რა ქონებით დაბრუნდა ღარიბაშვილი

ფინანსები

რა ქონებით დაბრუნდა ღარიბაშვილი

22 თებ. 2021, 23:10:08

ქონება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ახლანდელ დეკლარაციაში აქვს მითითებული განსხვავდება იმ ქონებისგან, რომელიც მას წინა პრემიერობის დროს შევსებული დეკლარაციაში აქვს მითითებული. ახალი მანქანები, ახალი მიწის ნაკვეთი და მეტი ნაღდი ფული ანგარიშზე - ეს არის სხვაობა, რომელიც დოკუმენტებშია ასახული.
2013 წელს მან დეკლარაცია პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, 27 დეკემბერს შეავსო. ამ დროს ის ფლობდა:
სამ ბინას თბილისში: საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე 122 კვ.მ. ზომის ბინა 100 ათას ლარად 2009 წელს იყიდა; ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ორი ბინა, ჯამში 329 კვ.მ. ზომის 406 ათას ლარად. მასვე ეკუთვნის 2011 წელს თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე ნაყიდი 2 არასაყოფაცხოვრებო ფართი (49 კვ.მ. ფასი - 26,7 ათასი ლარი); გაგარინის ქუჩაზე ავტოფარეხი (16 კვ.მ. 2009 წელი, ფასი - 10 ათასი ლარი);
2009 წელს გამოშვებულ Mercedes Benz-ს (ღირებულება და ყიდვის დრო დეკლარაციაში მითიებული არ არის) ავტომობილი;
ნაღდი ფული - 10 ათასი ლარი;
მისი ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის სახელზე ქონება არ ფიქსირდებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე (2 წელზე მეტი) არსად არ მუშაობს, 2018 წლის 12 თებერვლიდან 2019 წლის პირველ სექტემბრამდე კი ის შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის თანამშრომელია. ამ კომპანიაში მუშაობისას (დაახლოებით 1,6 წელი) ჯამში მისი შემოსავალი თითქმის 411 ათასი ლარია, მისივე მითითებით. ღარიბაშვილი 2019 წლის სექტემბრიდან უკვე მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრად ბრუნდება - თუკი მისი ყოველთვიური ხელფასი კერძო კომპანიააში 30 ათას ლაზე მეტი იყო, საჯარო სამსახურში 5-ჯერ ნაკლებ ხელფასზე, 6,4 ათას ლარზე აგრძელებს მუშაობას.
მან ბოლო დეკლარაცია 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო. მას ახალ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ არ მოუწევს დეკლარაციის ხელახლა შევსება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, თანამდებობაზე გადანიშვნის მიუხედავად, ქონებაზე მონაცემების განახლება მხოლოდ 1 წლის შემდეგ არის სავალდებულო.
ბოლო დეკლარაციის მიხედვით:
მან 2019 წელს შეიძინა იმავე წელს გამოშვებული (AUDI A8), რომლის ღირებულებაც 75,6 ევრო იყო;
მისმა ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა 2019 წელს იყიდა 1 530 კვ.მ. ზომის მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ;
გარდა ამისა, 2018 წელს შეიძინა იმავე წელს გამოშვებული მსუბუქი მანქანა (RANGE ROVER VELAR) 46 ათას ევროდ;
ღარიბაშვილი აღარ ფლობს 2009 წელს გამოშვებულ Mercedes Benz-ს;
მათი დანაზოგი, ნაღდი ფულის სახით, გაოთხმაგდა და 40 ათასი ლარი გახდა.
რადიო თავისუფლების გამოძიების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი ცოლი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.
ღარიბაშვილმა დეკლარაცია 6-ჯერ შეავსო, თუმცა საათების შესახებ ინფორმაცია არცერთ მათგანში მოხვდა. კანონმდებლობით, საჯარო მოხელემ დეკლარაციაში ყველა იმ ნივთის შესახებ უნდა ასახოს ინფორმაცია, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება. დეკლარაციაში უნდა აისახოს ყველა იმ საჩუქრის შესახებ ინფორმაციას, რომლის ღირებულებაც 500 ლარზე მეტია.
რადიო თავისუფლებამ ამ დაუდეკლარირებელ საათებზე ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა, თუმცა მან უპასუხოდ დატოვა.
 




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...