ნოდარ ხადურის ქონება და შემოსავლები

ფინანსები

ნოდარ ხადურის ქონება და შემოსავლები

2016 ნოე 22 03:44:16

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ ხადურის 7-სულიანი ოჯახი ბინის, მიწის ნაკვეთის და ავტომობილის მფლობელია. ამის შესახებ ხადურის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 17 ნოემბერს შეავსო.

დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ხადურის საკუთრებაშია 110.00 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში, სადაც მასთან ერთად მისი მშობლები, მეუღლე, და ორი შვილი ცხოვრობს. ასევე, 2008 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი Nissan Tiida.

რაც შეეხება ხადურის მამის ქონებას, თამაზ ხადური ფლობს 2000.00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გორში, სოფელ ქვეშში.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ნოდარ ხადურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, მინისტრის თანამდებობისთვის გასულ წელს  75000.00 ლარის შემოსავალი მიიღო; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი, სადაც ის პროფესორია 30 411.45 ლარი აქვს მიღებული.

ნოდარ ხადურის მეუღლეს, ნინო ცირეკიძეს კი, ლიბერთი ბანკიდან, სადაც მას  სპეციალისტის თანამდებობა უჭირავს  16739.79 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ხადურის საერთო შემოსავალი 102 934 ლარი იყო, აქედან ფინანსთა მინისტრობისთვის მან 75 000 ლარი აიღო, დანარჩენი კი ლექტორობისთვის აქვს მიღებული.

2013 წელს - 113 905 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. აქედან, 90 165 ლარი ფინანსთა სამინისტროდან. 23740.64 ლარი კი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

2013 წელს - ხადურის შემოსავალი ჯამში 73 816 ლარი იყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობიდან - 26 591.57 ლარი აქვს მიღებული; საქართველოს ფინანსთა მინისტრობისთვის -  25 584.55 ლარი; საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის - 390.68 ლარი; ხოლო საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის თანამდებობისთვის კი - 21250.00 ლარი;

გასული წლების დეკლარაციაში არნიშნული არ არის ნოდარ ხადურის მეუღლის, ნინო ცირეკიძის შემოსავლების შესახებ.

რაც შეეხება 2016 წელს შევსებულ დეკლარაციას, მისი შევსების მომენტში ნოდარ ხადურის სახელფასო ანგარიშზე თი–ბი–სი ბანკში 5000.00 ლარი ირიცხებოდა; რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 1620.00 ლარი; საქართველოს ბანკი მიმდინარე ანგარიშზე - 1990.00 ლარი; ხოლო თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე 27652.97 დოლარი. გარდა ამისა, ნოდარ ხადურს ნაღდი ფულის სახით 10000.00  ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ნინო ცირეკიძეს, მას ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1200 ლარი ჰქონდა.  ხოლო ხადურის მშობლებს ლიბერთი ბანკის საპენსიო ანგარიშზე 180-180 ლარი ერიცხებოდათ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...