ოპოზიციის აქცია ბათუმში

პოლიტიკა

ოპოზიციის აქცია ბათუმში

19 მაი. 2011, 01:08:56
გასულ კვირას, "ქართულმა პარტიამ" წინამოთელვითი სამუშაოები ჩაატარა და ბათუმში აქცია გამართა. ბათუმის აქციას გურიიდან მრავლად შეუერთდნენ. შაბათიდან უკვე აქციებში "სახალხო კრება" ჩაერთვება ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ერთად. გურულები კვლავაც აჭარის დედაქალაქში ჩამოწყებულ აქციებს გააძლიერებენ _ ასეთია "ზემოთ" მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მომდევნო ნომრებში ამ აქციებიდან რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ, ამჯერად კი გასული კვირის ბათუმური პროტესტის შესახებ მოგითხრობთ.

_ მიტინგზე არ მიდიხარ? _ ბათუმში ჩასვლისთანავე "სააქციო სიტუაცია" დაგვხვდა.

_ რა მინდა აქციაზე, აქ მაინც არაფერი გადაწყდება. კი მაინტერესებს, თუ წახვიდე, მითხარი მერე...

_ კი, მარა ხალხი თუ არ მივიდა, რაი გამოვა? მე არ მცალია, მიდი იქინე, გიიგებ ყველაფერს...

ორი ბათუმელის საუბარში ჩვენც ჩავერთეთ:

_ თქვენც უკმაყოფილო ხართ ამ მთავრობით?

_ რიზა უნდა ვიყო კმაყოფილი? გიმიკეთა რამე?

_ აბა, რომ ამბობენ, ბათუმი შენდება და მშვენდებაო?

_ ასლანას დროსაც კეთდებოდა, ჩვენ რაი?

_ სადაური ხარ, ბიძია, შენ? _ ჩამეკითხა საუბარში ჩართული ასაკოვანი მამაკაცი.

_ გურიიდან ვარ, ჟურნალისტი, დღევანდელი აქციის გასაშუქებლად ჩამოვედი.

_ მე თბილისელი კაცი ვარ, აქ სახლი მაქვს. ნამდვილად არ მიჭირს, მაგრამ დღეს აქციაზე უნდა მივიდე.

_ რას ელით ამ აქციისგან?

_ რას უნდა ველოდე? ოპოზიცია ჯერ ერთმანეთს ჭამს, მაგრამ მთავრობამ არ მინდა თქვას, აი, ნახეთ, ხალხი არ მოვიდაო. ისე, გურიაში რა ხდება? მეც გურული ვარ. შენდება ის პორტი თუ წინასაარჩევნო ბლეფი იყო?

_ უფრო "ნაციონალური"....

_ ასეც ვიცოდი. ამათი გახსნილი ქარხნები ყელში ამოგვივიდა! კაი არც ედიკაი იყო და არც მიშაა. გაყვლიფეს ხალხი, იყიდეს მიწები იაფად და ხალხი გააღარიბეს. რა პორტი, რის პორტი? რა პორტიც გვაქვს, ისიც არ უნდათ _ ვის არ შეატენეს, მაგრამ...

_ ჰო, იმ მამათელ კაცს გადაეცით, ხმალი გაამზადოს და მოგვაშოროს აი მთავრობა, რაფერც მოგვიყვანა... _ უკვე მერამდენედ გვაბარებენ მამათელ შალვა კილაძესთან, რომელმაც 2002 წელს სააკაშვილს შევარდნაძის "თავის მოსაჭრელად" ხმალი გადასცა.

გზა ერას მოედნისკენ განვაგრძეთ. ბევრი გურული მოვიდა აქციაზე _ ადგილობრივებიც და გურიიდან ჩამოსულები, რამდენიმე ნაცნობით შევნიშნეთ.

_ ვითომ მოხდება, ძამა, რამე? _ მოსაუბრე აშკარად გურული იყო, _ ისე არ უუდგა ოქრუაშვილს გერმანული სასტუმროს ნომრის საწოლზე გვერდები, რავარც მიშა თავისით არ წავა. აი აქციებიც აფერი არაა, თავის მოტყვილებაა.

