საბავშვო ბაღი გასახდელით, საწყობით და... საძინებლის გარეშე!

ფინანსები

საბავშვო ბაღი გასახდელით, საწყობით და... საძინებლის გარეშე!

24 დეკ. 2010, 23:18:12

სოფელმა რომ იარსებოს, სკოლა და საბავშვო ბაღი მაინც უნდა ჰქონდეს. თუ მათი არსებობისთვის ვერანაირ პირობას ვერ ვქმნით, ან კიდევ რომელიმე მათგანი საფრთხის წინაშე დგას, ადგილობრივ ხელისუფლებას კი არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ეს ქვეყანაში სისტემურ გაუმართაობაზე მეტყველებს _ მაშასადამე, თვითმმართველობაცა და ადგილობრივი მმართველობაც ფიქციაა! ჩვენი მოსაზრების არგუმენტირებისთვის, ერთი პრობლემის შესახებ გიამბობთ, რომელიც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში მოსახლეებს შეექმნათ. ერკეთი დიდი სოფელია, ორი დაწყებითი და ერთი საჯარო სკოლით. სოფელში ბაღიცაა, რომლის შენობა რამდენიმე ათეული წლის წინ აუგიათ.
_ ეს იყო 25 წლის წინ. 32 ბავშვის ჟრიამული სოფელს ახალისებდა. მაშინ ბაღები რაიონის განათლების განყოფილებას ეკუთვნოდა და ის აფინანსებდა. მოგვიანებით, სოფელს გადასცეს, მაგრამ ადგილობრივმა ბიუჯეტმა ბაღის შენახვა ვერ შეძლო და ფუნქციონირება შევწყვიტეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად დავით ჟღენტი ავირჩიეთ, მისი თაოსნობით კვლავ ახმაურდა ერკეთის საბავშვო ბაღი. ის საკუთარი სახსრებით აფინანსებდა თავისი სოფლის ბაღს. მოგვიანებით, დაფინანსება ვასილ ჩიგოგიძემ გააგრძელა. მისი დახმარებით ბაღისთვის საჭირო უამრავი ნივთი შევიძინეთ. სამი წელია სსსს "მომავალის" დაქვემდებარებაში ვართ. მიმდინარე წლის სექტემბრიდან გადასახადი თითოეულ ბავშვზე 10 ლარი გახდა. მშობლებს ძალიან უჭირთ ამ თანხის გადახდა, მაგრამ ბავშვები მაინც მოჰყავთ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საწუხარი სხვაა _ დღეს ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამდენიმე წლის უკან მეწყერი წამოვიდა, საბავშვო ბაღის შენობა მეწყერულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. შენობა მთლიანად ამორტიზირებულია. უფრო მეტიც, ბოლო წლებში კედლებზე ბზარები გაჩნდა. ძალიან გვეშინია, რადგან კედლები და ჭერი ბეტონის სხმულებისაა და შესაძლებელია, თოვლისა და წვიმის შედეგად ჩამოინგრეს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ერკეთის საბავშვო ბაღის დირექტორმა ნელი ჯინჭარაძემ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ბაღის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა, ბიუჯეტიდან 14 174 ლარიც გამოყო და ამ თანხით ოთხი პატარა ოთახი ააშენეს. სამუშაოები ჩატარდა აპრილ-მაისში, ივნისში კი მშენებლებმა შენობა ჩააბარეს. ჩვენ დავინტერესდით და ვნახეთ აღნიშნული შენობა _ კორიდორული სისტემის ოთხი პატარა ოთახი გამგისთვის, საწყობისთვის, ბავშვთა გასახდელისა და ტუალეტისთვისაა განკუთვნილი. არსად ჩანს ბავშვების საძინებელი! თანაც შენობა დაუსრულებელია _ იატაკი ცემენტისაა, კედლები შეულესავი და შეუღებავია; წყალი არ არის შეყვანილი; სამაგიეროდ, აქვს მეტალო-პლასტმასის ძვირადღირებული კარ-ფანჯარა. ოფიციალური მოსაზრება ამგვარია: ეს მხოლოდ სამუშაოს პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი კი აწი დაიწყება და შესაბამისად, შენობაც საბოლოო სახეს მიიღებს. როგორც საბავშვო ბაღის გამგე ამბობს, აუცილებელია სამზარეულო, საძინებელი და ბავშვების სამეცადინო ოთახი ჰქონდეთ, რომ ბაღმა გამართულად იმუშაოს.
