როგორ იხარჯება სარეზერვო ფონდები _ TI ახალ კვლევას აქვეყნებს

ფინანსები

როგორ იხარჯება სარეზერვო ფონდები _ TI ახალ კვლევას აქვეყნებს

2016 მაი 3 20:01:17

საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

ამ ფონდებიდან ხარჯვის მიმართულებებს, შესაბამისად, მთავრობა და პრეზიდენტი განსაზღვრავენ.

 "შემაშფოთებელია, რომ სარეზერვო ფონდებიდან უკონტროლო ხარჯვა, რაც წინა ხელისუფლების პირობებში საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, კვლავ გრძელდება" _ აღნიშნავენ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში და ამ საკითხზე კვლევასაც აქვეყნებენ.

2015 წლის ნოემბრის  სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებებით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარიდან 85 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ხაზინის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონაცემებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  დაახლოებით 168 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება ბიუჯეტით გათვალისწინებულს.

ბიუჯეტის შედგენისას საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების სწორად და წინდახედულად დაგეგმვის შემთხვევაში მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების სარეზერვო ფონდებიდან შევსების მოთხოვნების მოცულობა შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს. ამდენად, სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების დიდი ნაწილის პროგნოზირება ბიუჯეტის დაგეგმვის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში სრულიად შესაძლებელია.

წინა ხელისუფლების პირობებში პრობლემას წარმოადგენდა როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის სარეზერვო ფონდები. ამჟამად კი, პრობლემას მთავრობის სარეზერვო ფონდი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ხარჯვა არ სცილდება ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ზედა ჭერს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კი _ მნიშვნელოვნად სცილდება.

 სარეზერვო ფონდების  თანხების გადახარჯვა გამოწვეულია იმით, რომ მხარჯავი დაწესებულებები სათანადოდ ვერ გეგმავენ  საკუთარ ბიუჯეტს, რის გამოც, უხდებათ დაუგეგმავი ხარჯების გაწევა. ეს დაუგეგმავი ხარჯები კი შემდეგ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.

მხარჯავი დაწესებულებები კი საკუთარი ბიუჯეტის კარგად ვერ გეგმავენ იმ მიზეზის გამო, რომ ელექტრონული საბიუჯეტო განაცხადი, რაც ბიუჯეტის დასაგეგმად გამოიყენება, ვერ უზრუნველყოფს მიზნების მისაღწევად ყველა ღონისძიების დაგეგმვის  და ხარჯების მოკლე და საშუალო ვადიან შედეგებთან დაკავშირების საშუალებას.

თუ დაწესებულება წინა წელს, როცა ბიუჯეტიდან ფულს ითხოვს, სრულად ვერ განსაზღვრავს მომდევნო წელს რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს, ბიუჯეტში, შესაბამისად, ვერც ხარჯებს გაითვალისწინებს, ხოლო როცა გაახსენდება, რომ რაღაც გასაკეთებელი აქვს, ცხადია საკუთარ ბიუჯეტში იმ ფულს, რაც არ მოუთხოვია, ვერ აღმოაჩენს, რის შემდეგაც იძულებულია ეს ფული სარეზერვო ფონდიდან მოითხოვოს.

 დღეს სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად კვლავ მათი შევსების და ხარჯვის გაუმჭვირვალე მექანიზმი რჩება. როგორც ადრე, ისე ახლა, ხშირად,  სარეზერვო ფონდები თითქმის მთლიანად პირველ და მეორე კვარტალში იხარჯება და მომდევნო პერიოდში კი კვლავ ივსება.

წინა მთავრობის დროს მოქმედებდა სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსებული მხარჯავი დაწესებულებებისთვის ფულის სესხების ფორმით მიცემის და შემდეგ მათ მიერ სარეზერვო ფონდებისთვის ამ „სესხების” ე.წ. „აღდგენის“, ანუ დაბრუნების მექანიზმი.

თუ, ვთქვათ, ბიუჯეტის შედგენისას რომელიმე მხარჯავი დაწესებულება ვერ დაგეგმავდა საკუთარ ბიუჯეტს ან მას რაიმე გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა მოუხდებოდა და სარეზერვო ფონდიდან სესხის სახით მიიღებდა იმ ფულს, რომელიც დააკლდა, მოგვიანებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებისთანავე, სარეზერვო ფონდს აღუდგებოდა ის თანხა, რომელსაც ამ მხარჯავ დაწესებულებას მისცემდა.

ეს პრაქტიკა შესაძლოა ახლაც გრძელდება, თუმცა როცა სარეზერვო ფონდი ამოიწურება მთავრობა ამჟამად პირდაპირ ავალებს ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდის გასაზრდელად კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო რესურსის მოძიებას, მაშინ როცა ასეთი წესი დადგენილი არ არის, მაგალითად, მთავრობამ თავისი 2015 წლის 4 ივნისის განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს დაავალა მთავრობის სარეზერვო ფონდის 5 მილიონი ლარით გასაზრდელად კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო რესურსის მოძიება.

 მთავრობის სარეზერვო ხარჯები გაცილებით მაღალია, ვიდრე ბიუჯეტიდან ჩანს: საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი (280 მილიონი ლარი) სარეზერვო ფონდების კატეგორიას არ განეკუთვნება, თუმცა ყველა ნიშნით სარეზერვო ფონდია, რადგან ამ ფონდიდან ხარჯვა წინასწარ არ იგეგმება, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სარეზერვო ფონდებისგან ერთადერთი ფორმალური განმასხვავებელი არის ის, რომ საბიუჯეტო კოდექსი ფორმალურად არ უშვებს ამ ფონდიდან გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევას. საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი სარეზერვო ფონდად რომ იწოდებოდეს, ამ შეზღუდვას ისიც უნდა დაემატოს, რა შემთხვევაშიც სარეზერვო ხარჯვა საგრძნობლად გადააჭარბებს კოდექსით დადგენილ 2%-იან ზღვარს. ამჟამად პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. ეს ორი ფონდი 2%-ს არ სცილდება, თუმცა ვინაიდან  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიც არსებითად სარეზერვო ფონდია, მთავრობის სარეზერვო ხარჯვა მნიშვნელოვნად აჭარბებდეს დადგენილ ლიმიტს – მთლიანი საბიუჯეტო ასიგნებების 2%-ს.

