რა მოტივით არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ ბიუჯეტში ცვლილებებს

ფინანსები

რა მოტივით არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ ბიუჯეტში ცვლილებებს

30 ივლ. 2020, 18:12:57

კომისიებსა თუ ფრაქციებში ერთთვიანი განხილვის შემდეგ, ლანჩხუთის საკრებულომ, მორიგ სხდომაზე,  მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელებას.   მართალია,  თავის დროზე, საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ხელი ოპოზიციამაც აუწია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკულები იყვნენ  _ ზოგმა საერთოდ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ნაწილმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

საკრებულოში განმარტებები ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა.

როგორც გაირკვა, ცვლილებების შედეგად, რეგიონებში გასახორციელებელი ფონდიდან შემცირდა: გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები _ 19 492 ლარით (ცენტრალური დაფინანსება 18 549 ლარით), საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია 56 182 ლარით (ცენტრალური _ 53 373 ლარი), კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში _ 28 985 ლარით (ცენტრალური _ 27 536 ლარი), კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში _ 6342 ლარით (ცენტრალური _ 6024 ლარი). შემცირებების ხარჯზე 357 580 ლარით  გაიზარდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია (ცენტრალური _339 701 ლარი).
ლაშხიას მოხსენებითვე,  მთავრობის  განკარგულებით  მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო მილიონი ლარი, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი შემცირდა 254 973 ლარით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მერიის მიერ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „2020 წლის ბიუჯეტში შემცირდეს გადასახდელები, კერძოდ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქონელი და მომსახურების მუხლი 5000 ლარით; სოცუზრუნველყოფის მუხლი _ 10 000 ლარით; მუნიციპალიტეტის მერიის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 10 000 ლარით; სოცუზრუნველყოფის მუხლი _ 10 000 ლარით; ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 1200 ლარით; ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 100 400 ლარით; ა(ა)იპ სპორტული ცენტრის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 15 000 ლარით და სხვა ხარჯების მუხლი _ 20 000 ლარით; ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება 45 000 ლარით, მათ შორის არაფინანსური აქტივები _ 13 400 ლარით და საქონელი და მომსახურება 31 600 ლარით; საგანმანათლებლო ღონისძიებები _ 3000 ლარით; კულტურის ღონისძიებები _ 7000 ლარით;
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებებისათვის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 10 000 ლარით; ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის საქონელი და მომსახურების ხარჯი 130 000 ლარით; „ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის“ დაფინანსება 29 600 ლარით; „შპს ლანჩხუთის“ დაფინანსება გაიზარდოს 20 000 ლარით.
ბიუჯეტის შემოსავლების (კაპიტალურის ჩათვლით) შემცირებისა და ცალკეული ღონისძიებების ხარჯების გაზრდის გათვალისწინებით, შერეული და არაკლასიფიცირებული შემოსავლები გაიზარდოს 15 000 ლარით, ჯარიმები და საურავების შემოსავალი _ 1 543 660 ლარით!“.

საკითხთან დაკავშირებით მერიის მხრიდან წარმოდგენილ ამ განმარტებებს მოჰყვა სწორედ ოპოზიციის კრიტიკა. გამომსვლელმა დეპუტატებმა მკვეთრად დააფიქსირეს, რომ საკითხის მხარდაჭერას არ გეგმავდნენ.

 „ევროპული საქართველოს“ წევრის  ამირან გიგინეიშვილის შეფასებით, მერიის მხრიდან წარმოდგენილი განმარტებები მას ანგარიშის საშუალებასაც არ აძლევს და  ნოტარიუსის როლში ყოფნას არ აპირებს.

კრიტიკული იყო საკუთარ შეფასებებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ასკურავაც. მისი თქმით, ის, რაც მერიამ წარადგინა, „ციფრების ცარიელი რახარუხია“.

გამოვა აქ შალვოვიჩი (მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი) და გვეტყვის დაზეპირებულ ციფრებს, ჰოდა, ადექი და დაუჭირე შენც მხარი... დეტალურად უნდა იყოს გაშიფრული და ახსნილი ყველაფერი. აი, თუნდაც _ საუბარია 150 ათას ლარზე, თუმცა, გაუგებარია ამის უკან რაზეა საუბარი. ისე წერია 41 ათასი ლარიო, გეგონება 41 ლარზე გვქონდეს საუბარი, ეს ყველაფერი ციფრების ცარიელი რახარუხია და მეტი არაფერი“, _ დასძინა ასკურავამ.

საკითხის მხარდაჭერაზე უარი თქვა, ასკურავას თანაფრაქციელმა სოსო ჩხაიძემც:მესმის, რომ ეს თქვენი გადაწყვეტილება არაა და ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებით, მაგრამ იმ ფონზე, როცა „კოვიდთან“ საბრძოლველად, დახმარების სახით, სხვადასხვა ქვეყნიდან, უზარმაზარი თანხები მივიღეთ, საგარეო ვალიც მკვეთრად გავზარდეთ და ბიუჯეტიდან ზოგიც ოთხი მილიონი ლარით დავასაჩუქრეთ, ბიუჯეტის შემცირებას მხარს ვერ დავუჭერ“.

ოპოზიციისგან განსხვავებით შენიშვნები არ ჰქონია მმართველი გუნდის წევრ დეპუტატებს. ერთადერთი, ვინც ლაშხიას მხრიდან გაჟღერებული განმარტებების შემდეგ სიტყვა ითხოვა, შუხუთის მაჟორიტარი აკაკი იმნაიშვილი იყო. მან სოფელში არსებულ წყლის პრობლემაზე გააკეთა აქცენტი და გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ამ პრობლემის მოგვარების გათვალისწინება ითხოვა.

„სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანისას წყლის მილები დაზიანდა, სწორედ მათი გამოცვლაა საჭირო. წყლის მიწოდების მხრივ ჩვენს სოფელში ძალიან ცუდი მდგომარეობაა“, _ დასძინა სოფლის მაჟორიტარმა.

საბოლოოდ, მერიის ინიციატივას, ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც, დაახლოებით, მილიონ-ნახევრიან სეკვესტრსაც ითვალისწინებს, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ : ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls