"ხელისუფლება ცდილობს, ის ორგანიზაციები დააფინანსოს მსუყედ, საიდანაც "ატკატი" კეთდება"

ფინანსები

"ხელისუფლება ცდილობს, ის ორგანიზაციები დააფინანსოს მსუყედ, საიდანაც "ატკატი" კეთდება"

27 დეკ. 2010, 02:02:54
ეს განაცხადი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ლელა ნაცვალაძეს ეკუთვნის, რომელიც, თავისი ოპოზიციონერი კოლეგების მსგავსად, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. ნაცვალაძე ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ალტერნატიული ბიუჯეტი წარადგინოს ბიუროს სხდომაზე.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს წარმოუდგინა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უნდა განისაზღვროს 7 855,9 ათასი ლარით. მანვე გაგვაცნო ძირითადი პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებასაც გეგმავს მუნიციპალიტეტი 2011-2014 წლებში. დოკუმენტებში შავით თეთრზე წერია, რომ პრიორიტეტი მოიცავს ყველა იმ პროგრამასა და ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ აღმავლობას, აგრეთვე თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობას. დოკუმენტის შემუშავებისას, თურმე, გაუთვალისწინებიათ მოსახლეობის და სხვა ინტერესთა ჯგუფების შენიშვნები და წინადადებები. წარმოდგენილია 6 ძირითადი პრიორიტეტი: მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების გახორციელება; მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის განვითარება; სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;  სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და სოციალური დაცვა, რომლის დასაფინანსებლად გამოყვეს მხოლოდ 645.1 ათასი ლარი.
ჩემთვის გაუგებარია, საზოგადოების რომელი ფენისთვის ან რომელი ჯგუფის ინტერესები იქნა გათვალისწინებული?!
ყველა ცივილიზებულ ქვეყანას ესაჭიროება კეთილმოწყობილი გზები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განვითარებული კულტურა და სპორტიც, მაგრამ, როცა რაიონს ჰყავს ათიათასობით სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი, ასეულობით ინვალიდი, ამავე რაოდენობის ონკოავადმყოფი, ხუთასამდე ყველა კატეგორიით რეგისტრირებული უსახლკარო მოქალაქე და მათ დასაფინანსებლად 645.1 ათას ლარს ჩადებ ბიუჯეტში, ნათელია, როგორც ზრუნავ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
ჩამოვთვლი რამდენიმე მუხლს, რითაც ნათლად დაგანახებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტი დაწერილია არაკვალიფიციურად და მორგებულია ერთეულთა კერძო ინტერესებს:
_ მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემავალი სამსახურების დაფინანსება 2011 წლის ბიუჯეტში ასახულია 1 161.9 ათასი ლარით; კულტურულ-სპორტული და ახალგაზრდული საქმეთა ღონისძიებები _ 1 797.4 ათასი ლარით; პოლიციის ხარჯი _ 115.0 ათასი ლარით; ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია _ 1 797.4 ლარით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლელა ნაცვალაძემ.
მისივე თქმით, წინა ბიუჯეტში გამოყოფილი 80 ათასი ლარიდან მხოლოდ 30 ათასი ლარი მოხმარდა უსახლკაროდ დარჩენილებს, ხოლო 2011 წლის ბიუჯეტში, 500-მდე ოჯახის დასახმარებლად მხოლოდ 45 ათასი ლარი გამოიყო:
_ სამაგიეროდ, არის საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომელთაც კარგი ლობისტები ჰყავთ მთავრობაში და, შესაბამისად, დაფინანსებაც კარგს იღებენ. უფრო მეტიც, რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტი გუბერნატორის კაბინეტში იწერება. არიან ჩინოვნიკები, რომელთა ინტერესის საგანია ამა თუ იმ ორგანიზაციას მოზრდილი ბიუჯეტი ჰქონდეს, რადგან მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები შესაბამის სამსახურებში. მუხლობრივად გაშლილ ბიუჯეტში ნათლად ჩანს "უპატრონო" ორგანიზაციები _ მიუხედავად საქმის კეთებისა, მათ მწირი დაფინანსება აქვთ. ხელისუფლება ცდილობს ის ორგანიზაცია დააფინანსოს მსუყედ, საიდანაც კარგი "ატკატი" კეთდება. მაგალითად, ქალაქისა და სოფლის აღმშენებლობისათვის წინა წელს მილიონები გამოიყო, მაგრამ წელსაც პრიორიტეტი გზა და ინფრასტრუქტურაა.
საბიუჯეტო და სოციალურმა კომისიამ ერთიანი განხილვა მოაწყო, სადაც თითქმის ყველა კომისიის წევრმა დააფიქსირა თავისი აზრი და გადავწყვიტეთ, უკან დაგვებრუნებინა 2011 წლის ბიუჯეტი, მაგრამ საკრებულოს ამ პრინციპულობას ნამდვილად არ მოიწონებდა მხარის გუბერნატორი, რომელიც კომისიის სხდომის დასრულებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარეს ეწვია, ხოლო შემდგომ თავმჯდომარემ საგანგებო შეხვედრა გამართა უმრავლესობის წევრებთან, _ აღნიშნა საუბრის დასასრულს ლელა ნაცვალაძემ.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...