დიმიტრი კვერღელიძე: "ჩემი მხარდაჭერა მოდის ცენტრალური ხელისუფლებიდან..."

პოლიტიკა

დიმიტრი კვერღელიძე: "ჩემი მხარდაჭერა მოდის ცენტრალური ხელისუფლებიდან..."

2013 ივნ 19 14:26:26

_ მოგეხსენებათ "ქართული ოცნებიდან" ვარ წარდგენილი საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩემი კოლეგების მხარდამჭერის.  ალბათ, ეს  საკითხი ორშაბათს ისე დასრულდება როგორც უნდა კოალიციას  და არა მარტო კოალიციას. ასე უნდა ყველა იმ ოზურგეთელს, რომელიც ცვლილებების მოლოდინშია. _ განაცხადა დიმიტრი კვერღელიძემ შეხვედრის დროს.

მისივე თქმით, თუ ის გახდება საკრებულოს თავმჯდომარე, პირველ რიგში, საშვთა ბიუროს გაუქმებას აპირებს. ასევე სურს, რომ საზოგადოებრივი დარბაზი უფრო აქტიური გახდეს.

_ საშვთა ბიურო, რომელიც  აბრკოლებს საზოგადოებისა და საჯარო მოხელის კავშირს,  აუცილებლად გაუქმებული იქნება, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.  საჯარო მოხელე, ეს იქნება საკრებულოს თუ გამგეობის თანამშრომელი, რომელიც თქვენთან არ ითანამშრომლებს და არ დაგითმობს დიდ დროს და ბარიერს შეგიქმნით, ჩვენ ასეთ ადამიანთან ვერ ვითანამშრომლებთ. პირადად ჩემი კარი 24 საათი იქნება ღია.

ვერ ავცდები ერთ სიახლეს, რომელიც მინდა თქვენ გაგანდოთ, აუცილებლად. ეს პირველივე თვეებში მოხდება. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ წინასწარ მოვლენებს ვუსწრებდე, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემი მხარდაჭერა არის ცენტრალური ხელისუფლებიდან, მხარს მიჭერენ ოზურგეთელები და დარწმუნებული ვარ, რომ მხარდაჭერას მივიღებ საკრებულოს დეპუტატებისგან. მინდა საზოგადოებრივი დარბაზის ფორმირება და ჩემი სურვილია, ყველამ ითანამშრომლოთ ამ დარბაზთან და გავხადოთ დიდი ინსტიტუტი. მინდა, რომ სანამ საკრებულო რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეს, მანამდე თქვენთან იყოს განხილული ეს საკითხები და შემდეგ მოხდეს განხილვები ბიუროში, ფრაქციებში. თქვენ ყველა სფეროს მოიცავთ და ამით წარმატებულად გავაკეთებთ საერთო საქმეს, _ თქვა შეხვედრის დროს დიმიტრი კვერღელიძემ.

შეხვედრის დროს "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტის, ირაკლი პაპავას და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის კითხვები სწორედ მოსალოდნელ ტესტირებას და საატესტაციო კომისიას ეხებოდა.

დიმიტრი კვერღელიძე: _ ჩემი მოსვლის პირველი დღიდან ვთქვი, რომ  საატესტაციო კომისიის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოებაში დავაბრუნოთ ნდობა. ადამიანები სამსახურში არ უნდა ინიშნებოდეს და არ უნდა თავისუფლებოდნენ პოლიტიკური შეხედულებით. არასამთავრობო სექტორმა  უნდა გაუწიოთ კონტროლი ამ კონკურსის  ობიექტურობას. პირდაპირ გპირდებით, რომ ისეთი დებულება იქნება  მიღებული, სადაც თქვენი აზრი იქნება გათვალისწინებული. გთხოვთ კიდევ, რომ აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესებში. კომისიაში ნაკლებად იქნებიან საჯარო მოხელეები ჩართულები. უფრო მეტად მინდა  პრესის და არასამათავრობო ორგანიზაციის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ძალიან კვალიფიციურები გყავს ოზურგეთში.

ყველა ადგილზე, რომელიც ვაკანტური იქნება და ასეთი არის 400, მაღალი თანამდებობის ჩათვლით,  გამოცხადდება კონკურსი და ყველას ექნება მონაწილეობის უფლება. მინდა, რომ ყველაზე გამჭვირვალე კომისია იყოს და სამართლიანად ჩატარდეს ეს ატესტაცია. მე გპირდებით, ჩემი იქ მოსვლის მიზანი და მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ბატონ-პატრონად თავი მის მუნიციპალიტეტში, _ განაცხადა დიმიტრიმ კვერღელიძემ.

მისივე განცხადებით, ოზურგეთში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის დანიშვნა კანონის დარღვევით მოხდა.

_ გამგებლობაც არის საკონკურსო თანამდებობა და არანაირი სურვილი არ მაქვს, იმის ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს, რადგან გამგებელი წარმოადგენს "ქართულ ოცნებას", მას ერთი წელი ხელშეუხებლობა ჰქონდეს.

პირველ რიგში, ის მიიღებს მონაწილეობას, თუ აქვს სურვილი, რა თქმა უნდა. ამიტომ, გამგებლის თანამდებობაც იქნება ვაკანტური. გაიმარჯვონ კონკურსში, მიიღონ მაღალი შეფასებები და ქულები და ყველა კანონის დაცვით დაიკავებს თანამდებობებს. ჩვენ ვერავის  მივცემთ პრივილეგიას, არის თუ არა ოცნების წევრი ან კიდევ არ არის მისი წევრი. მეტსაც ვიტყვი, ჩემდა გასაკვირად, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოზურგეთში კანონის სრული დარღვევით იქნა დანიშნული და არამარტო ოზურგეთში, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა. პირველ რიგში შესაცვლელია ეს სიტუაციაც, _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...