ირინა მილორავამ 6 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ფინანსები

ირინა მილორავამ 6 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

2019 სექ 10 16:52:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მედია.

პრეზენტაციაზე ირინა მილორავამ ისაუბრა 2013-2019 წლებში განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულაციის ახალ მიდგომებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ყურადღება გაამახვილა უცხოელ პარტნიორთა მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე.

პრეზენტაციის მიხედვით, 2013-2019 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორში დამტკიცდა „ქსელის წესები“ და მასში განხორციელდა შესაბამისი ევროპული რეგულაციების სრული ტრანსპოზიცია, ელექტროსადგურებმა დაიწყეს ძაბვისა და სიხშირის ავტომატური რეგულატორების,  SCADA-ს და სხვა მოწყობილობების რეაბილიტაციის პროცესი ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად, დაიწყო გადაცემისა და განაწილების ლიცენზიანტების საინვესტიციო გეგმების შეთანხმება/დამტკიცება, დაიხვეწა და განვითარდა რეგულირებადი საქსელო კომპანიების საქსელო აქტივების ინსპექტირების სისტემა, დამტკიცდა „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“, დაიწყო ქსელური დანაკარგების ნორმირება, დაინერგა ნეტო აღრიცხვის სისტემა, გაიზარდა სემეკის ჩართულობა ელექტროენერგეტიკულ სექტორში წლების განმავლობაში არსებული პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაში. სემეკის რეგულაციების საფუძველზე ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველომ მსოფლიო ბანკის ანგარიშში „Doing Business 2017“ 65-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბუნებრივი გაზის სექტორში დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასა და გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი, გაიზარდა იმ დასახლებათა ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება სემეკის მიერ დადგენილი მიერთების საფასურით, ბუნებრივი გაზის მოხმარებასა და ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისათვის პირველად იქნა გამოყენებული კლიმატის შესახებ სტატისტიკური მონაცემი - გრადუს დღე (Degree Day), დაიწყო მუშაობა ბუნებრივი გაზის მოთხოვნის პროგნოზირების მოდელზე, სემეკის დავალებით ხელმისაწვდომი გახდა ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მომზადდა ცვლილებათა პაკეტი.

წყალმომარაგების სექტორში დამტკიცდა „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“’, შემუშავდა წყალმომარაგების ლიცენზიანტების სალიცენზიო საქმიანობის კონტროლის გეგმა, სალიცენზიო მოთხოვნებში აისახა წყალმომარაგების კომპანიების ვალდებულება, უზრუნველყოს მომხმარებლისათვის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდება და წყალარინება, განისაზღვრა ახალი, შერეული  ტიპის  მომხმარებელი  -  საოჯახო  ტიპის სასტუმროს მფლობელი, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის გაუქმდა სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიანი გადასახადი. 

სამივე სექტორში დაინერგა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატარიფო რეგულირებები, ამოქმედდა ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა, რეგულირებული სექტორებისათვის მომზადდა ინვესტიციების შეფასების წესის პროექტი. შემუშავდა „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესების“, „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესების“ პროექტები, დაიწყო მიწოდების საიმედოობის კონტროლი (SAIFI, SAIDI), დაინერგა ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, შეიქმნა ინდიკატორები, რომლებიც იძლევა საწარმოების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და მათი ფინანსური, ტექნიკური და კომერციული მდგომარეობის შეფასების საშუალებას.  

სემეკის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიში განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org. (R) 




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...