 სარეზერვო ფონდებზე დღეს არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები, რაც ამ ფონდებს კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის და მათი თვითნებური ხარჯვის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. საქართველო ნამდვილად არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სარეზერვო ფონდებზე სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები არ ვრცელდება, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა არა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების, არამედ ფორს-მაჟორულ სიტუაციებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

თუ საბიუჯეტო კოდექსით განისაზღვრება, რომ სარეზერვო ფონდებიდან მხოლოდ ფორს-მაჟორული გარემოებებით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად შეიძლება დაფინანსდეს, სარეზერვო ფონდებზე, რასაკვირველია, არ უნდა გავრცელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები, ვინაიდან ფორს-მაჟორის დროს ხარჯვა სხვა ყველაფერთან ერთად საგანგებო რეჟიმში ხდება.

 აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის 26% (დაახლოებით 44 მილიონი ლარი) მოდის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მთავრობის 23 სხვადასხვა აქტით გადაცემულ ტიპის ტრანსფერებზე, რომელთა ერთი ნაწილი სრულიად გაურკვეველია. 

ამ ტრანსფერების დიდი ნაწილი არ არის არც გათანაბრებითი, არც მიზნობრივი, არც სპეციალური და არც კაპიტალური (სხვა ტრანსფერს კი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი არ ცნობს),  ვინაიდან:კაპიტალური ტრანსფერი უნდა იწვევდეს ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდას, მაშინ როცა ამ ტრანსფერების ნაწილით დაფინანსებული ღონისძიებები ნამდვილად ვერ გამოიწვევს  ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდას;

სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების(ზიანის) სალიკვიდაციოდ, მაშინ როცა ამ ტრანსფერების უმეტესობა არ გამოყოფილა ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის;

არცერთი გაცემული ტრანსფერი არ არის გათანაბრებითი, რადგან  გათანაბრებითი ტრანსფერი სპეციალური ფორმულით ითვლება და გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით;

მიზნობრივი ტრანსფერის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინებას აქვთ თავისი წესი, რაც არცერთი ამ ტრანსფერის შემთხვევაში არ არის დაცული.

ამგვარი დაუგეგმავი ხარჯვა საფუძველს აცლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გათანაბრების, მათ შორის, მათთვის საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების გათანაბრების დეკლარირებულ პოლიტიკას (საბიუჯეტო კოდექსის 71-ე მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტები).

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

სარეზერვო ფონდების (contingency funds) ხარჯვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესასწავლად ჩვენმა კონსულტაციებმა სლოვენიის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ესტონეთის და უნგრეთის  ფინანსთა სამინისტროებთან გვაჩვენა, რომ ამ ქვეყნებში:

სარეზერვო სახსრები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება;

ორი გამონაკლისი, როცა სარეზერვო ფონდებიდან ხდება არაფორსმაჟორული ხარჯების გაწევა არის:

გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც განმარტავენ როგორც ვითარებას,  რომელმაც, რეაგირების დაყოვნების შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან  ქონებას;

მთავრობის გარანტიით აღებული სესხის გადაუხდელობა, რისი პროგნოზირებაც წინასწარ ნამდვილად შეუძლებელია.

სარეზერვო ფონდების (contingency funds) ხარჯვის ამ პრინციპებს იცავენ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებც არ გამოირჩევიან ფისკალური დისციპლინით, მაგალითად უნგრეთში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ აუცილებელია საბიუჯეტო კოდექსით დადგინდეს სარეზერვო ფონდებიდან ხარჯვის ძირითადი სამი პრინციპი, კერძოდ ხარჯები სარეზერვო ფონდებიდან გაწეულ იქნეს მხოლოდ:

ფორს-მაჟორული მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად და არა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად.  გაუთვალისწინებელი ხარჯი იმდენად ზოგადი ცნებაა, რომ აქ შეიძლება მოაზრებულ იქნეს ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ამა თუ იმ მხარჯავმა დაწესებულებამ თავისი წინდაუხედაობის და ბიუჯეტის ცუდად დაგეგმვის გამო არ გაითვალისწინა;

გადაუდებელი აუცილებლობის, ანუ იმ ვითარების შემთხვევაში, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან  ქონებას;

 ისეთი ხარჯების დასაფარად, რომელთა პროგნოზირება ნამდვილად შეუძლებელია,  მაგალითად, მთავრობის გარანტიით აღებული სესხის გადაუხდელობა.

ასევე, შინაარსით, სარეზერვო ფონდი იყო სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობის ფონდი, რომელსაც მთლიანად საქართველოს პრემიერ-მინისტრი განკარგავდა და რაც უკვე გაუქმდა.




 ახალი ამბები
  • პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო - ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ​ჰარცელის განცხადებით, აუცილებელია დიალოგის სწორი მიმართულებით წარმართვა. ევროკავშირის ელჩის თქმითვე, ხელისუფლებამ ნდობის მოპოვება ხელახლა უნდა შეძლოს. "გასულ კვირას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო. არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი პოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს არჩევნების ჩატარების წესი. მნიშვნელოვანია ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა ... ...
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...

არქივი

ზაფრანი

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?