ოზურგეთში საგადასახადო "მსხვერპლთშეწირვა" დაიწყო

ფინანსები

ოზურგეთში საგადასახადო "მსხვერპლთშეწირვა" დაიწყო

8 თებ. 2012, 07:18:50
1 თებერვლიდან ძველი სალარო აპარატების გამოყენება აიკრძალა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მეწარმეებს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

გასულ კვირას, ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩის #1-ში მდებარე სავაჭრო ჯიხურებში მომუშავე რამდენიმე მეწარმე, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა 500 ლარით დააჯარიმეს. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ჯარიმა მოტყუებით ამოუწერეს.

_ ხალხს თავისი გასჭირვებია, ფიქრობს, თავი როგორ გაიტანოს და ოჯახი რით არჩინოს. იქნებ, ამდენ საფიქრალში უცებ გადაავიწყდა რაღაც, ამისთვის უნდა დასაჯონ? საქართველოში, შენს ქვეყანაში, პურის ფული ვერ უნდა იშოვო? არ გაძლევენ საშუალებას, გასაქანს. გატერორებენ, გაყაჩაღებენ. აბა, რას ნიშნავს მსგავსი საქციელი? _ ამბობენ მეწარმეები.

მცირე მეწარმე ლილი ფოცხიშვილი: _ შემოვიდა გოგონა და მეუბნება, ერთი ბურბუშელა მინდაო. შევბრუნდი, რომ მიმეცა. ამასობაში ჩემთან შვილიშვილი შემოვიდა, ყურადღება გამეფანტა და სალარო აპარატი დამავიწყდა. ჩეკი ამოვწერე, ოღონდ დაგვიანებით, თუმცა, ის არ იყო წასული. გოგონამ უცებ ჯარიმის ფურცელი ამომიწერა. შევევედრე, დეიდა, გთხოვ, გემუდარები, არ ამომიწერო, სამი წლის წინ დაინგრა ჩემი ცხოვრება, მაშინაც ჯარიმა ამომიწერეს და იმის შემდეგ გაჭირვებიდან ვერ ამოვედი, მაპატიე ეს 50 თეთრი,-მეთქი. არავითარ შემთხვევაში, მე შენი გულისთვის სამსახურს ვერ დავტოვებო, მითხრა. აგერ მანქანით მახლავს სხვები და ვერაფრით ვერ დაგითმობო. უფროსი ვინ გახლავს, მოვიდეს გავესაუბრები,-მეთქი, _ ვუთხარი. დაურეკა და ვიღაც ბიჭი მოვიდა. ეტყობოდა, თანამშრომელი იყო. ფოთიდან იყვნენ. იმ ბიჭმა მითხრა, შენ სალარო აპარატი არ უნდა გქონდეს, შენ მცირე მეწარმე ხარო. გაგვაფრთხილეს, რომ პირველი თებერვლიდან ეს სალარო აპარატები უნდა გვედოს და განვადებით მაქვს გამოტანილი,-მეთქი, ვუთხარი მე. ამომიწერეს 500-ლარიანი ჯარიმა. 3 წლის წინანდელი ჯარიმის ვალს ახლაც ვიხდი, ის არ დამიფარავს ჯერ. ტირილში ვათენებ, მაგრამ ვინ მიშველის? ადამიანის სისხლი სულ არ აქვთ, ასე უსისხლოები როგორ არიან?! 500 ლარის საქონელი საერთოდ არ მაქვს, პურის ფულისთვის ვზივარ აქ, დილიდან საღამომდე. ცოდვა არაა ადამიანები? ასე როგორ დაკარგეს სინდის-ნამუსი? _ ჰყვება ფოცხიშვილი და სამი წლის წინ ამოწერილ ჯარიმას იხსენებს: _ მაშინ მაღაზია დამილუქეს. იმ დროს ინკასატორები დადიოდნენ და 15 ლარს გვთხოვდნენ თვეში, რაც არ იყო დაფიქსირებული და ყველა ვალად დაგვეწერა ჩვენ. ძველი ჯიხურები რომ იყო, დაგვიშალეს. გარეთ ვისხედით, ღია ცის ქვეშ, ყინვაში და მაშინ მომივიდა ჯარიმის ფურცელი. 500 ლარს როგორ ვიხდიდი, იცით? დღეში 1-ლარიანი პროცენტი ვისესხე. მას მერე ჩემი ვალიდან ამოსვლა არ იქნა. 250 ლარი კიდევ დარჩენილი მაქვს ვალი საგადასახადოში. ახლა კიდევ ახალი 500 ლარი გამომიწერეს. პენსიონერ ვარ, მაგრამ პენსია ვერ მიმაქვს სახლში _ ყველა მაგათ ვალში მიდის. მთელი დღის განმავლობაში, დიდი-დიდი, ათი პური გავყიდო და 1 ლარი დამრჩეს. ასე გამაქვს დღეები გაჭირვებით. იქნებ, მომივიდა უნებლიე შეცდომა, არ შეიძლება, დამითმონ? ქართველები არ არიან? წამლის ფული მაინც არ უნდა დამიტოვონ? _ ამბობს ფოცხიშვილი.

