დახარჯა თუ არა ოზურგეთის ხელისუფლებამ თავის შენახვაზე ოთხჯერ მეტი, ვიდრე _ სოცდაცვაზე

ფინანსები

დახარჯა თუ არა ოზურგეთის ხელისუფლებამ თავის შენახვაზე ოთხჯერ მეტი, ვიდრე _ სოცდაცვაზე

30 ივლ. 2020, 12:11:08

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის შენახვაზე, ჯამში, წელიწადში ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის მერიაში ამ ფაქტს "ფეიკ-ავტორის გავრცელებულ ინფორმაციას" უწოდებენ.

მასალა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება "ფეიკს" უწოდებს, გამოქვეყნებულია საიტზე _ "ფლანგვის დეტექტორი" (www.sadplan.ge) და მისი ავტორი მალხაზ რეხვიაშვილია. ინფორმაციაში ნათქვამია:

"2018 წელს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის შენახვაზე, ჯამში, 5 მილიონზე მეტი დაიხარჯა, ხოლო მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე _ 1,4 მილიონი. სურათი არც 2019-2020 წლის ბიუჯეტებში შეცვლილა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთში ცხოვრობს 321 ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან 22-ლარიან დახმარებას იღებს. ამ სააგენტოს ინფორმაციითვე, 22-ლარიანი დახმარება ეკუთვნით:

ა) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახის შვილებს 18 წლის ასაკამდე.

ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) _ ყოველთვიურად 22 ლარი;

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს _ ყოველთვიურად 22 ლარი;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს _ ყოველთვიურად 22 ლარი;

დ) სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას _ ყოველთვიურად 22 ლარი;

ე) ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს _ ყოველთვიურად 22 ლარი", _ ნათქვამია წერილში, სადაც ავტორი ამბობს, რომ საკუთარ თავზე 15 პროცენტით ნაკლების დახარჯვით, საკრებულოსა და მერიას შეეძლო, ცხრა აპრილის მონაწილეებისა და აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის, თვეში, დაახლოებით, ორასლარიანი დანამატის მიცემა.

"გურია ნიუსმა"  ამ წერილის შესახებ კომენტარი ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსს პავლე ჭყონიას სთხოვა:

_ ზოგადად, არა მარტო ოზურგეთის, არამედ საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში არის გათვალისწინებული საკრებულოსა და მერიის ხარჯები. ეს, თითქმის, ერთმანეთის მსგავსია ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენახვას (მასში შედის საკრებულო და მერია), სჭირდება ადმინისტრაციული ხარჯები და, აგრეთვე, ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ხარჯები (ტრანსპორტი, საწვავი, ინვენტარის შეძენა და ა. შ.).

_ ბატონო პავლე, ინფორმაციაში მითითებულია დანაზოგის პრინციპი, რითაც, ავტორისვე თქმით, ვეტერანებისთვის დანამატის გამოყოფის რეალური შესაძლებლობა იქნებოდა.

_ ახლა, რაც შეეხება სოციალურ თემას, რომ 15-პროცენტიანი დანაზოგით, ანუ ნაკლების დახარჯვით, ვეტერანებს მიეცემოდათ დანამატი თუ არა _ რომ ეს საკითხი და ასევე, სხვა ტიპის სოციალური საკითხები, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, არასაკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამა, სოციალური სააგენტოების მეშვეობით, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტშია, ეხმარება მათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვაქვს ოცამდე სოციალური პროგრამა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არის ასახული. ესენია: მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება; დედ-მამით ობოლ ბავშვთათვის დახმარება; ონკოპაციენტებისთვის, შშმ პირებისთვის, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა კვლევებისთვის; სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ავადმყოფთათვის დახმარება; მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით დახმარება; სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ახალშობილებისთვის საჭირო საგნების შესაძენად ყოველთვიური დახმარება და ასე შემდეგ. თუმცა, ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ეს თანხები მიმართული იქნას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რადგან სახელმწიფო ისედაც ეხმარება ასეთ პირებს. აქ კი ხდება ასეთი რამ _ მოვა რომელიმე ვეტერანი, ითხოვს დახმარებას. თუ თავისი სურვილის მიხედვით ვერ იღებს, მერე იწყებს სწორედ მსგავსი შინაარსის განცხადების წერას და მიმართავს ზემდგომებს.

_ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ოზურგეთის ბიუჯეტში ვეტერანთათვის, არის თუ არა რაიმე სახის დახმარება გათვალისწინებული?

_ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის, მათთვის, ვისაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ, წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი დახმარება. ეს შეადგენს 120 ლარს, კომუნალური ხარჯებისთვის.

_ ბატონო პავლე, თქვენ თქვით, რომ სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტის არასაკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. თუმცა, თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარების კუთხითაც განახორციელოს მოქალაქეთა მისამართით სხვადასხვა ღონისძიებები...

_ კი და აკეთებს კიდეც. თვითმმართველობის მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტით მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, განახორციელოს ღონისძიებები, დასაქმების, ტურიზმის, სოციალური დახმარების კუთხით და ა. შ., რასაც, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ახორციელებს.

_ შეგიძლიათ, მაგალითი დაგვისახელოთ?

_ სოციალური მიზნებისთვის იხარჯება მთლიანად მერიის სარეზერვო ფონდი, რომელიც წლიურად 350 ათას ლარს შეადგენს. 95% იხარჯება სოციალური კუთხით. ეს არის საავადმყოფოებში თანხის ჩარიცხვა, დაკრძალვის ხარჯები, სტიქიით დაზარალებულთა დახმარება...

_ რას იტყვით იმის თაობაზე, რომ ოზურგეთის ხელისუფლებამ თავისი თავის შესანახად ოთხჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე?

_ ეს არის რიცხვების თამაში, არასწორი შედარება... ადმინისტრაციული ხარჯებისთვის თანხა რომ არის გამოყოფილი, ფუნქციონალურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ასე იხარჯება. მაშინ მთავრობამ უნდა მოახდინოს რეორგანიზაცია ან სხვა რამ _ შემცირდეს შტატები. რა არის აქ? _ რუტინული შრომა, ვყიდულობთ ფურცელს, კალამს... მეტი რა? არასწორად არის შედარებული. ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც 5 მილიონამდე ლარს შეადგენს, აღებულია და შედარებულია სოციალური დახმარების თანხას, რაც მილიონ ოთხასი ათასამდეა. ზემოთ უკვე გესაუბრეთ, რომ სოციალური დახმარებები, სახელმწიფოს მხრიდან, მრავალი სხვადასხვა პროგრამით  ხორციელდება, ასევე, ბიუჯეტიდანაც. ამიტომ აღარ გავიმეორებ, _ გვითხრა პავლე ჭყონიამ.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ : ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls