ვის და როგორ გაუნულდება სესხები _ ექსკლუზიური დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

ფინანსები

ვის და როგორ გაუნულდება სესხები _ ექსკლუზიური დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

2018 ნოე 20 10:56:39

ვის და როგორ გაუნულდება სესხები, ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა და როგორ ეცნობება მომხმარებელს ბანკის წინაშე ვალდებულებების განულების შესახებ _ ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ინფორმაციას "ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მომხმარებლებს ბანკის წინაშე ვალდებულება სრულად გაუნულდება, რადგან ვალდებულების გამოსყიდვა მოხდება ფონდი „ქართუს“ მიერ. 

ვალების განულების პროგრამა ვრცელდება 3 სხვადასხვა ჯგუფის ვალდებულებებზე:

პირველი ჯგუფი _ ვალდებულებები 2 000 ლარამდე; ვალდებულებაში იგულისხმება ფიზიკური პირის არაუზრუნველყოფილი სესხი, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი(გარდა უძრავი ქონებით, ძვირფასეულობით და ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა);

ვალდებულება, რომელზეც 2018 წლის 1 იანვარს ფიქსირდებოდა ვადაგადაცილება და ვალდებულების ვადაგადაცილება არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით და რომლის ძირითადი თანხა 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით არ აღემატება 2 000 ლარს;

ვალდებულების განულება ეხება თითოეულ საკრედიტო პროდუქტს, რომლის ძირი არ აღემატება 2 000 ლარს.

ვალების განულების პროგრამა არ შეეხება თუ სესხზე ვადაგადაცილება წარმოიშვა 2017 წლის 25 დეკემბერს და მისი სრულად დაფარვა მოხდა 2018 წლის აპრილში (ანუ დაეწია სესხის დაფარვის გრაფიკს). აღნიშნული სესხი ისევ ვადაგადაცილებაში მოხვდა 2018 წლის სექტემბერში.

განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 31 დეკემბრამდე განულების პროცესი ავტომატურია.

მე–2 ჯგუფი _ ხანდაზმული ვალდებულებები, რომელშიც იგულისხება:  ვადაგადაცილებული ვალდებულება, რომელზეც ბოლო 3 წელი არ დაფიქსირებულა თანხის გადახდა და არ მიმდინარეობს სასამართლო დავა; ვალდებულების ძირი თანხის მოცულობისა და უზრუნველყოფის მიუხედავად; ვალდებულება _ ფიზიკურიპირის ნებისმიერი სესხი, საკრედტო ბარათი, ოვერდრაფტი;

მე–3 ჯგუფი _  სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის ვალების განულების პროგრამა ვრცელდება: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და/ან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირების სესხებზე;

აღნიშნული პირების სია და კრიტერიუმები დაზუსტდება 15 დეკემბრამდე; 

განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბრამდე. განულირების პროცესი ავტომატურია.

როდის მოხდება ვალების განულება?განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბრამდე. განულირების პროცესი ავტომატურია.

საჭიროა თუ არა მიმართვა, განცხადება ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე? _ მომხმარებელი განულების პროგრამაში ერთვება ავტომატურად, თუ აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს. მომხმარებლის ნების დაფიქსირება პროგრამაში ჩართვაზე საჭირო არ არის.

 როგორ ეცნობება მომხმარებელს ბანკის წინაშე ვალდებულებების განულების შესახებ? _ 31 დეკემბრის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში აიღოს ცნობა დავალიანების შესახებ, რომელშიც ვალების განულებულ პროგრამაში მოხვედრილი ვალდებულება არ იქნება დაფიქსირებული.

 განულდება თუ არა ვალდებულება სრულად, თუ ის მოხვდა ვალების განულების პროგრამაში? _ დიახ, არსებული ვალდებულება სრულად განულდება.

 დარჩება თუ არა მომხმარებლი კრედიტინფოს ე.წ. შავ სიაში? კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება ვალდებულების შესახებ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს ბანკის წინაშე, შესაბამისი ვალდებულება გაუნულდება.

