პარლამენტში ჰესების მშენებლობისთვის აქროლადი ნაცრის იმპორტზე იმსჯელეს

პოლიტიკა

პარლამენტში ჰესების მშენებლობისთვის აქროლადი ნაცრის იმპორტზე იმსჯელეს

2013 ივლ 23 16:46:07
საკითხი შეეხება "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს, რომელიც კომიტეტმა II მოსმენით განიხილა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის წევრებს ქუთაისის მახლობლად არსებულ აქროლადი ნაცრის საბადოს არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საბადო, რომელიც 816 ათას კუბურ მეტრ აქროლად ნაცრის რესურსს მოიცავს, გამოკვლევა-ტესტირებისთვის შესაბამის სამსახურს გადაეგზავნა. მისი განცხადებით, საბადო ექსპლუატაციისთვის 1 წლის წინ შპს "ახალ ცემენტს" გადაეცა, რომელიც მოპოვებულ ნივთიერებას ცემენტის წარმოებისთვის იყენებს. გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მოპოვებულ აქროლად ნაცარს ექსპერტიზისთვის 3-4 თვე სჭირდება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საბადო კერძო მფლობელობაშია და თუ რამდენად მოხერხდება მისი ჰესების მშენებლობისთვის მიწოდება-გამოყენება შემდგომი მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.

კანონპროექტის მომხსენებლის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე სამინისტრო აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. მისი ინფორმაციით, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის ნორმა კიდევ უფრო გამკაცრდა, რომლის მიხედვითაც მისი ტრანზიტის უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ცალკეულ შემთხვევებში და პირობებით დაიშვება. რაც შეეხება ქუთაისთან არსებულ აქროლადი ნაცრის საბადოს - ჰესების მშენებლობისთვის მისი ვარგისიანობის გამოკვლევებს გარკვეული პერიოდი დასჭირდება, რაც ამ პროცესის შეჩერებას გამოიწვევს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მოპოვებული ნაცარი მშენებლობისთვის ვარგისიანი გამოდგება და მის მფლობელსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის შეთანხმება იქნება მიღწეული, მისი იმპორტის საკითხი კვლავაც რჩება ძალაში, რადგან აქროლადი ნაცრის გამოყენება სხვა ჰესების მშენებლობისთვისაც არის გათვალისწინებული, რომლის მარაგიც საქართველოში არ მოიპოვება.

კომიტეტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასათანადოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მან კანონპროექტს არც I მოსმენისას დაუჭირა მხარი და არც ამჯერად აპირებს მისთვის ხმის მიცემას. ანალოგიური პოზიცია კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა, მალხაზ წერეთელმა დააფიქსირა. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, სამი მომხრით, ორის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას გადაეგზავნა.




 ახალი ამბები
  • გიგი უგულავა: ჩვენ გვაქვს უფლება, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება არ მივსცეთ"ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არცერთი სახელმწიფო უწყების. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, რომ ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი აღარ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს. რა თქმა უნდა ყაზარმაში ჯდომას კვირა დღეს ჯობია კობახიძის და თალაკვაძის ჯდომა. ამიტომ მოგესალმებით მანდ, იჯექით კარგად, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ. მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, რომ პირველი - იქ, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვეღარ გააკეთებს, არცერთი ქართული ოცნების დეპუტატები ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალ, ვიცი, სადაც ამოდის ეგ გვირაბი. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება არ მივცეთ მოძალადე მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. როდესაც ქვეყანაში არის მორალური კრიზისი, გამოსავალია რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი და გაიხსნება, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება პარლამენტი საკმარისი, შემდეგი იქნება კანცელარია, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები და რაიონული ცენტრი. "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. რამდენი პოლიცია და სპეცრაზმიც გინდათ მოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა," - განაცხადა გიგი ... ...
  • "ვუთხრათ არა!"- აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენესთბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია დაიწყო. აქ შეკრებილმა ადამიანებმა ხელისუფლებას პროტესტის ნიშნად წითელი ბარათი ... ...
  • "აქციაზე ალკოჰოლურ სასმელებს არიგებენ" _ აქციის ორგანიზატორებიაქციის ორგანიზატორების განცხადებით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ალკოჰოლურ სასმელებს არიგებს. აქციის ორგქნიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ არ აიღონ ალკოჰოლური სასმელი, რადგან ეს არის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: “არ ვიშლებით _ რუსთაველის გამზირი ჩაკეტილი იქნება”“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას: პირველი _ ვადამდელი პროპორციული არჩევნები; მეორე _ მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს; მესამე _ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს", _ განაცხადა აქციაზე გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმა აქვს. "ჩვენ გვაქვს გამარჯვების გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ: პირველი _ არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი; მეორე _ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს; მესამე _ ბიძინა ივანიშვილო, იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას! კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა", _ აღნიშნა ვაშაძემ აქციაზე ... ...
  • "ამოაყირავე მაჟორიტარი" - დეპუტატების პლაკატები უკუღმა დაკიდეს#ამოაყირავემაჟორიტარი - ზუგდიდში, სამოქალაქო პროტესტის ნიშნად ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატების პლაკატები რამდენიმე ლოკაციაზე უკუღმა დაკიდეს. დეპუტატების ამოტრიალებული პლაკატები ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე ადგილზეა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?