ქართული ინტერნეტ მაღაზია liloshop.ge დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება (R)

ფინანსები

ქართული ინტერნეტ მაღაზია liloshop.ge დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება (R)

2019 ოქტ 8 16:01:33

ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში იმდენად შემოიჭრა, მათ გარეშე ერთი საათის გატარებაც კი გვიჭირს. დღეს ფიზიკურ მაღაზიებს ციფრული პრატფორმები ანაცვლებენ. იზრდება ინტერნეტ მაღაზიების რიცხვი. ზოგიერთი ცალ ფეხს შედგამს ბაზარზე, ზოგიერთი ორივეს და ეგრევე ებმება კონკურენციაში.  არიან ისეთებიც, ჩანასახშივე რომ გაქრობა ემუქრებათ და ქრებიან კიდეც.  Liloshop.ge ქართული ინტერნეტ მაღაზიების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ბაზარზე მეორე წელია თავის სიტყვას რომ ამბობს, კონკურენციას არ უშინდება, ვითარდება და წინ მიიწევს. იგი ხომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზიაა.

ახალი სასწავლო წელი ახლოვდება და უკვე სხვაგვარი ციებ-ცხელება იწყება. ყველა ჩანთას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, რვეულებსა თუ კალმებს არჩევს. ზამთარის პირველ თვეს საახალწლო პროდუქციაა განლაგებული ვირტუალური თაროების მოწინავე ადგილებზე, ხოლო შემდეგ ქურთუკები, ქოლგები, გამათბობლები მოიპოვებენ ხოლმე ყველაზე გაყიდვადის სტატუსს, გაზაფხულს კი ჭრელა-ჭრულა კაბები და ფერადი ნივთები უხდება.

მიუხედავად ამისა, არის პროდუქცია, რომელზეც მთელი წელი მეტ-ნაკლებად ერთნაირი მოთხოვნაა, როგორიცაა: საბავშვო სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭელი, საოჯახო ტექსტილი და ა.შ.

ნაძვის ხეები

წინასაახალწლო პერიოდში „ლილოშოპის“ ნაძვის ხეებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, საკურიერო მომსახურებითვის განკუთვნილი მანქანა ყოველდღე ივსება თეთრი, მწვანე თუ დაფიფქული ნაძვის ხეებით. მოთხოვნის ასეთ ზრდას განაპირობებს დაბალი ფასი, კარგი ხარისხი, გადახდის სასურველი მეთოდის არჩევა და ნივთის ადგილზე მიტანა,  რომელსაც ეს ინტერნეტ მაღაზია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს.

თეფშები და ჭიქები

ჭურჭლის შერჩევისა და შეძენისთვის კონკრეტული დრო არ არსებობს. გჭირდება და ყიდულობ. სამზარეულოს კარადების ნაირფერი თეფშებითა თუ ჭიქებით შევსება, არასდროსაა არც ადრე და არც გვიანი. მითუმეტეს, როცა „ლილოშოპში“ მსოფლიოში ცნობილი არაერთი ბრენდია წარმოდგენილი. ისინი უკვე ათწლეულებია ხარისხიან ჭურჭელს აწარმოებენ და ბაზარზე სანდოობით გამოირჩევიან.

საოჯახო ტექსტილი შენი ბინისთვის

საოჯახო ტექსტილი წლის ნებისმიერ დროს პოპულარულია და მასზე მოთხოვნა თითქმის არასდროს მცირდება. როგორც ამბობენ, ბინაში ყველაფერია საჭირო. შესაბამისად, დამატებით რამდენიმე ცალი თეთრეული, პირსახოცი, პლედი უნდა გვეწყოს კარადაში, ხოლო ლამაზი გადასაფარებლები და ფარდები ბინის ინტერიერს ელფერს უცვლის და ჩვენ მათკენაც ხშირად ვაპარებთ თვალს. ასეა, შეიძლება დიდად არცერთი არ გვჭირდებოდეს კონკრეტულ ეტაპზე, მაგრამ შემოგვეყიდება ხოლმე.  ან თუ ახალი ბინის ყიდვას აპირებ, რაშიც propertypanda დაგეხმარება, მითუმეთეს დაგჭირდება საოჯახო ტექსტილის მომარაგება.

რა უპირატესობა აქვს liloshop.ge-ს სხვა ონლაინ მაღაზიებთან შედარებით?

კონკურენტული გარემო გვიბიძგებს, არ მოვდუნდეთ, არ გავჩერდეთ და წავიდეთ წინ. Liloshop.ge-ს ბევრი უპირატესობა აქვს. ისიც საკმარისია, რომ „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზიაა, რადგან მომხმარებელს დაბალი ფასისა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტის მოლოდინი უჩნდება, შემდეგ, ეს მოლოდინი მართლდება და ისიც ლოიალური მყიდველი ხდება. კიდევ ერთი უპირატებობა ეფექტურად ორგანიზებული საკურიერო მომსახურებაა. პროცესი დროში არ იწელება, მომხმარებელიც კმაყოფილია და მომავალშიც სტუმრობს „ლილოშოპს“. ამასთან, აქ მუშაობს გუნდი, რომელიც  მზადაა, თითოეული ადამიანის შენიშნვნა თუ რჩევა გაითვალისწინოს, რათა საბოლოო შედეგი იყოს დადებითი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.liloshop.ge -ს.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...