მანანა კობახიძე: იუსტიციის საბჭომ უნდა იმსჯელოს, რამდენად ადეკვატური იყო გიორგი ჩემიას ქმედება

პოლიტიკა

მანანა კობახიძე: იუსტიციის საბჭომ უნდა იმსჯელოს, რამდენად ადეკვატური იყო გიორგი ჩემიას ქმედება

25 ივნ. 2013, 18:36:09
მისი განცხადებით, ამ საქმეში ბევრი რამ ისევ გამოსაძიებელი და გასარკვევია. დასადგენია, სად გადის გიორგი ჩემიასა და იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხის ზღვარი, რომლებიც სანდრო გირგვლიანის საქმეს განიხილავდნენ. მანანა კობახიძის განცხადებით, ის რომ, საქმეში არ ფიგურირებდა მელნიკოვის, სალაყაიას, ახალაიას და სანოძის გვარები, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მისივე თქმით, ამ თემით იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაინტერესდეს, რადგან არ შეიძლება იმ მოსამართლეების იგნორირება და მათთვის ხელის დაფარება, რომლებიც გირგვლიანის საქმეს განიხილავდნენ.

“ამ საქმეში კონკრეტულ პირებს ბრალი არ ჰქონდათ წაყენებული და არ იკვეთებოდა ბრალდება. ბრალდებული პირები არ იყვნენ ახალაია, თაკო სალაყაია, მელნიკოვი და სანოძე, მერაბიშვილი _ ადამიანები, რომლებიც განარიდეს საქმეს. საქმე არ იყო გამოძიებული და კონკრეტული პირები არ იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი. ცხადია, მაშინდელი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ იძლეოდა საშუალებას, რომ ეს საქმე დაბრუნებულიყო წინასწარ გამოძიებაში. ამიტომ მოსამართლე, ცხადია, სასამრთლოში მათ ბრალს ვერ წაუყენებდა. თუმცა, აქვე უნდა გაიმიჯნოს, სად იყო და სად არის ჩემიას პასუხისმგებლობა. სად არის მოსამართლის პასუხისმგებლობა? რამდენადაც მთელი რიგი სასამართლო პროცედურები იქ დარღვევით წარიმართა. პრაქტიკულად, სასამართლო ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში ბრალდებულის მხარეს იხრებოდა. ჩვენ კარგად გვახსოვს იმ სასამართლო პროცესებზე, პროკურორებისთვის იმის უფლების მიცემა, რომ მათ ტელეფონებზეც ესაუბრათ და ბრალდებულებთან ყოფილიყვენ მუდმივ კავშირში, რომ იქ შეეთანხმებინათ პოზიციები.ეს გარემოებები, რა თქმა უნდა, ბევრ პასუხისმგებლობას აკისრებს თავად გიორგი ჩემიას. ამიტომ მე ვფიქრომ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კეთილი უნდა ინებოს და იმსჯელოს ამ საკითხზე, რადგან საქმე უკვე გაიხსნა, არ შეიძლება ამ საქმის განმხილველი მოსამართლეების იგნორირება და მათზე ხელის დაფარება. აუცილებლად შესაბამისმა ორგანომ, ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭომ, უნდა იმსჯელოს, რამდენად ადეკვატური იყო გიორგი ჩემიას და სხვა მოსამართლეების ქმედებები, რომლებიც გირგვლიანის საქმე განიხილავდნენ. ეს ყველაფერი გამოძიების თემაა. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამაში დიდი როლი ეკისრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს“, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩემიამ ,,გურია ნიუსთან„ ექსკლუზიურ ინტერვიუში სანდრო გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა. მან განაცხადა რომ ამ შემთხვევაში მოსამართლეს არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა, რომ საქმე დამატებით გამოძიებაში დაებრუნებინა ან შეეცვალა კვალიფიკაცია. გიორგი ჩემიას განცხადებით, მან გირგვლიანის საქმე კანონის სრული დაცვით წარმართა და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული დეტალები არასრულყოფილად მიაჩნდა, სამართლებრივი ბერკეტებოდან გამომდინარე, ვერაფერს შეცვლიდა.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა 18 მარტს შეწყდა, დღეიდან კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამჯერად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება მოუწევთ. ასევე, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო ... ...
  • აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა. სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან. წყარო: ... ...
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლამუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა _ დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების ... ...
  • ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგადღეს დილიდან ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე, ტრანსპორტში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა და შეზღუდულია მგზავრთა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?