ონლაინ გამსესხებლები კრედიტებს 1100%-ად გასცემენ

ფინანსები

ონლაინ გამსესხებლები კრედიტებს 1100%-ად გასცემენ

22 იან. 2016, 14:55:12

საქართველოში ონლაინ კრედიტებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები 500%-დან 1100%-მდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, ამ საკრედიტო ორგანიზაციებს კლიენტი არ აკლია.

ეს ფაქტი არამარტო მოსახლეობის ფინანსურ გაუნათლებლობაზე მიუთითებს, არამედ იმაზედ, რომ უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა დღევანდელი ლუკმის საშოვნელად ყველაფერზე წამსვლელია. ხელისუფლება და ეროვნული ბანკი კი საქართველოში საკრედიტო ორგანიზაციების ველური წესებით თამაშს არ იმჩნევს.

ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 3,7 მილიონი მოსახლეობიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარ თავს უკიდურესად გაჭირვებულად მიიჩნევს და სოციალური დახმარების მოლოდინშია. როდესაც ამ რაოდენობის ადამიანს მიმდინარე საარსებო პირობების დაკმაყოფილების პრობლემაც აქვს, ბუნებრივია მათ განათლებასა და პროცესების საღად შეფასებას ვეღარ მოთხოვ. ეროვნული ბანკში კი პრობლემის არსებობაზე საუბრისას, სწორედ, მოსახლეობის ფინანსურ გაუნათლებლობაზე მიუთითებენ.

დავიწყოთ იქიდან, რომ საკრედიტო ორგანიზაციები სესხს 19 წლის ასაკიდან გასცემენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის შემოსავალი ნაკლებად მნიშვნელოვანია. Aამ ასაკის ადამიანები აღებულ სესხს ძირითადად აზარტული თამაშებისთვის იღებენ, შემდეგ ახალგაზრდებში გახშირებული თვითმკვლელობები აღარავის უნდა უკვირდეს.

ამ ველურ ბაზარს პატრონი რომ არ ჰყავს, ეს მათ საპროცენტო განაკვეთებიდანაც კარგად ჩანს. “სესხები.გე’’-ს ვებ-გვერდიდან, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო პირობების ასარჩევად სხვადასხვა ონლაინ კომპანიების პირობებს სთავაზობს, ვგებულობთ, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი “სისი ლოუნ”-ში – 708%, “ილოუნი” – 435%, “ნეტკრედიტი” – 730%; “ვივუსში” – 435%, “ემაკრედიტი” – 1174%, (“ემაკრედიტს” თავის ვებ-გვერდზე 365%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აქვს მითითებული), “მანიმენი” – 800%; “კრედიტონი” – 850%, “კრედიუმი” – 558%.

მაგალითად, “ნეტკრედიტი” ონლაინ სესხებს 50-დან 1000 ლარამდე, 1-30 დღემდე გასცემს. ერთი თვის საპროცენტო განაკვეთი 19%-ია. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 730%. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს ჯარიმის სახით ერთი პროცენტი დაერიცხება. ანუ 100 ლარის შემთხვევაში დღეში კიდევ 1 ლარი იქნება გადასახადი.

“ონლაინკრედიტში” 50-დან 2000 ლარამდე სესხის აღებაა შესაძლებელი, ამ შემთხვევაში კომპანია სესხს 19 წლის ასაკიდან გასცემს. 50-დან 700 ლარამდე სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთ განისაზღვრება 1132%-დან 384%-მდე, რადგან განმეორებით სესხზე იცვლება მომხმარებლის სტატუსი და შესაბამისად საკომისიოს დარიცხვის განაკვეთიც. თითქმის ასეთი პირობა აქვს, ათეულობით საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდა.

ჩვენი რესპოდენტი მარიამ ჭელია ამბობს, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი ფინანსური პრობლემები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, როდესაც ასეთ ორგანიზაციას პირველად მიმართა.

“დღეა  არ გავა, რომ სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციისგან მაცდუნებელი  წინადადებებით ესემესები არ მივიღო. Pპირველად სესხი – 200 ლარი აგვისტოში ავიღე, სასკოლოდ ბავშვისთვის ტანსაცმლის ყიდვა მინდოდა, თანაც პირველი თვე უპროცენტო იყო. ვიფიქრე, ხელფასს ავიღებდი და გავისტუმრებდი.

ხელფასი ისეთი მცირე მაქვს სესხის დაფარვა ვეღარ მოვახერხე, პროცენტი, რომ არ დამრიცხვოდა, სესხის გადასაფარად სხვა ორგანიზაციას მივმართე და ამ დროისთვის თითქმის ყველა ორგანიზაციის სესხი მაქვს გამოყენებული.

ახლა კი ვნანობ, რომ ასეთი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ გვიანია. უკვე რამდენიმე თვეა 300-ლარიანი სესხი მაქვს, ყოველთვიური გადასახადი 70 ლარს აჭარბებს. ვადაგადაცილებაზე 10 დღეზე დამატებით 20 ლარი უნდა გადავიხადო’’, – ამბობს მარიამ ჭელია.

საბანკო სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, ონლაინ გამსესხებლები სესხს წლიური საპროცენტო განაკვეთებით არ გასცემენ, მათი მოგება დიდი ჯარიმები და საკომისიოებია.

ასეთი არასწორი საქმიანობა, რომელიც შეუსაბამოა მსოფლიო პრაქტიკასთან აუცილებლად აღსაკვეთია. არ შეიძლება სესხი გაიცემოდეს მხოლოდ საკომისიო გადასახადით, ვინაიდან საკომისიო ყოველვიური გადასახდელია. Oონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების დიდი ნაწილი კი ასე მუშაობს.

ამასთანავე ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად მარტო საკომისიო გადასახადი საკმარისი არ არის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. მსგავსი მარაზმი მარტო საქართველოშია მისაღები – სესხები გაიცემა გაურკვეველი ფორმით’’, – ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ ბალტიისპირვეთის ქვეყნების მსგავსად, სადაც მრავლად არიან ონლაინ გამსესხებლები, საქართველოშიც მათი ზედამხედველობა ეროვნულმა ბანკმა უნდა იტვირთოს.

რაც შეეხება სესხის გაცემის პროცედურას, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომლითაც აიკრძალება სესხის გაცემა მხოლოდ საკომისიოთი და იქნება განაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი.

“ეს ყველაფერი ერთ საკანონმდებლო ნორმაშია მოსაქცევი. სხვათაშორის, ამ ველური ბაზარზე არამარტო ორნლაინ გამსესხებლები არიან, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები, ლომბარდები – ყველაფერი მოსაწესრიგებელია. ამისთვის სხვა ქვეყნებში ცენტრალური ბანკები არსებობენ.

ჩვენც გვაქვს ეროვნული ბანკი, რომელიც უნდა აწესრიგებდეს საფინანსო სექტორის საქმიანობას. დღევანდელი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პირობებში კი საფინანსო ბაზრის მოწესრიგების პერსპექტვას ვერ ვხედავ, ვინაიდან მათ 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. ვნახოთ ახალი ხელმძღვანელობა რას იზმს’’, – აცხადებს ლია ელიავა.

გარდა ეროვნული ბანკისა, საქართველოში ამ ველური ბაზრის არსებობას არ იმჩნევს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, შესაბამისად საკანონმდებლო პაკეტის მოსამზადებლად ინიციატივა არსაიდან ჩანს.

წყარო: bfm.ge




 ახალი ამბები
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...