გამოუცდელობის თუ უცოდინრობის გამო ატეხილი ხმაური აბაშის საკრებულოში

პოლიტიკა

გამოუცდელობის თუ უცოდინრობის გამო ატეხილი ხმაური აბაშის საკრებულოში

2013 მაი 29 16:07:03

12 საათზე სხდომას მხოლოდ 7 დეპუტატი ესწრებოდა. დეპუტატებმა გადაწყვიტეს კოლეგებს დალოდებოდნენ. როგორც მათ განაცხადეს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით ყველა ყანებშია გასული და ცოტა დააგვიანდებათ მოსვლაო. საკრებულოს აპარატის უფროსმა ხელახლა დაურეკა დეპუტატებს და გააფრთხილა სხდომის შესახებ. უკვე 13 საათსა და 20 წუთზე, სხდომის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კაჭარავამ ადგილზე მყოფ 13 დეპუტატს განუცხადა, რომკ არარსებობის გამო სხდომა ჩატარდება პარასკევს, 31 მაისს. ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებრივი სექტორის და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა დეპუტატებთან ერთად დატოვეს სხდომათა დარბაზი.

საღამოს"გურია ნიუსს" დაუკავშირდა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ლევან ჩიქოვანი, რომელიც დილით სხდომას ესწრებოდა და განაცხადა:

ლევან ჩიქოვანი: "დღეს საკრებულოს სხდომა უნდა დაწყებულიყო 12 საათზე, თუმცა, კვორუმი ვერ შედგა, ვინაიდან 1 საათისა და 40 წუთის ლოდინის შემდგომ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ 13 დეპუტატი. რეგლამენტის მიხედვით, კვორუმი რომ შემდგარიყო, სხდომას უნდა დასწრებოდა დეპუტატთა ნახევარზე მეტი, ანუ 26-დან 14 დეპუტატი მაინც. ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია შვებულებაში იმყოფება, სხდომას უძღვებოდა მისი მოადგილე დავით კაჭარავა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ვინაიდან კვორუმი ვერ შედგა, სხდომა რეგლამენტის მიხედვით დავნიშნოთ თვის ბოლო პარასკევს, 31 მაისს 12 საათზეო, რასაც ცამეტივე დეპუტატი დაეთანხმა. მოგვიანებით, 17 საათსა და 25 წუთზე, მობილურ ტელეფონზე დამირეკა საკრებულოს წევრმა, ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ გელა თოფურიამ და განმიცხადა, რომ კაჭარავას გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომა ჩანიშნულია დღეს, 28 მაისს 17 საათსა და 30 წუთზე და მოდიო. ზარის გახორციელებიდან რამდენიმე წუთში სხდომა დაიწყო. მე ეს ყოველივე ხუმრობა მეგონა და საკრებულოს შენობაში მისვლას არც ვაპირებდი _ არ მეგონა თუ საკრებულოში კანონდარღვევათა კასკადს კვლავ გააგრძელებდნენ. საბოლოოდ სხდომაზე წასვლა მაინც გადავწყვიტე. როდესაც საკრებულოში მივედი, მოხსენებას აკეთებდა ხვიჩა კელენჯერიძე. მისი მოხსენების დასრულების შემდგომ სხდომის წევრებს მივმართე: _ რას შვრებით, კანონის ელემენტარული უცოდინრობაა ეს ყოველივე, კრება უნდა გაიმართოს გადაწყვეტილებისამებრ 31 მაისს 12 საათზე, თუ არადა, ბიუროს დადგენილება წარმომიდგინეთ, რომლითაც საგანგებო სხდომის მოწვევა გაქვთ გაფორმებული,-მეთქი. მათ გაკვირვება ვერ დამალეს, ვერ მიხვდნენ რომელი ბიუროს დადგენილებას ვითხოვდი. რა თქმა უნდა, აღნიშნული დოკუმენტი ვერ წარმომიდგინეს. მე მათ მივმართე, რომ დღევანდელი სხდომის უკანონობის შესახებ სარჩელით მივმართავდი სასამართლოს და ბათილად იქნებოდა სხდომის გადაწყვეტილება ცნობილი. ამის შემდგომ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დავტოვე".

ჩიქოვანის განცხადების შემდეგ, ჩვენც გავარკვიეთ, რომ სხდომა მართლაც ჩატარებულა 28 მაისს 17 საათსა და 30 წუთზე. სწორედ ამიტომ სხდომის თავმჯდომარეს, დავით კაჭარავას დავუკავშირდით, მან ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა და საკრებულოს აპარატის უფროსთან, გოჩა ხურცილავასთან გადაგვამისამართა.

_ ბატონო გოჩა, დილით სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა გადაიდო და ჩატარდება 31 მაისს, 12 საათზეო. ჩვენც იქ მყოფ საზოგადოებასთან ერთად დავტოვეთ სხდომათა დარბაზი. რა მოხდა შემდეგ და რატომ ჩატარდა 31 მაისს დაანონსებული სხდომა იმავე საღამოს?

_ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #12 სხდომა უნდა ჩატარებულიყო დილის 12 საათზე, მაგრამ კვორუმი არ შედგა. ამის გამო სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სხდომა ჩატარდებოდა 31 მაისს. ამის შემდეგ დეპუტატები სხდომის თავმჯდომარესთან შეიკრიბნენ და საზოგადოებაში სხვა აზრი რომ არ გაჩენილიყო, თანახმად რეგლამენტის 64-ე მუხლისა, საკრებულოს წევრებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და გადაწყვიტეს სხდომა ჩატარებულიყო იმავე დღეს, 17 საათსა და 30 წუთზე. ისევ იქნენ დაანონსებული ამ გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატები და უკვე საღამოს სხდომას 23 დეპუტატიდან 16 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდა, რაიმე კითხვები ან კრიტიკული შენიშვნები სხდომის მიმართ დეპუტატებს არ ჰქონიათ.

