გამგეობა ერთჯერად დახმარებას აღარ გასცემს

ფინანსები

გამგეობა ერთჯერად დახმარებას აღარ გასცემს

2017 იან 20 21:06:14

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ერთჯერადი დახმარებები აღარ გაიცემა _ შესაბამისი მუხლი 2017 წლის ბიუჯეტში აღარ დევს. პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია ხორციელდება, მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, არაეფექტური აღმოჩნდა.

_ არაეფექტური იყო. ის თანხა, რომელიც ამ პროგრამას ხმარდებოდა, გადანაწილდა სხვა სოციალურ პროგრამებზე, _ ამბობს გამგებელი ირაკლი კუჭავა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ერთჯერადი დახმარებებისთვის 105 000 ლარი იყო გამოყოფილი და წელს ეს თანხა მოხმარდება უმძიმეს საცხოვრებელ პირობებში მყოფ მოქალაქეებს; ასევე, წამლების შესაძენ თანხას მიიღებენ ის პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-დან 200 000-მდეა;  მოხდება ოპერაციების და ონკოლოგიური ავადმყოფების თანადაფინანსება,  ჰემოფილიით დაავადებულთა დახმარება.

_ სოციალურ პროგრამებს წელს დაემატა  C ჰეპატიტით დაავადებულთა წინასწარი კვლევის თანადაფინანსება, _ ამბობს ირაკლი კუჭავა.

_ ბატონო ირაკლი, ამ პროგრამის არაეფექტურობაზე წლებია საუბრობენ. უფრო მეტიც, 2010 წელს, ფინანსთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს წერდა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მაქსიმალურად შემცირებული იქნას ერთჯერადი სოციალური პროგრამის დაფინანსება, რადგან ეს ბიუჯეტის დეფიციტს იწვევს. თქვენ როდის მიხვდით, რომ ასე გაცემული თანხები არაეფექტური იყო?

_  2010 წლით დათარიღებულ წერილზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს პროგრამა წლებია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დევს. როცა გამგებლად ამირჩიეს, მაშინაც იყო და შემდგომშიც გავაგრძელეთ. რაც შეეხება არაეფექტურობას, ამაში დაგვარწმუნა იმან, რომ ადამიანები, რომლებიც ერთჯერადი დახმარების თხოვნით განცხადებას წერდნენ, ორი-სამი თვის შემდეგ მოდიოდნენ იმის გასარკვევად, დაკმაყოფილდა თუ არა მათი თხოვნა. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ამ თანხების გადატანა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე ბევრად ეფექტური იქნება.

_ სტატისტიკა მოწმობს, რომ ერთჯერადი დახმარებების გაცემა საარჩევნო წელს მატულობდა...

 _ 2015 წელს არ ყოფილა არჩევნები, მაგრამ გავეცით. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ყოფითი პრობლემებით და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ამის მოგვარებას, თუმცა, როგორც აღვნიშნე, მსგავსი დახმარებების გაცემა ეფექტური არ აღმოჩნდა.

_  გასაგებია, თუმცა, გასულ წელს, არჩევნების წინ  ერთჯერადი დახმარებები უხვად გაეცით, რამაც მუხლში არსებული თანხის გადახარჯვა გამოიწვია...

_ არა, პირიქით _ ერთჯერად დახმარებაზე არ ყოფილა გადახარჯვა. ამ მუხლიდან შარშან მეტი ოპერაცია დავაფინანსეთ, მეტ ადამიანს შევუძინეთ წამლები და რომ არ გვეყო, თანხა სარეზერვო ფონდიდან დავამატე. ამანაც დაგვარწმუნა, რომ სხვა ტიპის დახმარება, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტში ავსახეთ, მოქალაქეებისთვის უმჯობესი და უფრო საჭიროა.

_  გასაგებია, მაგრამ ფაქტია, საარჩევნო წელს,  სოციალურ მუხლში გადახარჯვას ჰქონდა ადგილი...

_ კი, გადახარჯვა შეიძლება დავარქვათ, რომ პროგრამით გათვალისწინებულზე მეტი სამედიცინო მომსახურება დავაფინანსეთ და ნაკლები დავხარჯეთ ერთჯერად დახმარებებზე. შესაბამისად თანხის მუხლიდან მუხლში გადატანა მოხდა.

_  გადამოწმებისას გავარკვიეთ, რომ ერთჯერადი დახმარება წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანებს აქვთ მიღებული... ეს არ მიგაჩნიათ არაეფექტურად?

_ შეიძლება იყო ცალკეული გამონაკლისი, მაგრამ როგორც წესი, წელიწადში ერთხელ გაიცემოდა ერთჯერადი დახმარებები.

_  ბატონო ირაკლი, ყველა შემოსული განცხადება დააკმაყოფილეთ?

_ ყველა ვერა. უამრავი განცხადება იყო შემოსული და 800-მდე ადამიანის დახმარება შევძელით.

_ ეს 800-მდე ადამიანი რა პრინციპით შეარჩიეთ?

_ გაცემის წესის თანახმად, მოქალაქეს უნდა შემოეტანა განცხადება, სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე აუცილებელი იყო გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა. ეს იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონოდა განმცხადებლის სოციალურ მდგომარეობაზე.

_ წესები გასაგებია, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით _ როგორ შეარჩიეთ ის 800-მდე ადამიანი, რომელსაც დახმარება მიეცით?

_ ერთჯერადი დახმარება მოქალაქეებმა მას შემდეგ ვერ მიიღეს, რაც მუხლიდან თანხა ამოიწურა. ძალიან ბევრი განცხადება იყო შემოსული და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გახდა პროგრამის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი. რეალობამ დაგვანახა, რომ წელს სხვა, სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურების დაფინანსება უმჯობესია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს