ჟენევის მოლაპარაკებები და ფიქრი ახალ ფორმატზე _ ვიდეო

პოლიტიკა

ჟენევის მოლაპარაკებები და ფიქრი ახალ ფორმატზე _ ვიდეო

2011 აპრ 28 22:59:34

1 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, გაეროს შტაბბინაში ინტერვიუსას განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის დაფინანსების საკითხი პრობლემურია და ის მხოლოდ 30 აპრილამდე იფუნქციონირებს. ჯერ კიდევ 2009 წელს, გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთი შეეცდება მოკლას ჟენევის ფორმატი, რადგან ქართული მხარის ვარაუდით საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ დისკუსიის ინტერნაციონალიზაცია.

ჯერჯერობით 2008 წლიდან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში 15 შეხვედრა უკვე გაიმართა. აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევის ფორმატი დაპირისპირებული მხარეებისთვის მოლაპარაკებების ერთ-ერთ ღია ფანჯარა იყო. თუმცა, ექსპერტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთგავროვანი დამოკიდებულება აქვთ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის კვლევების ინსტიტუტთან ინტერვიუში აცხადებს:

"ჟენევა რომ არ იყოს, სულ რაღაც ილუზიები მექნებოდა იმისა, რომ იქნებ რაღაც გამოსავალი არსებობდეს, აი მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდეს, რაღაც ფორმატი რომ არსებობდეს, თუმცა არა. ფორმატი არსებობს, მაგრამ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ეს არის კარგი საშუალება რათა დავინახოთ ჩვენი უღირსი თავი ჩვენსავე მრუდე სარკეში."

ამ თემაზე საუბრისას, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე აცხადებს: "თავისთავად, ასეთი ფორმატის არსებობა უკვე დადებითი შედეგია, მითუმეტეს, როდესაც გაწყვეტილია რუსეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა. გარდა ამისა, ეს არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ რუსეთს არ ველაპარაკებით ერთიერთზე და იქ არის ჩართული და წარმოდგენილი როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ საქართველოს ის პარტნიორები, რომელთა დახმარების იმედიც აქვს საქართველოს. ეს არის ის პლატფორმა და ფორმატი, სადაც ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას შეგვიძლია ღიად მივაწოდოთ ჩვენ ხედვა კონკრეტულად ამათუიმ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის მხარეს და ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლებებს".

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის შუამავლობით 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიები დაიწყო. ეს მოლაპარაკებები ტარდება ფორმატით სამს პლიუს სამი.

- საქართველო, რუსეთი და შეერთებული შტატები. ამავე დროს სამი საერთაშორისო ორგანიზაცია: ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ჟენევის მოლაპარაკებებზე პლენარული სესიის გარდა არსებობს მეორე ფორმატიც, რომელსაც მონაწილეები ესწრებიან ინდივიდუალური ფორმით და არა როგორც რომელიმე ქვეყნის დელეგაციის წევრები. ამ ფორმატმა რუსეთის ძალისხმევის შედეგად, საშუალება მისცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო წარმომადგენლებს მოლაპარაკებების პროცესში ჩართულიყვნენ, თუმცა საქართველოს მოთხოვნით ჟენევის შეხვედრებს ესწრებიან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებიც. შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი:

1. უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე,

2. ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა საკითხებზე.

მალევე გამოიკვეთა, რომ ქართული მხარე ომის შემდეგ მოლაპარაკებების აღნიშნულ ფორმატს აქტიურად გამოიყენებდა სტატუს ქვოს აღდგენისა და მედვედევ–სარკოზის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესასრულებლად. ასევე, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება რუსეთთან, თუმცა რუსული მხარე აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, მხოლოდ საქართველოსა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შორის ხედავს. ის თავს, აღნიშნულ კონფლიქტში მხარედ არ მიიჩნევს. შესაბამისად, საკითხი წინ ვერ მიდის.

პაატა ზაქარეიშვილი ამასთან დაკავშირებით დასძენს:

"შედეგი არის ის, რომ შედეგი არ არის, ანუ ჩემთვის ეს შედეგია რომ შედეგი არ არის. თუ გავიხსენებთ, 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებას, როცა დასრულდა ქართულ–ოსური კონფლიქტი, 1993 წელს დასრულდა ქართულ–აფხაზური საომარი მოქმედებები და უკვე 1994 წლის აპრილ–მაისში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებებს, ანუ ერთ შემთხვევაში იმ დღეებშივე, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, და მეორე შემთხვევაში ერთ წელიწადში, უკვე 2008 წლის შემდეგ მესამე წელი გავიდა და დღემდე ჩამოყალიბდებულიც კი არ არის, ვინაა კონფქლიტის მხარეები: ქართულ–რუსული მხარე, როგორც საქართველოს მხარე ამბობს, თუ ქართულ–ოსური ერთი, პლიუს ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური."