_ შარშან მეც ამომიწერეს 20 თეთრის გულისთვის 500-ლარიანი ჯარიმა. ჩვენს ზურგზე კარგად ჩაცმულ-დახურულები კარგი მანქანებით დადიან, იღებენ პრემიებს, გაჭირვებული ხალხი კი ყოველ დღე ტირილსა და ფიქრებში ათენ-აღამებს. გააქანე ხელიო, გვაქანებინებენ? რა ამბავია 500-ლარიანი ჯარიმა, 100 ლარი არ ეყოფათ? გაუმაძღრები არიან. ესაა სახელმწიფო? _ გვითხრა ლ. მელუამ.

დაზარალებულმა მირანდა ნაჭყებიამ უკვე განცხადება დაწერა და თბილისში შემოსავლების სამსახურში გააგზავნა: _ მეტად ფრთხილი ვარ _ 5 თეთრზეც კი ჩეკს ვწერ. შემოვიდა ერთი პატარა გოგო, შოკოლადი ბარნი მომეციო. დამანახა 10-ლარიანი კარებიდან, თან მეუბნებოდა, მეჩქარება და ჩქარა მომეცი ხურდაო. მეც დავიწყე ხურდის თვლა, 9 ლარი და 20 თეთრი მივეცი და ჩავუთვალე ხელში, სანამ ის ითვლიდა, მე ჩეკის ამოსაწერად მივბრუნდი, ამოვწერე და მომიბრუნდა, ამოიღო ოქმის ფურცელი, მეუბნება, უნდა დაგაჯარიმოო. რატომ, ჩეკი ამოწერილი მაქვს,-მეთქი. ჯერ ჩეკი უნდა ამოგეჭრა და მერე მოგეცა ხურდაო. შემდეგ ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მან დამაბნია სპეციალურად, მეჩქარებაო, მითხრა. ასე ატყუებენ ხალხს.

_ საგადასახადო სამსახურში იყავით?

_ კი, ვიყავი. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელთან, კახა კოსტავასთან. მან მითხრა, რა ვქნა, ხომ იცი, როგორი სიტუაციაა, ვერაფერს გიშველიო. დავწერე ახლა განცხადება და თბილისში გავაგზავნე, ველოდები პასუხს. სპეციალურად არიან ჩასაფრებულები, ესაა მთავრობა?

შემოსავლების სამსახურის ოზურგეთის მომსახურების ცენტრში "გურია ნიუსთან" კომენტარს არ აკეთებენ:

_ ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ისინი, ხელშეკრულების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ დაქირავებული კერძო პირები არიან. ამ ფაქტის შესახებ პრესსამსახურს მიმართეთ.

"გურია ნიუსი" შემოსავლების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც "გურია ნიუსის" შეკითხვებს მოუსმინეს და გვიპასუხეს: _ არ ვართ საქმის კურსში, გავერკვევით სიტუაციაში და მოგვიანებით დაგვიკავშირდით.

მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.




 ახალი ამბები
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...