_ დღეის მდგომარეობით, ბაღში სრულფასოვანი კვების საკითხი მოწესრიგებულია: _ გვაქვს სამჯერადი კვება. დილით _ ფაფა, ჩაი კარაქითა და პურით; სადილი _ კვირაში ორჯერ ხორცით, სამი დღე კი ბოსტნეულით; საღამოს _ ფუნთუშა, ორცხობილა, კისელი, კაკაო, მონაცვლეობით, _ ამბობს ქალბატონი ნელი.
ჩვენ გავესაუბრეთ აღსაზრდელთა მშობლებსაც.
ნინო ანთიძე: _ ორი შვილიშვილი დამყავს ბაღში და ოც ლარს ვიხდი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია ჩემთვის ამ თანხის გადახდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ამ ბავშვების დედას ჩვილი ბავშვი ჰყავს მოსავლელი, ჯანმრთელობაც შერყეული აქვს. მე თუ ბოსტანში არ ვიმუშავე, საქონელი და ფრინველი არ ვიყოლიე, თავი როგორ ვირჩინოთ?! გაზეთში წავიკითხე, ბაღს დავხურავთო. მერე, ჩვენ რა ვქნათ? ჩვენს სოფელში აღარაფერი აღარ იყოს? ვისთვის ააშენეს ეს შენობა, ან ბოლომდე რატომ არ მიიყვანეს?!
თამარ ლურსმანაშვილი: _ სახლში ბავშვის დამტოვებელი არ მყავს, სამსახურიდან 6 საათზე ვბრუნდები. არ ვდარდობ, როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი ბაღშია. ვიცი, რომ მოვლილია და გამოკვებილი, ლექსებიც იცის და სიმღერებიც. ვხედავ, როგორ იზრდება დღითიდღე. ბაღი რომ გააუქმონ, მე სახლში უნდა დავჯდე. მერე ვინ გვარჩენს?!
მზია მამალაძე: _ ორი კილომეტრის  სიშორიდან მომყავს საბავშვო ბაღში ბავშვი, რადგან საარსებო პირობები უნდა მოვნახო და ოჯახი ვარჩინო. თუ ბაღს გააუქმებენ, მერე ბავშვთან ერთად ვიარო სამუშაოზე?
სოფლის დეპუტატის ნატო ჩანტლაძის აზრით, ერკეთის საბავშვო ბაღის გაუქმებაზე მსჯელობა წინდახედული ნაბიჯი არ იქნება:
_ ეს საბავშვო ბაღი 25 წელია ფუნქციონირებს და ღირსეულად ემსახურება პატარების აღზრდას. თუ კონტიგენტი საკმარისი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ 10 ბავშვს, რომელიც ბაღში დადის, უარი ვუთხრათ. საკითხი საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილებაში დავაყენე, მაგრამ, ჯერჯერობით, არავის მოუქცევია ყურადღება.
სსსს "მომავალის" დირექტორი, ნინო ბარამიძე საკითხის კომენტირებისას ამბობს: _ ისე გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა, ჩემთვის არაფერი უკითხავთ; რაც შეეხება შენობის ჩაბარების აქტს, ხელი  მოვაწერე შესრულებული სამუშაოს მიხედვით; თანაც, ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სამუშაო უნდა გაგრძელებულიყო... ანგარიშს წარვუდგენ საკრებულოს, სადაც ყველაფერი იქნება აღწერილი.
