გამგეობაში დასაქმებულთა შენახვაზე 705 ათასი ლარი იხარჯება

ფინანსები

გამგეობაში დასაქმებულთა შენახვაზე 705 ათასი ლარი იხარჯება

30 იან. 2011, 12:45:44
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 689 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან, გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ 136 საჯარო მოხელეზე 1 032 100 ლარი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით, 94 000 ლარით არის გაზრდილი; სოციალურ პაკეტზე 144 600 ლარია გათვალისწინებული, პოლიციისა და კუდ-ის დაფინანსებაზე კი _ 60 ათასი ლარი. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე ამტკიცებს, ადმინისტრაციული ხარჯი მხოლოდ 40 ათასი ლარით გაიზარდა და ეს მატება ახალი სამსახურების შექმნით არის განპირობებული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" 49-ე მუხლის მეხუთე პუნქტის, პოლიციის შესახებ კანონის 32-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად ხდება. დაფინანსება ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს კომუნალურ მომსახურეობას, ტრანსპორტის რემონტსა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვას ხმარდება.
ჩანტლაძის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები 2011 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის დასაქმება, სოციალური პროგრამები, საბავშვო ბაღების შეკეთება და ახალი ბაღების გახსნაა, ისევე, როგორც კულტურის და სპორტის შემდგომი განვითარება და ჯანდაცვის სფეროსადმი დახმარების გაზრდა.
მისივე თქმით,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული ორგანოებისა და  სამსახურების ჩათვლით, დასაქმებულია 120 კაცი, სულ მათ შენახვაზე ბიუჯეტით იხარჯება 705.0 ათასი ლარი. გასულ წელს კი ამ დანიშნულებით დაიხარჯა 678.7 ათასი ლარი. ხარჯების ზრდა გამოწვეულია ახალი სამსახურების შექმნით და აქედან გამომდინარე, საშტატო ერთეულის ზრდით:
_ 2010-2014 წლებში უმუშევრობის შემცირება, ძირითადად, გახორციელდება ეკონომიკის ზრდის ხარჯზე. არასწორია ეკონომისტ ლევან ჩხაიძის განმარტება, რომ თითქოს ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა მცირეა (22.0 ათასი ლარი) _ იგი შეადგენს 826.5 ათას ლარს, რაზედაც ჩვენ პრესის საშუალებით 2011 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში სისტემურად აღვნიშნავდით. ამას ემატება მუნიციპალური განვითარებისა და სხვა პროექტები და აღნიშნული თანხის მიღება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენი გაანგარიშებით, ამ პროგნოზებით, დამატებით, მინიმუმ 200-250 კაცი დასაქმდება და არა 3-4 კაცი, როგორც ჩხაიძე ამბობს. კადრების გადამზადებისთვის საჭირო ფინანსები, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყოფა სარეზერვო ფონდიდან. რაც შეეხება წყლით მომარაგების საკითხებს, გასულ წელს ამ დანიშნულებით დაიხარჯა 1.5 მილიონზე მეტი ლარი, ასევე სერიოზული თანხები დაიხარჯება მიმდინარე წელს. ასე რომ, ჩხაიძეს ამ საკითხებში საერთოდ ვერ დავეთანხმებით. ასევე, ვერ დავეთანხმებით მას სხვა საკითხებშიც, თუმცა, კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ, _ გვითხრა ზურაბ ჩანტლაძემ.
როგორც ლევან ჩხაიძე ამბობს, ზურაბ ჩანტლაძე საუბრობს მუნიციპალური განვითარების სამომავლო პროექტზე და გასაგებიც არის, რადგანაც ამ ეტაპზე ჩოხატაურის ბიუჯეტში ამ მიმართულებით ფინანსები ჩადებული არ არის. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ გარკვევით განუმარტა ყველა მუნიციპალიტეტს, რომ სახსრების დამატებით გამოყოფის იმედი ნუ ექნებათ, გადაათვალიერონ ბიუჯეტი და იქ მონახონ რეზერვებიო. ამასთან, წყლის პროექტის გახორციელებაზე საუბრისას ავიწყდებათ, რომ აღნიშნული პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება:
_ რაც შეეხება კადრების გადამზადებას, აღნიშნულ საკითხზეც მომავალ დროში საუბრობს _ "საჭიროების შემთხვევაში, გამოიყოფა სარეზერვო ფონდიდან". კადრების გადამზადების საჭიროება დიდი ხანია დგას. ამის ფაქტი ის გარემოებებია, რომელსაც გასულ წელს ჰქონდა ჩოხატაურში ადგილი. ასე რომ, შეფასებას ვაკეთებ არა იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გაღიზიანდნენ, არამედ იმისთვის, რომ მათ დაინახონ და პოზიტიურად გააანალიზონ გარე თვალით დანახული მუნიციპალიტეტი, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.

სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის" ფარგლებში




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...