კიდევ ერთი ვაუჩერი ხელისუფლებისგან

ფინანსები

კიდევ ერთი ვაუჩერი ხელისუფლებისგან

2012 თებ 24 11:07:43
გურიის რეგიონში სულ 46 605 ელექტროენერგიის მომხმარებელი აბონენტია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ 25 000, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში _12 605, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ 9 000.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივის გასახორციელებლად, მხოლოდ გურიის რეგიონის აბონენტებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 932 100 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის ვაუჩერების პროგრამისთვის საქართველოს მასშტაბით 25 მილიონ ლარს დახარჯავს. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერს საქართველოში მილიონ 200 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.

გილაური მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ცივი ზამთრით ხსნის: "წელს საქართველოში საკმაოდ ცივი ზამთარია, რამაც ჩვენს მოსახლეობას ბევრი პრობლემა შეუქმნა. მკაცრი ზამთრის პირობებში, ელექტროენერგიის ხარჯები გაიზარდა, ამიტომ პრეზიდენტის დავალებით, ჩვენ ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის დარიგებაც მიმდინარე კვირაში დაიწყება. ეს არის 20-ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც ყველა ოჯახი მიიღებს. მთავრობამ ანალოგიური პროგრამა გასულ წელსაც განახორციელა, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროგრამის გახორციელებაზე პასუხისმგებელი შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო იქნება.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ცხელი ხაზი იმუშავებს და რაიმე პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს დაუკავშირდნენ: "მოსახლეობა ვაუჩერებს მიიღებს. 20-ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს გადაეცემა, თუმცა, მათ საშუალება ექნებათ, რომ საკუთარი ვაუჩერი სხვას გადასცენ", _ აღნიშნავს ურუშაძე.

 




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...
  • თავისუფლების მოედანზე შეკრებილები დაიშალნენთავისუფლების მოედანზე შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ამის შემდეგ საკომუნიკაციო საშუალებებიც ხელმისაწვდომი ... ...
  • ბათუმის სამედიცინო ცენტრში გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილი დაიბადაბათუმის სამედიცინო ცენტრში გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილი დაიბადა. ახალშობილის წონა  5 კილოგრამია.  “ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან. ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ - იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე). როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი. დღესდღეობით, გოლიათის დაბადება (5 კილოგრამი და მეტი) იშვიათობა არ არის.  სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა. დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობილებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლოვდეს.“- წერია ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ... ...
  • “ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც ჩემი წინააღმდეგი არიან“ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაგბის კლუბი “არწივების“ ერთი ნაწილი თბილისში გამართულ აქციაზე არ წავიდა. ა(ა)იპ“ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის“ დირექტორის, თენგიზ კალანდაძის თქმით, ამ წუთებში ის და “არწივების“ ბიჭები თბილისში იმყოფებიან. “ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც ჩემი წინააღმდეგი არიან. დღეს დავესწარით თბილისში გამართულ ღონისძიებას და ხვალ გვაქვს თამაში ახალციხეში. თბილისიდან ჩავალთ ახალციხეში. არავისთვის არაფერი დამიძალებია, ყველას თავის არჩევანის უფლება აქვს", - გვითხრა თენგიზ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...