განმუხურის არარსებული ბოტანიკური ბაღი, რომლის შენახვა ზუგდიდის ბიუჯეტს 120 ათასი ლარი დაუჯდა

ფინანსები

განმუხურის არარსებული ბოტანიკური ბაღი, რომლის შენახვა ზუგდიდის ბიუჯეტს 120 ათასი ლარი დაუჯდა

2018 ნოე 13 09:43:53

2016 წელს, წინასაარჩევნოდ, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა. განმუხური რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ადმინისტრაციულ საზღვართან“ მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც ბაღის გაშენების შესახებ ივანიშვილმა ისაუბრა, განმუხურში არსებული, ჭაობიანი, 83.5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა. ხოლო მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ დააფუძნა და მიწა მას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით მისცა. ამ ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 16 658.4 ლარად არის შეფასებული.

2016 წლის სექტემბერში, განმუხურში ჩასულმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის, არამედ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებაზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობაში, ფონდ „ქართუსთან“ ერთად, თანაინვესტირების ფონდიც ჩაერთვებოდა.

თუმცა, მიმდინარე წლის ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა, რადგან, მისი თქმით, ამ ყველაფერს შეეძლო იქაური კლიმატი შეეცვალა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა მოცულობის დაფინანსებას იღებდა და რა ბედი ეწია ბიძინა ივანიშვილის დაპირების გამო დაფუძნებულ ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღს“.

„განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ 2016 წლის 26 აგვისტოს დარეგისტრირდა და მისი საშტატო ნუსხა 9 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო რეალურად დასაქმებული 8 პირი იყო. 2016 წლის ზუგდიდის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ს სუბსიდიის სახით 20 ათასი ლარი გამოეყო, ხოლო ბიუჯეტის რეალურმა შესრულებამ 18.8 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წელს ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 74.1% ხელფასებში დახარჯა, ხოლო 23.7% კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში. მაგალითად, 2016 წლის 22 ნოემბერს, წლის ბოლომდე, „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ ხელშეკრულება შესყიდვების სპეციალისტთან გააფორმა, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 1 100 ლარით განსაზღვრა. ამავე პერიოდში ა(ა)იპ-მა სულ 5 გამარტივებული (პირდაპირი წესით) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებამ ჯამში 5 195 ლარი შეადგინა. ე.ი. „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ 5 195 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად სპეციალისტს 1 400 ლარი გადაუხადა.

2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურ ბაღისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო შესრულებამ 101.4 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 92.9%, 94.2 ათასი ლარი, შრომის ანაზღაურებაში დახარჯა, 3.3% (3.3 ათასი ლარი) საწვავის, 2.1% (2.1 ათასი ლარი) კი მივლინებების ხარჯებში. აღსანიშნავია, რომ 2017 წელსაც, 12 თვის მანძილზე, ბოტანიკურ ბაღს დაქირავებული ჰყავდა შესყიდვების სპეციალისტი, რომელიც ანაზღაურებამ 13 200 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წლის მანძილზე ა(ა)იპ-ის მიერ პირდაპირი წესით (გამარტივებული) შესყიდვის 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 6 359 ლარია. ამ წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელ სპეციალისტის ანაზღაურებაზე ორჯერ უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად მის მიერ განხორციელებული შესყიდვის ღირებულება.

"ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა 2016-2017 წლებში „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ მიერ გაწეული საქმიანობით, რისთვისაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ორჯერ მივმართეთ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ა(ა)იპ-ს ასეთი ანგარიში არ აღმოაჩნდა და მსგავსი რამ არც მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარუდგენია. ა(ა)იპ-ის ხარჯების და საქმიანობის შესახებ საუბრისას მისი დირექტორი ზვიად ქარჩავა commersant-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ პირველ წელს ა(ა)იპ-მა კვლევები ჩაატარა და თანამშრომლები გადაამზადა. თუმცა, აღნიშნული საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები ორგანიზაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაში არ ჩანს.

ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ რეორგანიზაცია მოხდა და 2017 წლის 21 დეკემბერს „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრად“ გარდაიქმნა. ხოლო, 2018 წლის 14 მარტიდან მას ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა, რომლის რეაბილიტაციას „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. 2018 წელს, თავდაპირველად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის“ 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 20 აგვისტოს ბიუჯეტში შესული ცვლილების შემდეგ, დამატებით 50 ათასი ლარი გამოიყო.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადაცემის შემდეგ ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხა 29 ერთეულით განისაზღვრა და 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 29 პირს შეადგენდა, თუმცა 30 სექტემბერს 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ცენტრს მათთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ამ დროისთვის, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში“ 10 პირია დასაქმებული. ა(ა)იპ-ის დირექტორის განმარტებით, 2018 წელს თანამშრომლების საქმიანობა ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა პასპორტიზაციას და არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირდება. 

2018 წელს, პირველ სექტემბრამდე, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა“ 168.7 ათასი ლარი დახარჯა, სადაც 145.6 ათასი ლარი (86.3%) ხელფსების ხარჯია, ხოლო დანარჩენი 23.1 ათასი ლარიც სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.

"შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილის დაპირების მოლოდინშიშემქმნილი ა(ა)იპ არსებობდა, რომელსაც საკუთრებაში მხოლოდ 83.5 ჰექტარის მოცულობაზე არსებულიჭაობი გააჩნდა და ამავდროულად ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას, რომელმაც 2016-2017 წლებში 120.2 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 108.1 ათასი ლარი (91%) იქ დასაქმებული 8 პირის შრომისანაზღაურებისთვის დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი 12.1 ათასი კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიონივთების, საწვავის შეძენის და წარმოადგენლობითი/სამივლინებო ხარჯებში" _ აღნიშნულია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სუს-ის მიერ ამ საკითხზე გამოიკითხნენ ცენტრის დირექტორი და ზუგდიდის ყოფილი მერი.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...