 შეზღუდულია თუ არა მომხმარებლის ასაკი ვალების განულების პროცესში? _ ასაკი შეზღუდული არ არის. პროგრამაში მოხვდება ნებისმიერი მომხმარებელი რომლის ვალდებულება აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

 როგორ შეიძლება მომხმარებელმა გადაამოწმოს კრედიტინფოს სტატუსი? _ მომხმარებელმა სტატუსის გადასამოწმებლად უნდა მიმართოს კრედიტინფოს.

 შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა ისეთ ვალდებულებებს, რომელიც არ არის ხანდაზმული და მომხმარებელმა 2018 წლის 19 ნოემბრის შემდეგ შეამცირა სესხის ძირი თანხა 2000 ლარამდე? _ 

განულების პროგრამა ასეთ ვალდებულებებს არ შეეხება.

 შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა ისეთ ვალდებულებებს, რომლის თანხა აღემატება 2000 ლარს? _ ვალების განულების პროგრამა შეეხება იმ შემთხვევაში თუ ეს ვალდეებულება მე–2 ჯგუფის კატეგორიაშია. სხვა შემთხვევაში პროგრამა არ შეეხება.

 იგულისხმება თუ არა 2000 ლარიან ლიმიტში ვალდებულების ჯამური მოცულობა? _ პირველი ჯგუფის შემთხვევაში პროგრამა ვრცელდება თითოეულ ვალდებულებაზე და არა მათ ჯამურ მოცემულობაზე, რომელთა მიმდინარე თანხის ძირი არ აღემატება 2000 ლარს. მე–2 ჯგუფის შემთხვევაში, პროგრამა ვრცელდება ვალდებულების ტიპისა და თანხის მოცულობის მიუხედავად.

 შეეხება თუ არა ვალდებულების განულების პროგრამა ისეთ ვალდებულებებს, რომლებზეც რამდენიმე თანამსესხებელია და ვალდებულების ძირი არ აღემატება 2000 ლარს? _ პირველი ჯგუფის შემთხვევაში ვალების განულების პროგრამა არ შეეხებათ; მე–2 ჯგუფის შემთხვევაში – შეეხებათ.

 ვალების განულების პროგრამის ფარგლებში მოეხსნება თუ არა ვალდებულება თავდებს? _ თუ ვალდებულება მოხვდა ვალების განულების პროგრამაში, ავტომატურად მოხდება თავდებობის მოხსნა.

 შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა ვალდებულებებს რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა? _ თუ ვალდებულება ხვდება ვალების განულების პროგრამის პირველი ჯგუფის კატეგორიაში, ბანკი მოახდენს სარჩელის დაკორექტირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი აღარ მოითხოვს ვალდებულების დაფარვას ფიზიკური პირისგან;

 შეეხება თუ არა განულების პროგრამა აღსრულებაზე გადაცემულ ვალდებულებებს? _ დიახ შეეხება და აღსრულების პროცესი შეწყდება.

 შეეხება თუ არა განულების პროგრამა თუ მომხმარებელს აქვს ინკასო/ყადაღა? _ დიახ, შეეხება.

 რა შეიძლება მოიმოქმედოს მომხმარებელმა, რომელსაც აქვს მიმდინარე ვადაგადაცილება, მაგრამ არ ხვდება ვალების განულების პროგრამაში? _ მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ რო, ვალების განულების პროგრამას აქვს ერთჯერადი ხასიათი, თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მომხმარებლებს შეუძლიათ სტანდარტულად მიმართონ ბანკს ვალდებულების რესტრუქტურიზაცია/გადანაწილების თხოვნით.

 სად იღებს ინფორმაციას მომხმარებელი განულების პროგრამის შესახებ? _ ვალების განულების პროგრამის შესახებ მომხმარებელმა უნდა მიმართოს მომსახურე ფინანსურ ინსტიტუტს.

მომხმარებლებმა ვალების განულების პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა მიმართოს ფონდ ქართუს. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 39ა.




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...