ინდმეწარმე ზაალ ბერძენიშვილი, რომელმაც ერკეთის საბავშვო ბაღის შენობის ტენდერში გაიმარჯვა, გვეუბნება: _ რაც პროექტით იყო გათვალისწინებული, ის ხუთიანზეა შესრულებული; თანხა არ გვეყო, რომ სამუშაო ბოლომდე მიგვეყვანა.
შემსრულებლის არგუმენტს ეთანხმება მუნიციპალიტეტის საფინანსო განყოფილების უფროსს, ზურაბ ჩანტლაძეც: _ ეს მხოლოდ დასაწყისია _ თანხა არ გვეყო. სამომავლოდ ველოდებით ინფრასტრუქტურიდან თანხებს და თუ მოგვცეს, აუცილებლად გავითვალისწინებთ აღნიშნული ბაღის შენობის ბოლომდე მიყვანის ხარჯებს.
თუმცა, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ეს არგუმენტები არც ლოგიკურია და არც დამაჯერებელი; არც ერთი ოჯახის უფროსი ტუალეტის ან საწყობის აგებას არ დაიწყებს, თუ არც საძინებელი აქვს და არც მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო თანხა! ხელისუფლებას იმასაც შევახსენებთ, რომ საბავშვო ბაღის, საავადმყოფოს, სკოლის შენობების მოწესრიგება ინფრასტრუქტურის განვითარებას კი არა, გადაუდებელი სოციალური პირობების შექმნას გულისხმობს და სწორედ ამაში მაინც უნდა გამოგვადგეს ჩვენი ჯიბეებიდან ასე გულუხვად ჯამაგირმიღებული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობა!
15 დეკემბერს, ერკეთის საბავშვო ბაღის გამგესთან, სოფლის დეპუტატთან და რამდენიმე მშობელთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გიორგაძეს შევხვდით. ხელისუფლების მხრიდან, ამ შეხვედრას საფინანსო განყოფილების გამგე ზურაბ ჩანტლაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ უნგიაძე, შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ გოგიბერიძე ესწრებოდნენ. სახალხო დეპუტაციამ მათ სოფლისთვის აუცილებელი საბავშვო ბაღის შენარჩუნება და ბავშვებისთვის ნორმალური პირობების შექმნა მოითხოვა. დიდი მსჯელობის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოძებნიან საშუალებას და ახლადაგებულ რამდენიმე ოთახს მაინც მისცემენ სრულყოფილ სახეს. ითქვა, რომ დიდთოვლობის შემთხვევაში, ბაღი მუშაობას დროებით შეწყვეტს, რომ გამოუსწორებელი ტრაგედია არ დატრიალდეს. დეპუტაცია ამას დათანხმდა, მაგრამ ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მიღებული დაპირება მხოლოდ გაზეთის ფურცლებს შემორჩება. ამიტომ, ვაფიქსირებთ, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო პირები არიან ამ პრობლემის გადაჭრაზე, მოცემული სიტყვის შესრულებაზე პასუხისმგებელნი.
ჩვენ ამ საკითხს არაერთხელ მივუბრუნდებით, მანამდე კი ხელისუფლებას დახმარებასაც ვთავაზობთ: რადგანაც მთავარი პრობლემა ფულის "გამოძებნაა", უმუშევარი ეკონომისტების დახმარებით, რომლებიც ჩოხატაურში სანთლით ნამდვილად არ არიან საძებნელი, მოვამზადებთ ანალიზს და რეკომენდაციებს, თუ როგორ გამოვათავისუფლოთ თანხები არასაჭირო ღონისძიებების დაფინანსებიდან და აუცილებელი პრობლემების მოგვარებისკენ, მაგალითად, ერკეთში საბავშვო ბაღის შენარჩუნებისკენ მივმართოთ.