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მიერ ფორმატის ფარგლებში არცერთი პრიციპული საკითხი არ დაკმაყოფილებულა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეულ წარმატებებს ადგილი მაინც ჰქონდა.

ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი ამასთან დაკავშირებით აცხადებს: "ჟენევის პროცესმა, საკმაოდ შეამცირა კონფლიქტის განახლების და ინციდენტების რაოდენობა და კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა და საბოლოო ჯამში ყველა სადაო საკითხთან დაკავშირებით პოზიციები მაინც გახადა ნათელი. რაც შეეხება ჟენევის პროცესის მნიშვნელობას, საბოლოო ჯამში სტატუს ქვოს აღსადგენად ან აგვისტო–სექტემბრის შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმართულებით, რათქმა უნდა, მან ვერ შეასრულა თავის მიზნები".

თენგო ფხალაძე კი დასძენს: "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს დიალოგი გაეროს ეგიდითაა წარმართული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი აძლიერებს საქართველოს პოზიციებს გაეროში და იმ რეზოლუციების მიღება, რაც თუნდაც გასულ წელს გაეროს ასამბლეაზე მოხდა, ეს ყველაფერი გამომდინარეობს სწორედ ჟენევის პროცესიდან.

როდესაც ვლაპარაკობთ ფორმატის ეფექტურობაზე, მხოლოდ იმ რეზოლუციებს და განცხადებებს კი არ უნდა ვუყუროთ, რაც მიღებულ იქნა ჟენევაში, არამედ ჟენევიდან გამომდინარე რა რეაქცია მოიტანა ამან საერთაშორისო არენაზე, თუნდაც ის, რომ უფრო და უფრო მკვიდრდება საერთაშორისო არენაზე ტერმინი ოკუპირებული ტერიტორიები ეს ყველაფერი არის ქართული დიპლომატიის წარმატება, ამიტომაც ჟენევის პროცესის შეჩერება არანაირად არ შეიძლება"

მაგრამ ფაქტია, რომ მხარეთა ჯიუტი პოზიციების არსებობა ზოგადად ფორმატის შედეგიანობას ვერ უზრუნვეყოფს. ჟენევის ფორმატში რუსული მხარის სტრატეგია კი ასე შეიძლება ფორმულირდეს:

შექმნას გარემო რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მაინც ხელს შეუწყობს სეპარატისტული რეგიონების აღიარების პოლიტიკას. ასევე რაიმე ფორმით მოახერხოს და გამოიყენოს მსგავსი ტიპის მოლაპარაკების ფორმატი საკუთარი ინტერესების მისაღწევად.

ამ მიმართულებით მან მოახერხა და ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩართო დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. ამავე პერიოდში კი გენერალური მდივნის ანგარიშის სათაურში სადაც ყოველთვის ფიგურირებდა "აფხაზეთი, საქართველო", შეიცვალა ნეიტრალური ფორმულირებით, რასაც წინ უსწრებდა რუსეთისა და დე-ფაქტი აფხაზეთის წარმომადგენელთა ჟენევის მე-5 რაუნდის ბოიკოტირება. გენერალური მდივნის ანგარიში კი საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა:

გენერალური მდივნის მოხსენება წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს 1808-ე, 1839-ე და 1866-ე რეზოლუციების შესაბამისად. ამ რეზოლუციებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებდა:

"ეს ნიშნავს იმას რომ სამდივნომ დიდხანს იფიქრა კომპრომისულ ვარიანტზე, ამიტომ შეიტანა ყველა ის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული. მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კომპრომისით, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს კომპრომისი რაღაც სიხარულის საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას ან მარიონეტულ რეჟიმებს".

ასეთ პირობებში, ჟენევის მე-16 რაუნდამდე ცოტა ხნით ადრე როგორც ზემოთ ითქვა ცნობილი ხდება, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ფინანსური პრობლემის წინაშე დადგა.

პაატა ზაქარეიშვილი ფინასურ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს: "ფული მოდის გაეროდან. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი არის რუსეთი, ანუ რუსეთის მონაწილეობით იმართება გაეროს ფინანსები, მით უმეტეს იმ სფეროში, სადაც რუსეთის ინტერესები უშუალოდ არის ჩართული. შესაბამისად რუსეთს საკმაოდ სერიოზული ბერკეტი აქვს ჟენევის მოლაპარაკებებზე ზემოქმედებაზე დაფინასების კუთხიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს წესდებით ყველაფერი სწორია, ანუ გაერო ამბობს რომ დაფიქსირდით რამენაირად, რადგან მე არ შემიძლია ჰაერში ფული გადავიხადო. ამ შემთხვევაში გაერო სწორია და კითხულობს თუ სად მიდის მისი ფული, სადღაც უაზრო კონფლიქტში? გაერო ამბობ, მაჩვენეთ ჩემი ფული რაში იხარჯება".

