ხადური: "ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან"

ფინანსები

ხადური: "ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან"

9 ნოე. 2015, 14:42:43

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოს მთავრობის მეთაურს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. მისი ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება.

„6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 პროცენტია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 7 მილიარდ 962 მილიონი ლარი, 84 პროცენტია შესრულება და სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.

გადასახდელების თვალსაზრისით იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 710 მილიონი ლარია გაწეული, ათ თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა,“–განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები მოითხოვა, რაც მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციით არის განპირობებული.

"ამ ტენდენციების გათვალისწინებით, დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით, გვინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა.

ამავე დროს ჩვენ 283 მილიონით გვინდა შევამციროთ სესხება შიდა ბაზარზე – სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში. 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება," - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...
  • უფიქსირდებათ თუ არა ბავშვებს ტემპერატურა სკოლებში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთშიდღეს, დილით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში,  ერთ მაღალკლასელ მოსწავლეს  ტემპერატურა დაუფიქსირდა. _სკოლაში მოსვლისას გაიარა თერმოსკრინინგი,  სიცხე არ ჰქონია. შემდეგ კი, გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებელს უთხრა, რომ შეამცივნა. ამ დროს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა.  სასწრაფოდ გამოვიძახეთ მშობელი.  აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოსწავლე გადმოჰყავთ სასკოლო ავტობუსით, სადაც ასევე, ასვლისთანავე ტარდება თერმოსკრინინგი. არც მაშინ ჰქონდა ტემპერატურა.   ახლა საკლასო ოთახში  მოვახდინეთ დეზინფექცირება. ჩვენ ჯანდაცვის   რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ. არ მგონია, ეს ტემპერატურა ვირუსს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ გავატარებთ  ყველა ზომას, რაც რეგულაციების წესით გვევალება- გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის  სასკოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.  ჩვენ ვკითხეთ   ქალბატონ ლელას, 15 სექტემბრიდან დღემდე, რაც სწავლა დაიწყო, თუ უფიქსირდებათ ბავშვებს ტემპერატურა და ხომ არ ყოფილა კონკრეტულად რაიმე გამოვლენილი ვირუსთან დაკავშირებით. _რაც სწავლა დაიწყო, კი, დღის განმავლობაში ფიქსირდება სიცხეები. გუშინ ურეკშიც იყო ერთი  შემთხვევა. როგორც ვიცით, მაშინვე ხდება მშობლის გამოძახება. ხოლო მშობლის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველამ  ვიცით ეკალდიდის შემთხვევა. დანარჩენი, საბედნიეროდ, ვირუსის  შემთხვევა რომ სკოლასთან იყოს გადაკვეთილი,  არ ყოფილა.  ასევე,  ის მოსწავლეები, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ,  სკოლაში არ   დაბრუნებულან, _ გვითხრა ლელა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...