საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და „Forbes Woman“-ის ორგანიზებით ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა (R)

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და „Forbes Woman“-ის ორგანიზებით ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა (R)

2019 ნოე 4 15:25:41

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  „Forbes Woman“-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს ორგანიზებით, ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: როგორ ყალიბდება წარმატებული ინოვაციური ეკოსისტემა. Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამის ხელმძღვანელმა სტარტაპებთან ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: რატომ ეკოსისტემა და რას ცვლის ეს ტერმინი საერთო განტოლებაში; ვისთვის არის უპირატესი ინოვაციური ეკოსისტემების არსებობა - სახელმწიფოსთვის, მსხვილი/მცირე/საშუალო ბიზნესისთვის თუ სტარტაპებისთვის; რა არის ის ძირითადი შეცდომები, რაც დამწყებმა  ბიზნესმა შეიძლება თავიდან აიცილოს.

 „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს ისეთი საინტერესო შეხვედერების ორგანიზებას, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპებს, მიიღონ ახალი ინფორმაცია, გაიზიარონ საინტერესო გამოცდილება, აღმოაჩინონ დამატებითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შეხვედრა  იყო ანა ავალიანის საჯარო ლექცია, რომელმაც საკუთარი და ასევე საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა ქართველ სტარტაპებს, მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი. საქართველოს ბანკის  მიზანიც სწორედ ესაა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს არა მხოლოდ საწყის, არამედ მის შემდგომ განვითარების ეტაპზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.   

ანა ავალიანი განათლებით ჟურნალისტია. ჩივნინგის დაფინანსების მიღების შემდეგ, ანამ სწავლა კემბრიჯში გააგრძელა ‒ სწორედ იქ ისწავლა, როგორ შეიძლება საკუთარი ტექნიკური უნარებით ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ სტარტაპებს განვითარების რეალური შანსი მისცე. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც ანა ბეირუთში აკეთებდა, ლიბანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ბრიტანეთისა და ლიბანის ტექნოლოგიური ცენტრი ‒ ასე ერქვა პროექტს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ‒ ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა მსოფლიო ბაზარზე ამ ქვეყნის სამეწარმეო ბაზისთვის გზა უფრო ადვილად გახსნილიყო. ამ დროისთვის UK Lebanon Tech Hub-ს მხარდაჭერილი ჰყავს 81 სტარტაპი; მოზიდული აქვს 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია; გენერირებული აქვს 52 მილიონი დოლარის შემოსავალი; შექმნილი აქვს 2000 სამუშაო ადგილი და მისი პორტფოლიოს ღირებულება ამ დროისთვის  224 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. დღეს ანა ავალიანი Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამას ხელმძღვანელობს. 2013-2019 წლების მთავარი რიცხვები კი ასეთია: 75 მხარდაჭერილი სტარტაპი; 400-ზე მეტი მაღალპროფილური ახალი სამუშაო ადგილი; სტარტაპების მიერ მოზიდული 130 მილიონ დოლარზე მეტი. (R)




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?