 ახალი ამბები
  • თხილის მზარდი ფასი: დღეს, ოზურგეთში, „ბერძნულა“ 7,50 ლარი ღირსბოლო ერთი  კვირის განმავლობაში, ოზურგეთში,  თხილის ფასის  ყოვლდღიური მატება  შეიმჩნევა. დღეს, დილიდან, ერთი  კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა. მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები. _ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ  ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, - გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ... ...
  • გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლაბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია, - ამის შესახებ ს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი.  „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.  „ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი.  „მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. ... ...
  • უბედური შემთხვევა ქუთაისში _ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).  „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური. ... ...
  • "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "„ისე გავიდა მთელი ზაფხული, წყალი, წესიერად კი არა, მგონი, საერთოდ არ გვღირსებია. გრაფიკიო, _ იძახიან. სადაა გრაფიკი. როდის უნდა იყოს ჩვენს ქუჩაზე წყალი მათი გრაფიკის მიხედვით, _ გვითხრან. დილას არაა, შუადღეზე არაა, საღამოს არაა, დღის არც ერთ მონაკვეთში არაა. სამაგიეროდ, ჰაერია ბლომად. ფშუტუნებს მთელი დღის განმავლობაში და მოაქვს, ჩემო ბატონო, ჰაერის ნაკადი უწყვეტად. დახედავ მრიცხველს და ისე გარბის თვალს ვერ მოკრავ. თვის ბოლოს მოდის შეტყობინება ტელეფონზე _ გადახდის ბოლო ვადა. გადასახდელი თანხა არასდროს არაა 12-13 ლარზე ნაკლები და ონკანში კი წყლის ნაცვლად ჰაერი მოდის.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გეკითხებით, რაში გვახდევინებთ ფულს, ჰაერში?! _ გვწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები უწყლობით შეწუხებული რამდენიმე ადამიანი. მოსახლეობის პრობლემაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იოსებ ცინცაძეს დაუკავშირდა. ცინცაძის თქმით, მოსახლეობის პრობლემას წყლის დებეტი იწვევს. "მრიცხველი რასაც დაწერს, ის უნდა გადაიხადოს აბონენტმა და რაც შეეხება გრაფიკს, წყლის დეფიციტიდან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში. ჩოხატაურში გვაქვს 10-საათიანი გრაფიკი. როდის მომგმართეს ნინოშვილის ქუჩიდან? რამდენიმე დღის წინ კი იყო პრობლემა. კონკრეტულად მითხარით ვინ არის. მითხარით აბონენტის ნომერი, კონკრეტულად ვის აქვს პრობლემა. იქნებ, მასთანაა მარტო ეს პრობლემა, გავუშვებ ჯგუფს და გამოასწორებენ ან მოვიდეს და გავარკვევ დეტალურად თანხაზეც, ქვითარზეც, რა კითხვებიც ექნება", _ გვითხრა ... ...
  • შემოდგომის ურეკი: „კორონას აქ რა უნდა, მაგნიტური ქვიშის ეშინია“ გურიის ზღვისპირა  კურორტ  ურეკში სრული  იდილია სუფევს.  როგორც ჩვენი მეგობარი ლალი   თავართქილაძე გვატყობინებს,  პლიაჟზე ხალვათობაა. _თუმცა, ნამდვილი ზღვის სეზონი ახლაა.   ბევრმა ბათუმიდან და ქობულეთიდან აქ გადმოინაცვლა.   საოცარი სიმშვიდეა და მზე მწველი არაა,  რაღაცნაირ    მკვეთრ  ოქრო ფერუმარილს აფრქვევს... ზღვა მშვიდზე მშვიდია  და გაყურსული. ძირითადად,  გარეთ ყველა პირბადით  დადის... კორონა?  კორონას აქ რა უნდა? _ ჩვეულ ხუმრობას არ იშლის ქალბატონი  ლალი _ მაგნიტური ქვიშის ეშინია... ჩვენ და  თოლიები ვართ ამ სეზონის უკანასკნელი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...