"ნაცტერორი" საკრებულოს წევრებზე სხდომამდე ერთი დღით ადრე

პოლიტიკა

"ნაცტერორი" საკრებულოს წევრებზე სხდომამდე ერთი დღით ადრე

20 ივნ. 2013, 19:38:56
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"SOS!!! ხვალ სამტრედიაში ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს. სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "ნაცმოძრაობის" საკრებულოს წევრებს ღამე ტოვებენ შტაბში, უკვე მომარაგებული აქვთ პროდუქტები და რამდენიმე წევრისათვის წამლები.

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რაოდენ მშიშარაა "ნაცმოძრაობა" და როგორ ზღუდავს ის თავისი წევრების უფლებებსაც კი. "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრებს მივმართავ, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს ერთი მუჭა ავანტიურისტების ხელში და თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი.

"ნაციონალური მოძრაობა" იმყოფება აგონიაში და საკრებულოს ყველა წევრს, გთხოვთ თავისუფლად გამოხატოთ თქვენი ნება-სურვილი, ნუ გადააქცევთ სამტრედიას ნაციონალი ფეოდალების სათარეშოდ!!!

საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვ, გადაამოწმონ აღნიშნული ფაქტი."

განცხადების გაცნობის შემდეგ სამტრედიის საკრებულოს წევრს, იმედა გოგავას დავურეკეთ, მაგრამ ვერ დავუკავშირდით, თუმცა, პასუხი ჩვენს კითხვაზე იმედა გოგავას ფეისბუქის გვერდზე ვნახეთ, სადაც ის წერს: "სამტრედიაში "ნაცტერორი" საკრებულოს წევრებზე კვლავ წარმატებით გრძელდება..."

რა ხდება სამტრედიაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე ერთი დღით ადრე? ამის გასაგებად პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის რეგიონული ოფისის ერთ-ერთ დამფუძნებელს და საინიციატივო ჯგუფის წევრს, ლიკა ივანიშვილს დავუკავშირდით.

_ ლიკა, ხვალ საკრებულოს სხდომაა დანიშნული. რამ განაპირობა ახალი თავმჯდომარის არჩევა?

_ 10 ივნისს საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა საკუთარი ნებით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და მისი ადგილი ვაკანტური გახდა. ხვალ ახალი თავმჯდომარე აირჩევა.

_ მართლა მიმდინარეობს ზეწოლა საკრებულოს წევრებზე?

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავთანდილ სტურუას და ემზარ შუბლაძეს სათათბირო ოთახში ჰყავთ საკრებულოს წევრები და არ აძლევენ სახლში წასვლის საშუალებას. როგორც გახდა ცნობილი ოთახიდან გამოდის მოწოდებები, რომ ერთად დგომის დროა და ა.შ.

_ რა თქმა უნდა, კანდიდატები ცნობილი იქნებიან.

_ კოალიციის კანდიდატია იმედა გოგავა, რესპუბლიკური პარტიის სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კი დასახელებულია ემზარ შუბლაძე. სწორედ "ნაციონალების“ ლიდერები ახდენენ ზეწოლას ისევ თავის წევრებზე. ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი დამთავრდა და ვეღარავის დააშინებენ თავისი ბინძური ხრიკებით. ახლა რომ შემეძლოს, მივიდოდი საკრებულოს წევრებთან და მოვუწოდებდი, რომ გონივრულად განსაჯონ მომავალი _შანსი ეძლევათ იმ ჭაობიდან ამოვიდნენ, რაშიც ყელამდე იყვნენ ჩაფლულები ეს 9 წელი.

_ სამტრედიის საკრებულო რამდენი წევრისგან შედგება?

-საკრებულოში 25 წევრია. ორი კოალიციის წარმომადგენელია, ერთი "ქრისტიან-დემოკრატების“ სამტრედიის პარტიის თავმჯდომარეა და დანარჩენი "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

_ ამ წუთებში რა ხდება სამტრედიაში?

_ სიტუაცია არ შეცვლილა, ისევ საკრებულოს შენობაში არიან ერთ ოთახში შეკრებილი და სტურუა და შუბლაძე ისევ განაგრძობენ მათზე ზეწოლას.

_ სხდომა ღიაა თუ დახურული და როგორ ფიქრობთ, ხვალ რა შედეგი დადგება ხვალ?

_ სხდომა ღიაა, მე ვესწრები და ისიც ვიცი, რომ დილის 9 საათიდან საკრებულოსთან იკრიბება მოსახლეობა. ყველა ელოდება საკრებულოს გადაწყვეტილებას. მე პირადად საკრებულოს წევრების გონიერების იმედი მაქვს.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...