ლაშა ჩხარტიშვილი "თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის" შექმნას ითხოვს

პოლიტიკა

ლაშა ჩხარტიშვილი "თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის" შექმნას ითხოვს

2013 ივლ 26 15:04:01
რომლის თანახმად "თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტი" შეიქმნება. აღნიშნული კომიტეტი სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივ დაქვემდებარებაში იქნება. ჩხარტიშვილის თქმით, ამით მნიშვნელოვანწილად გაიზრდება თბილისის ბაღ-პარკების დაცულობის ხარისხი, რადგან მათი ბედი მხოლოდ გიგი უგულავასა და მის დაქვემდებარებაში მყოფი მერიის თანამშრომელთა ხელში აღარ იქნება.

აღნიშნული მოთხოვნით, 21 ივლისს ლაშა ჩხარტიშვილმა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან აქცია გამართა.

"ჩემ თოქ-შოუში 4-ჯერ მყავდა სტუმრად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 3-ჯერ "ობიექტივის" გადაცემაში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ვითარებაში დამიხურეს და ერთხელ მე-2 არხზე. ოთხჯერვე მივმართე წინადადებით, რომ თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის და სამინისტროს სხვა ტერიტორიული ორგანოების აღდგენა აუცილებელი იყო, ასევე გამწვანებული ტერიტორიების დაცვის ფუნქცია შესულიყო გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში და საამისოდ საკანონმდებლო ცვლილებათა ინიციატივით უნდა გამოსულიყო სამინისტრო. მართალია, ხათუნა გოგალაძე ოთხივე შემთხვევაში დამეთანხმა, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, არადა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 9 თვე გავიდა", _ აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ მსგავსი კომიტეტი უგულავას მოსვლამდეც არსებობდა თბილისის მერიაში:

"კომიტეტი ორმაგ, სამინისტროს და მერიის დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ მერე გაუქმდა. შემდეგ მერიაში შეიქმნა ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური, რომელიც აბსოლუტურად ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს. გარემოს დაცვა მარტო ხეების მოჭრა-არმოჭრაზე ნებართვის გაცემა ხომ არ არის. ამ კომიტეტის შემდეგ მიიღეს ორგანული კანონი თვითმმართველობების შესახებ. იქ წერია, რომ ადგილობრივი პრობლემები უნდა გადაიჭრას თვითმმართველობებისა დონეზე. მოკლედ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტრო ვერ არეგულირებს თბილისის საკითხებს, იმიტომ რომ არ აქვს მანდატი და ვერც თვითმმართველობა ასრულებს თავის ფუნქციებს. აი, ასეთი გაურკვეველი სიტუაციაა. კულტურის სამინისტრომ მიიღო კანონი, რომ თბილისის მერს აღარ შეუძლია კულტურული ძეგლის სტატუსი მოუხსნას რომელიმე შენობას, სამინისტროს ნებართვის გარეშე. შეიძლება ამ შემთხვევაშიც ასეთი რამე შეიქმნას", _ ამბობს მაჭარაშვილი.

მინისტრი ხათუნა გოგალაძე ადასტურებს, რომ ამ საკითხებზე ლაშა ჩხარტიშვილთან ნამდვილად ჰქონდა საუბარი: "რაც შეეხება ჩემს პოზიციას, პირადად მე ვთვლი, რომ ისეთი საკითხები როგორიცაა გამწვანება, ქალაქის დაგეგმარება, ურბანული გარემოს მოვლა, თვითმმართველობამ უნდა აიღოს თავის თავზე. თითოეული ხის მოჭრაზე რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, ვთვლი, რომ ამგვარი მუშაობა არ იქნება ეფექტური. ამისთვის არსებობს თვითმმართველობები. ეს ის თემაა, რომელსაც მსჯელობა სჭირდება".

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მინისტრთან "თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის" შექმნასთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა უკვე ჰქონდა და ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება: "ცალკეული დეპუტატებიც გვიდგანან გვერდში. "ოცნების" ერთ ერთმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ასევე პარლამენტის კომიტეტს, მოვუწოდებ, რომ გარემოს დაცვის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდნენ", -აღნიშნავს გარემოს დამცველი.




 ახალი ამბები
  • რაში ადანაშაულებს გუდაურში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი ბრალდებულის მხარესგუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობლებს არ სჯერათ, რომ შემთხვევის დროს, კობიაშვილი მხოლოდ მოგერიების მიზნით მოქმედებდა. მათ აღნიშნული საკითხის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. „დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზეწოლას და საშინელ კომენტარებს, რადგან ამ ყველაფერს კითხულობენ ძმები, ვკითხულობთ ჩვენ და ეს ყველაფერი მიდის დედის ყურამდე,"_ განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ნინო გულიაშვილმა. თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატმა  კი ჟურნალისტებთან იმ  დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ვიდეომტკიცებულებაში ჩანს. „აღნიშნული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა, არის განზრახვა და არცერთ შემთხვევაში არ არის მოგერიება. თუ აქვს ვინმეს კადრები ნანახი, როგორ მიდის კობიაშვილი მანქანასთან წყნარი ნაბიჯით, როგორ იღებს იარაღს და საერთოდ როგორ მშვიდად იქცევა და მიემართება თამაზთან შესახვედრად,"_ განაცხადა ადვოკატმა ... ...
  • სამი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ საზარელი ავარია ზუგდიდშისამი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა ზუგდიდში,სოფელ  დარჩელში,გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.  როგორც "გურია ნიუსს"ადგილობრივებმა განუცხადეს, დაღუპულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია. რაც შეეხება დაშავებულებს,ისინი ამდროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი,ჯერჯერობით,უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • მამაკაცმა დედა და და მოკლასოფელ ჭოპორტში ორი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გარდაცვლილების ოჯახის წევრია. მამაკაცმა საკუთარი დედა და და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო. ... ...
  • რა საკითხს განიხილავენ ლიხაურლები დაანონსებულ სოფლის კრებაზეარასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძის ინფორმაციით, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა,  „კავკაზუსცემენტმა“ აჭის ხეობაში,   ისევ გააგრძელა  ქვიშა- ღორღის ამოღების პროცესი. გორდელაძე მედიასთან საუბრის დროს ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიას ლიცენზია აქვს მოპოვებული, მაგრამ ლიხაურელები ქვიშა-ღორღის ამოღებას აჭის ხეობაში მათ არ დაანებებს. ლიხაურელები აცხადებენ, რომ ,,კავკაზუსცემენტთან,, მოლაპარაკებაზე იმ შემთხვევაში დაჯდებიან თუ ისინი აჭის ხეობას შეეშვებიან და აქ სამუშაოებს შეწყვეტენ და ლოკაციას სხვა ადგილზე აჭის ხეობის იქეთ მოძებნიან. სოფელ ლიხაურში დაგეგმილია სოფლის კრების ჩატარება, სადაც ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ... ...
  • ზვავსაშიშროება_ გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია.   აკრძალვის მიზეზი  ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებული  ზვავსაშიშროებაა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...