_ პირველ გადაწყვეტილებას კენჭი არ ეყარა?

_ არა, კენჭისყრა არ ყოფილა. სხდომის თავმჯდომარემ უბრალოდ განაცხადა, სხდომა 31 მაისს მოვიწვიოთო.

_ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დეპუტატები წავიდნენ და დარბაზი დაცარიელდა.

_ კი, დარბაზი დაცარიელდა, მაგრამ დეპუტატები არ წასულან. მერე იმსჯელეს სხდომის თავმჯდომარესთან ერთად ამ საკითხზე. როგორც მათ განაცხადეს, საზოგადოებაში განსხვავებული აზრი რომ არ შექმნილიყო და არავის ეთქვა, სხდომა არ შედგა კვორუმის უქონლობის გამოო, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გადახედეს რეგლამენტს და გადაწყვიტეს სხდომა იმავე დღეს, ოღონდ საღამოს ჩატარებულიყო.

_ გამოდის, დეპუტატებს არ ჰქონდათ რეგლამენტი გადახედილი სხდომის დაწყებამდე და არ იცოდნენ, რომ შესაძლებელი იყო სხდომის ჩატარება იმავე დღის საღამოს. თუმცა, სხდომის ჩატარება შესაძლებელი იყო 31 მაისსაც, როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული და არც ეს იქნებოდა დარღვევა. ნუთუ მხოლოდ იმიტომ ჩატარდა საღამოს სხდომა, რომ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არ გაჩენილიყო, თუ რაიმე სასწრაფო და მნიშვნელოვანი საკითხი იყო გადასაწყვეტი?

_ ფაქტობრივად, იხილებოდა ბიუჯეტი და სხვა მიმდინარე საკითხები. დანარჩენზე კონკრეტულად თავმჯდომარემ უნდა გაგცეთ პასუხი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სხდომის თავმჯდომარე დავით კაჭარავა კაბინეტში დაგვხვდა. როგორც ყოველთვის, ჩაწერაზე უარი გვითხრა, თუმცა, პირად საუბარში აღნიშნა, რომ რეგლამენტისთვის სხდომის დაწყებამდე რომ გადაეხედა, მაშინ სხდომას 31-ში კი არა, იმავე საღამოს დანიშნავდა. ოფიციალური კომენტარისთვის კი საკრებულოს ფრაქცია"რეფორმატორების" თავმჯდომარეს, გელა თოფურიას დაურეკა და ჩვენთან სასაუბროდ მოიყვანა.

გელა თოფურია: _ საკრებულოს სხდომა დანიშნული იყო 12 საათზე, მაგრამ რადგან ქვორუმი არ იყო, თავმჯდომარემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და დანიშნა სხდომა იმავე დღის საღამოს.

_ მაგრამ პირველად სხდომა დაინიშნა 31 მაისს. დილით კანონი ამის უფლებას არ იძლეოდა?

_ კი, ბატონო, პირველად 31 მაისი დაანონსდა, მაგრამ გამგეობაში შემოვიდა პროექტი, რომელიც ეხებოდა ბიუჯეტს, საკმაოდ დიდი თანხა დამატებით უნდა ასახულიყო ბიუჯეტში. ეს შეეხება სოფლის დაფინანსების პროგრამას. ვინაიდან ყველაფერს, რაც მოდის ტრანსფერის, სუბსიდიის სახით ამას განიხილავს საკრებულო, გამოსცემს ნორმატიულ აქტს და ხდება მისი ასახვა ბიუჯეტში. ეს ყველაფერი სასწრაფო იყო, ამიტომ ითხოვა გამგეობამ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, იმ დღესვე ყოფილიყო განხილული ეს საკითხი. თავიდან გადახედა სხდომის თავმჯდომარემ რეგლამენტს და საღამოს მოვიწვიეთ სხდომა, შედგა კვორუმი, იყო 16 დეპუტატი, ასე რომ, სხდომა ჩატარდა რეგლამენტის სრული დაცვით. კიდევ გეუბნებით _ სასწრაფო იყო ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაიხედა რეგლამენტი და სხდომა ყველა კანონის დაცვით საღამოს დაინიშნა. დაინტერესებული პირი იყო ბატონი ჩიქოვანი, მე თვითონ დავურეკე მას, მოსულიყო და დასწრებოდა სხდომას, მოვიდა და რაც არ მოეწონა ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სხდომა ყველა კანონის დაცვით ჩატარდა.

_ გამგეობას რომ არ ეთხოვა სხდომის დაჩქარება, გამოდის, რომ სხდომის თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატები რეგლამენტს არ გადახედავდნენ და ვერ გაიგებდნენ, რომ ამის შესაძლებლობას კანონი აძლევდათ. ხომ შეიძლებოდა, თავმჯდომარე ისე შესულიყო დარბაზში, რომ ეს 64-ე მუხლი წაეკითხა სხდომის დაწყებამდე და არა მის შემდეგ?

_ 31ში რომ ჩატარებულიყო სხდომა, არც ის იქნებოდა დარღვევა, მაგრამ რადგან საკითხი მოითხოვდა სასწრაფო გადაწყვეტას, ამიტომ ჩატარდა საღამოს. ისე, ეს პირველი შემთხვევა იყო, კვორუმის არარსებობის გამო სხდომის გადატანის და, შესაბამისად, გამოცდილებაც არ ჰქონდათ.




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...