავლობაში 11 666 ლარი აქვს ხელფასი მიღებული, პრემია 560 ლარი, სატელეფონო ხარჯი კი _ 245 ლარი. საფინანსო სამსახურის უფროსს, მზია ჩხატარაშვილს 12 თვეში შრომის ანაზღაურება 11 462 ლარი აქვს მიღებული, პრემია _ 2 280 ლარი, მივლინებისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის კი 697 ლარი. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს, ისაკ ლომთათიძეს 11 066 ლარი, 1 600 ლარი პრემია, 200 ლარი მივლინება და 245 ლარი სატელეფონო ხარჯი. საგანგებო სამსახურის უფროსმა, შალვა ბოლქვაძემ ხელფასის სახით 10 თვეში 10 323 ლარი მიიღო, პრემია 560 ლარი არგუნეს, მივლინებისთვის 60 ლარი გამოუყვეს, სატელეფონო ხარჯებისთვის კი _ 365 ლარი. გუბერნატორის მძღოლმა ხელფასი 3 196 ლარი მიიღო, პრემია _ 3 456 ლარი, სატელეფონო ხარჯი კი 415 ლარი.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...