ძმაზე გასესხებული ფული, ბინები, მიწის ნაკვეთები _ დავით საგანელიძის ქონება და შემოსავლები

ფინანსები

ძმაზე გასესხებული ფული, ბინები, მიწის ნაკვეთები _ დავით საგანელიძის ქონება და შემოსავლები

9 მარ. 2018, 20:43:19

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 იანვარს შეავსო.

დოკუმენტით ირკვევა, რომ საგანელიძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიაში", 126 კვ.მ. ფართის მშენებარე ბინას ფლობს, რომელიც მან 2016 წელს შეიძინა და მასში 70 000 დოლარი გადაიხადა. საგანელიძის საკუთრებაშია 2008 წელს შეძენილი 250,5 კვ.მ. ფართის ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  N78-ში (მე-3 სადარბაზო, N2) რომელშიც 200 000 ლარია გადახდილი; ამავე წელს არის შეძენილი, ამავე მისამართზე, N 9 ბინა _ ფართით 413,5 კვ.მ. რომელშიც საგანელიძეს 250000 ლარი გადაუხდია.

2013 წელს, 40 000 ლარად შეძენილი აქვს 66. 75 კვ.მ მშენებარე ფართი  ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“; 2003 წელს 25000 ლარად საგანელიძეს  160 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი აქვს ნაყიდი ონში, სოფელ წმენდაურში.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის საკუთრებაშია 1997 წელს 50 000 ლარად შეძენილი 300 კვ.მ. ფართის აგარაკი  მცხეთაში, სოფელ არმაზში.

საგანელიძე ასევე ფლობს სამ ავტოფარეხს _ 14 -14 კვ. ფართებით ჭავჭავაძის გამზირზე #78-ში, რომლებიც 5 000-5 000 ლარად აქვს შეძენილი 2008 წელს და 79,88 კვ.მ. ფართის ავტოფარეხს თბილისში, ატენის ქუჩაზე, რომლის შეძენის თარიღად 2009 წელია მითითებული და მასში 8 000 ლარია გადახდილი.

დავით საგანელიძე  8 792 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს ფლობს ონის რაიონის სოფელ წმენდაურში, რომელშიც 2011 წელს 10 000 ლარი გადაუხდია;  მის მფლობელობაშია მცხეთაში, სოფელ არმაზში, 1200კვ.მ. მიწის ფართი, რომელშიც 15 000 ლარია გადახდილი.

საგანელიძე საცხოვრებელ ბინას ფლობს თურქეთში, კარჩიჯაკში _  65 კვ.მ. ფართის ბინაში მას  82 000 ევრო აქვს გადახდილი და როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ნასყიდობა თურქული ბანკის კრედიტით არის გახორციელებული.

საგანელიძე ასევე ფლობს ავტომანქანა „ლინკოლნ-ნავიგატორს", რომელიც 2003 წელს არის გამოშვებული და მასში 2007 წელს 12 000 დოლარი გადაუხდია.

დეკლარაციის შევსების დროს, საგანელიძე „ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 6550 ლარს ფლობდა; "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშებზე10 150 დოლარს და  1 900 ევროს; "პროკრედიტ ბანკის" ანგარიშზე კი _ 9 500 დოლარი ჰქონდა.

ამავე პერიოდში, ნაღდი ფულის სახით,  35 000 ლარი და 22 000 დოლარი ჰქონდა; მის მეუღლეს_  სოფიო ფარცხალაძეს კი _ 29 000 ლარი და 15 000 დოლარი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს თანხა მას და მის მეუღლეს რეგისტრირებული შემოსავლებიდან ჰქონდათ.
დეკლარაციით ასევე ირკვევა, რომ საგანელიძემ 2017 წელს ხელფასის სახით 336 000  ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, დავით საგანელიძეს სესხებიც ჰქონია _ 255 000 ლარის ღირებულების იპოთეკური სესხი, რომლის გასავალში წინა წელს 15 022,7 ლარი უწერია;  მეორე სესხიც იპოთეკურია 210 200 ლარის ოდენობით და 2017 წელს 12 330,9 ლარი გადაიხადა. ასევე იპოთეკურია მესამე სესხი _ 150 300 დოლარის ოდენობით, რომელშიც წინა წელს 7 958,1 დოლარია გადახდილი.

ზემოთ აღნიშნული სამივე სესხი საგანელიძეს „თი ბი სი ბანკში“ აქვს აღებული  ერთ დღეს _ 2012 წლის 29 თებერვალს და სამივე სესხის დასრულების ვადად 2024 წელია მითითებული.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს მეოთხე სესხი 2016 წელს აქვს აღებული _იპოთეკური საკრედიტო ხაზი 90 000 დოლარის ოდენობით და გასულ წელს 9 492,45 დოლარია გადახდილი.

2015 წელს, მის მეუღლეს სოფიო ფარცხალაძეს ხელშეკრულება აქვს დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობაზე სამომავლო გადახდის პირობით, თუმცა დეკლარაციაში არც თანხაა მითითებული და არც ის, თუ ვისგან და სად არის შეძენილი მიწის ნაკვეთი. დეკლარაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ფარცხალაძეს არც თანხა აქვს გადახდილი და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება ნოტარიულად არის გაფორმებული.

2012 წელს, დავით საგანელიძეს მის ძმაზე _ გია საგანელიძეზე სესხი გაუცია და ეს ნოტარიულადაც დაუდასტურებია. 2012 წლის 1 მარტს, ნოტარიუს რუსუდან ფიფიასთან ორი ხელშეკრულება გაუფორმებია, რომლითაც ირკვევა რომ საგანელიძემ მის ძმას  465 000 ლარი და 150 000 დოლარი ასესხა  უსასყიდლოდ, სარგებლის გარეშე და განუსაზღვრელი ვადით.

ანალოგიური ხელშეკრულება, ისევ ნოტარიუს  ფიფიასთან, საგანელიძესა და მის ძმას შორის, დადებულია 2016 წლის 25 იანვარს _  ამჯერად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა მის ძმას 200 000 დოლარი ასესხა.

რაც შეეხება გასავლებს _  საშემოსავლო გადასახადის სახით, საგანელძემ გასულ წელს  67 200 ლარი გადაიხადა, ქონების გადასახადში _ 5 516 ლარი; დაზღვევაში _ 3 432 ლარი; საქველმოქმედო მიზნებისთვის _ 42 750 ლარი.

ამავე მიზნებისთვის 58 500 ლარი აქვს გადახდილი მის მეუღლეს სოფიო ფარცხალაძეს.

ამავე თემაზე: ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე




 ახალი ამბები
  • "დედა-შვილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში არიან"ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოჯახის ნათესავი ესაუბრა: "გოგონას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ვლოცულობთ, რომ გადარჩეს. რაც შეეხება დედას, ის აპარატზეა შეერთებული. უბედურება მოხდა და ფაქტობრივად, ოჯახი განადგურდა”. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ დიმში 25 ოქტომბერს მოხდა _ ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, სავალი გზის ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ ... ...
  • “აი ია, ძია იაკობ, აი იაო” _ დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეაიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობი ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. “დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”. არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა. “დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი. წყარო: ... ...
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...