ეკა ბესელია: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო კომიტეტის განცხადებებზე არ რეაგირებს

პოლიტიკა

ეკა ბესელია: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო კომიტეტის განცხადებებზე არ რეაგირებს

21 ივნ. 2013, 10:25:57
საპარლამენტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ საკონფერენციო დარბაზში შედგა და მას კომიტეტის წევრების გარდა, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, ექსპერტები ესწრებოდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ, რომელმაც NDI–ის საქართველოს ოფისის დირექტორს ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის მიერ გაწეული დიდი დახმარება და მხარდაჭერა, რათა საქართველოს პარლამენტის მუშაობა უფრო გამჭვირვალე და ნაყოფიერი იყოს. „ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ იგი ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც დღემდე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ. მან აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობა და ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობს იგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და, საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„თქვენთან აქტიური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია რამის მიღწევა საკანონმდებლო საქმიანობაში, მით უმეტეს, როცა საქმე ადამიანის უფლებების დაცვას ეხება“, – მიმართა მან დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტების მხრიდან ანგარიშის საჯაროდ მოსმენა და მასში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა ტრადიციად დამკვიდრდება და ხელს შეუწყობს პარლამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიში ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა. მან დეტალურად ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ამოცანებსა და ფუნქციებზე, საანგარიშო პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე, რომელშიც განსაკუთრებით აღნიშნა კომიტეტის მცირერიცხოვანი აპარატის მნიშვნელოვანი ღვაწლი, რომელთაც ამ ექვსი თვის განმავლობაში მართლაც რომ უდიდესი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოუწიათ. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტის ყოველდღიურ მუშაობაში, სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე მათი ინფორმაცია არც თუ მთლად სრულყოფილი და ობიექტურია.

იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტის მიზანს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობისათვის ხელის შეწყობა, უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაცია და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა წარმოადგენს, მისი საქმიანობის სფერო მრავალ საკითხს მოიცავს: მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებები, ადამიანით ვაჭრობა, სიტყვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება და რელიგიურ გაერთიანებათა, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, საქართველოს სკონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული სხვა უფლებების დაცვა, პენიტენციალური სისტემის რეფორმა და სხვა.

ეკა ბესელიას განმარტებით, კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს საკანონმდებლო აქტებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება შეადგენს, მაგრამ იმავდროულად კომიტეტი რეაგირებას ახდენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 6 000–ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც მთლიანად პარლამენტში შემოსული კორესპონდენციის თითქმის 41,2%–ს შეადგენს.

_ „ეს გასული 6 თვის განმავლობაში. დღეისათვის კი განცხადებათა რიცხვმა 7 ათასს გადააჭარბა. ეს ციფრი თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია ადამიანების მოლოდინი. განცხადებათა საკმაოდ დიდი ნაწილი ეხება წინა წლებში ჩადენილ დანაშაულებს, არასამართლიან სასამართლოს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სხვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტის საქმიანობა მთლიანად ფორმალიზებული იყო, რადგანაც მას არ დახვედრია არც ერთი დასკვნა, რაიმე ტიპის დოკუმენტი, კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიტეტს ბოლო წლებში, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 1500–1600 ადამიანი მიმართავდა საჩივრით, დღეს კი ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რასაც კომიტეტისადმი მიმართული განცხადებების რაოდენობაც მოწმობს.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ამჟამად, განცხადებების დიდ ნაწილზე უკვე მოახდინეს რეაგირება. კომიტეტს ჰქონდა ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს და ამნისტიის პროექტს ეხება. კომიტეტის დამსახურებაცაა იმაში, რომ დღეს საქართველო პატიმართა საერთო რაოდენობით ერთ–ერთ პირველ ადგილზე აღარაა ევროპაში, დღეს საპატიმროებში ვითარება სრულიად შეიცვალა, შესრულდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებული რეკომენდაციები.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა უწყებაში გადაგზავნილი საჩივრების რაოდენობასა და მათზე რეაგირების ფაქტებზე. აღმოჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო კომიტეტის განცხადებებზე არ რეაგირებს. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მაშინ, როცა სხვადასხვა სამინისტრო თუ უწყება ყურადღების მიღმა არ ტოვებს კომიტეტიდან მიღებულ განცხადებებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილ 670 განცხადებიდან არც ერთზე პასუხი არ მიუღიათ. მხოლოდ ერთი პასუხი მიიღო პარლამენტის კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აღნიშნულ უწყებაში გადაგზავნილ 48 განცხადებიდან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაგზავნილი განცხადებები კი, მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხს შეეხებოდა. შესაბამისად, კომიტეტი ყველაზე მეტ უკმაყოფილებას მათთან თანამშრომლობისა და რეაგირების თვალსაზრისით პრეზიდენტის ადმინისტრაციის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართით გამოხატავს.

ეკა ბესელიას განმარტებით, დინამიკა აჩვენებს, რომ საჩივრების რაოდენობა არ კლებულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. ეკა ბესელია უფლებადამცველების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივითაც გამოდის. მისი თქმით, ქმედითი ღონისძიებებია განსახორციელებელი იმისათვის, რომ ხელისუფლების მხრიდან ადამიანთა მიმართ წინა წლებში ჩადენილი დანაშაულის შედეგები ნაწილობრივ მაინც რომ გამოსწორდეს. ამისათვის კომიტეტმა გარკვეული გეგმები დასახა კიდეც.

„ეს იყო ურთულესი ექვსი თვე, დიდი პასუხისმგებლობით დატვირთული, თუმცა მან აჩვენა, რომ კომიტეტს შეუძლია იმუშაოს ეფექტურად და ბევრ პრობლემას და გამოწვევას შესაბამისად უპასუხოს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ერთბაშად ვერ გადაწყდება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, მაგრამ კომიტეტი მზადაა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის და ვითხოვთ, იყვნენ ისინი უფრო მომთხოვნი და კრიტიკული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობის და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციები წარმოადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა. რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გამოხატვის საშუალება მიეცათ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...