ზეგანაკვეთური "სამუშოაოები" და შერჩევით გაცემული "სახელფესო" დანამატები ოზურგეთის მერიაში _ "იმსახურებს წახალისებას"

ფინანსები

ზეგანაკვეთური "სამუშოაოები" და შერჩევით გაცემული "სახელფესო" დანამატები ოზურგეთის მერიაში _ "იმსახურებს წახალისებას"

2019 აპრ 16 15:02:34

„მოქალქეთა“, „საკითთა“, „სპეცილისტი“, „სახელფესო“, „სამუშოაოები“ _ ამ სიტყვებს შეხვდებით ოზურგეთის მერიის თანამდებობის პირების მიერ მერისთვის გაგზავნილ მოხსენებით ბარათებში, რომლითაც ისინი რამდენიმე თანამშრომლისთვის დანამატების მიცემას ითხოვენ.

„რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში; უქმე დღეებსა და ღამის საათებში; დამატებითი ფუნქციების შესრულება; ზეგანაკვეთური მუშაობა“, _ ძირითადად ამ მიზეზებით ასაბუთებენ მოხსენებით ბარათებში საკუთარ მოსაზრებას დანამატების გაცემის შესახებ.

ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებით ირკვევა, რომ მერის მოადგილეებს _ სირაძეს და თოთიბაძეს დოკუმენტების ერთმანეთისგან აქვთ დაკოპირებული, რადგან მოკლე ბარათში დაშვებული რამდენიმე შეცდომა იდენტურია.

თუმცა, სხვა მოხსენებითი ბარათებისგან მკვეთრად განსხვავებული მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის, გოგი ინწკირველის მიერ შედგენილ ბარათი _ ზუსტად ისე, როგორც კომუნისტური ეპოქის ისტორიულ წყაროებში, დღეს, ინწკირველი ოზურგეთის მერს მაღალფარდოვანი სიტყვებით უხსნის, თუ ვისზე და რატომ უნდა გასცეს დანამატი:

ბატონო კონსტანტინე.
თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების ( N#654. 2018 წლის 28 დეკემბერი) მოთხოვნათა შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ჩატარდა საერთო კრებები და კონსულტაციები. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტებისა და კრიტერიუმების შერჩევის მიზნით.

ამასთან თქვენი ბრძანებით ( #54 15.01.2019) მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ორგანიზებითაც უზრუნველყოფილი იქნა მთელი ამ კამპანიის, (თვენახევრის განმავლობაში) წინასწარ შედგენილი გრაფიკის სრული დაცვით, მოსახლეობის არნახული ჩართულობისა და აქტიურობის ვითარებაში, მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარება. საუკეთესო შედეგების მიღწევისათვის მერიის საჯარო მოხელეებმა გამოიჩინეს შემდეგი აქტივობები, ხშირად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ღია ცის ქვეშ კრებებისა და კონსულტაციების ჩატარება და მათში მონაწილეობა, ოპერატიულად კრებებისა და კონსულტაციების შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნება და ზემდგომ ორგანოებისათვის სათანადო ინფორმაციების მიწოდება, დამატებითი ფუნქციების, მათ შორის უქმე დღეებისა და ღამის საათებში ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულება.

მიგვაჩნია, რომ დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისათვის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ნათელა ტუღუში იმსახურებს საჯარო მოხელის წახალისებას.
გთხოვთ, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მასზედ გაიცეს სახელფასო დანამატი ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს 100% ოდენობით“, _ აღნიშნულია ბარათში.

უცნობია, როდის იყო ეს რთული მეტეოროლოგიური პირობები, თუმცა, დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მერმა შარაშენიძემ, ნათელა ტუღუშზე, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე, დანამატი მარტში გასცა, რომელმაც 784 ლარი შეადგინა.

თანაც ისე, რომ არ დასმულა მთავარი კითხვა _ თუკი მერიის საჯარო მოხელეებმა შეძლეს კამპანიის ”მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარება“, მუშაობდნენ უქმე დღეებში და ასრულებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რატომ გამოარჩიეს მათში ნათელა ტუღუში, როცა ინწკირველის ბარათში მთლიანად ჯგუფის მუშაობაზეა ხაზი გასმული.

ინწკირველის მსგავსად, ერთი ადამიანისთვის მოითხოვა დანამატის მიცემა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა _ ოღონდ აპრილში:

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების წარმატებით განხორციელებისა და არასამუშაო დღეებსა და ზენორმატიულ საათებში მუშაობისათვის, გთხოვთ თქვენს ნებართვას, რათა მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსზე, დავით გორდელაძეზე გაიცეს სახელფასო დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით“, _ წერს მამაკაიშვილი მერს.

„ღამის საათებში“ და „ზეგანაკვეთური მუშაობისთვის“ ორი ადამიანისთვის მოითხოვა დანამატის მიცემა მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ:

„ოზურგეთისმუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების წარმატებით განხორციელება და მოქალქეთა განცხადებების შესწავლა-შესრულება, მოითხოვს ზეგანაკვეთური სამუშაოს. ასევე, ღამისსაათებში, დასვენებისა/უქმე დღეების საქმიანობას. მიზანშეწონილად მიმაჩნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალურ საკითთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს _ ქეთევან სანიკიძეს და ჯანდაცვის განყოფილების უფროსს _ ნანა ხომერიკს მიეცეს სახელფესო დანამატი ხელფასის 80%-ის“ ოდენობით“, _ მიმართავს შარაშენიძეს სირაძე.

100%-იანი დანამატის მიცემა, მერის კიდევ ერთმა მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ სამი ადამიანისთვის მოითხოვა _ მიზეზი აქაც იგივეა:

„ვინაიდან მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშოაოების მონიტორინგი და მისი შესრულება მოითხოვს ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე ღამის საათებში, დასვენებისა/უქმე დღეების საქმიანობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია ოზურგეთისმუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროს სპეცილისტს _ გიორგი ნიკოლაიშვილს და კომუნალური სერვისების განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს _ მიხეილ შალამბერიძეს მიეცეს სახელფესო დანამატი ხელფასის 100%-ისოდენობით“, _ წერია თოთიბაძის მოხსენების ბარათში, რომელიც სტილის სრული დაცვით შემოგთავაზეთ.

ამ ყველაფრის შესაბამისად, „სამუშოაოების“ კარგად შესრულებისთვის „სახელფესო“ დანამატები 6 ადამიანზე მერმა 4 აპრილს გასცა.

იმის გარკვევას, თუ რატომ გამოარჩიეს ეს ადამიანები და რას აკეთებენ დანარჩენები ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარის მოპოვება ვცადეთ. თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს, მრავალი მცდელობის მიუხედავად არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...