თუმცა, აღნიშნული ინფორმაციიდან, მალევე გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადება: "პროცესი კარგ საშუალებას ქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარების საქმეში... მე, როგორც გაეროს გენერალური მდივანი მხარს ვუჭერ ყოველივე ამას".

გაგრძელდება თუ არა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მეომარ მხარეებს შორის? ამასთან დაკავშირებით, თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს:

"მე ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებზე კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს. ის ტაქტიკა, რომ საკითხი დავბლოკო, თავისთავად იმ მხარეს აყენებს არაკონსტრუქციულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, ეს არაკომპორტულობა გამოსაყენებელია ქართული დიპლომატიის მიერ. ის რომ, რუსეთმა შეწყვიტოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, არ მგონია, რომ ეს იყოს საუკეთესო გამოსავალი თავად რუსეთისთვის, რადგან იმ ვითარებაში, როცა რუსეთი ცდილობს დაანახოს მსოფლიოს რომ ის მზად არის იყოს მედიატორი, თუნდაც ამ მიზნებიდან გამომდინარე არაკონსრუქციული პოზიციის დაჭერა და გამოსვლა ჟენევის ფორმატიდან, ვერანაირად ვერ წაადგება რუსულ დიპლომატიას."

თუმცა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმატიდან რუსეთი პოლიტიკურ სარგებელს მაინც ნახულობს.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ "თუ ვინმე ხელს ითბობს ამაზე, არის მხოლოდამხოლოდ რუსეთი. მისი თქმით, აგებს ოსური და აფხაზური მხარე, აგებს საქართველო, როგორც სახელწიფო, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ხდება ყოველივე ეს და რუსეთისთვის ეს უცხო ქვეყანაა და აფხაზები და ოსები მას სულ ფეხებზე კიდია. მას ჭირდება კავკასიაში გავლენები და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია რუსეთი ხელს ითბობს, იმიტომ რომ რაც უფრო ჩიხში იქნება ვითარება, რუსეთი გააგრძელებს საქართველოს და მათ შორის აფხაზური და ოსური საზოგადოების ძარცვას".

თავის მხრივ, ექპსერტი კახა გოგოლაშვილი დასძენს, რომ რუსეთისთვის ეს ფორმატი საკმაოდ მომგებიანია პირველ რიგში იმიტომ, რომ მას მიეცა საშუალება შეენელებინა ორი დარღვეული შეთანხმების გარშემო შეენელებინა ვნებათაღელვა. ჟენევის პროცესი რუსეთს აძლევს საშუალებას გადაიტანოს ყურადღება შესრულების ვალდებულებებიდან ამ პროცესზე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოლაპარაკებების ფორმატი გაგრძელდება, საინტერესოა იქნება თუ არა მომავალი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ჰანს იოჰან ჰაბერის ინიციატივას ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც დაპირისპირებული მხარეების ერთი ერთზე მოლაპარაკებების წარმოებას გულისხმობს. კახა გოგოლაშვილის თქმით, საქართველოს პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარი არასოდეს არ უთქვამს, მაგრამ იქეთა მხრიდან არ არის ამისთვის მზაობა.

პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ჟენევაში ქართული, აფხაზური და ოსური მხარეები ერთად არიან და შეუძლიათ მაგალითად ცალკე რესტორანში გაისეირნონ, რაც მსოფლიო პრაქტიკაში ხშირად ხდებოდა, მაგრამ როგორც მისთვის ცნობილია მაგალითად გიგა ბოკერია მათთან საუბრისას მარიონეტების სახელით მიმართავს და ამის შემდგომ ასეთი შეხვედრების ალბათობას ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნევს.

თენგო ფხალაძეს მიაჩნია, რომ ჟენევის პარალერულად არსებობდეს სხვა ფორმატები ასეთი პირდაპირი დიალოგის საწარმოებლად, რადგან ჟენევის ფორმატის ჩარჩოების საკითხებში რაღაც საკითხების გადაჭრა არის წარმოუდგენელი. მისი თქმით სასურველი იქნებოდა საქართველოს შეექმნა ისეთი ფორმატი, სადაც ისაუბრებდა არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დეფქატო ხელისუფლებებთან, არამედ ამ რეგიონების საზოგადოებებთან.

სულ ცოტა მოლაპარაკებები 30 აპრილამდე აღნიშნულ ფორმატში გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფორმატის ცვლილების და მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგეს, მაგრამ მანამდე, სანამ მხარეების საინფორმაციო ომის პირობებში იმყოფებიან, განსაკუთრებით წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება ის, ვინც დაფინანსების შეჩერებამდე საკუთარი სურვილით პირველი დატოვებს აღნიშნული მოლაპარაკებების მაგიდას.

 

ჟენევის მოლაპარაკებები და ფიქრი ახალ ფორმატზე _ ვიდეო




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...