_ რას ჩივი, შენ? ტყვილა მევედით აქანე? _ ჰკითხა მეორემ.

_ მაგენის გულობიზა რავა უნდა მოხვიდე კაცი?! ახლა ვინ გეიგებს, ვინ ვისთანაა შეკრული?

_ აი ოპოზიცია ვინაა? მთავრობისგან გამოქცეული ხალხი, ხო? ეტყობა, რაცხა ვერ გეიყვეს და გამეიქცნენ. ერთი ნათელაშვილი თუა, აი მთავრობა თავიდან რო არ მოწონდა, თვარა ბურჯანაძე და ნოღაიდელი სანამ არ გამოაბუნძულეს, მიშას კვერს უკრავდნენ. ან ოქრუაშვილის მოსვლა კაია გგონია? მიშაზე ნაკლები ტირანი მაი არ იქნება!

_ ამგენს მაინც ჯობია ყველა. შეჭამეს მთელი ქვეყანა, ვერ ხედავ? კალოშებით მევიდნენ მთავრობაში და ახლა მილიონერები არიენ! ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა და ოქრუაშვილმაც ბევრი იშონეს და ახლა პაწეს ხარჯავენ, რო მერე კიდე იშონონ. აბა ჩვენდა არავინ არაა და არც იქნება!

_ რაც უნდა ვაკრიტიკოთ ოპოზიცია, აი მთავრობა მაინც უნდა გამოხვეტო კაბინეტებიდან ცოცხებით, 6-ლარიან ცოცხებს რომ ყიდულობენ ჩვენი ფულით. გაზეთებში მაინც არ წერდენ ამას. გონიათ, კითხვა არ ვიცით? _ საუბარში ასაკოვანი ქალბატონი ჩაერთო _ ამათ მოხუცი და ბერი აფერში სჭირდებათ _ ვერ გეიგეს, ჩვენც რო გვინდა საჭმელი და კუჭი ჩვენც რომ გვაქვს.

მალე აქციაც დაიწყო. ჩვენ სხვა ჯგუფს მივუახლოვდით:

_ ხეირი თუ უნდათ, უნდა გაერთიანდნენ _ "ქართული პარტია" დღეს ჩამოდის, ბურჯანაძე მომავალ კვირაში. აგი ორი ძალა აქტიურობს და რამენაირად უნდა შეთანხმდნენ _ ქალბატონების "ბირჟაზე" ოპოზიციის გაერთიანება იყო მთავარი თემა

_ კი, მარა ყველას პრეზიდენტობა რომ უნდა? იმას ვერ ხვდებიან, ჯერ ერთად უნდა იყვნენ და თუ გაუშვებენ ამათ, მერე შეიძლება რაღაცაზე საუბარი.

_ მერე ნახე შენ, აგენი რომ ერთმანეთს დაჭამენ. მარა მაგას რას ვჩივით, რაც უნდა ის უქნიათ, ესენი!

აქცია ოპოზიციის მხარდამჭერმა, ზურა მანჯავიძემ გახსნა _ თეატრში არ მამღერებენ და თეატრის წინ ვმღერიო. მომიტინგეებს მამაომაც მიმართა: _ გფარავდეთ უფალი უსამართლობასთან ბრძოლის საქმეშიო!

აქციაზე სიტყვით სოზარ სუბარი გამოვიდა: "მამა ლაზარემ გვითხრა, ბრძოლაში მიდიხართ და მე სად მტოვებთო! ალბათ, სიმბოლურია, რომ ის ჩვენთანაა. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს, შევიკრიბეთ და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს! თამარი არის სიწმინდის, ერთიანობის სიმბოლო, იმ საქართველოს სიმბოლო, სადაც ხელისუფალი ხალხისთვის ზრუნავდა და არა თავისი თავისთვის. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო _ ერთი ნაწილი ვართ ჩვენ, რომელსაც ჩარეცხილები გვიწოდა და რომლებზეც თქვა _ ტრაქტორით გადაუარეთო! ამიტომ ვდგავართ დღეს აქ, მალე დავდგებით მისი ავლაბრის რეზიდენციის წინ და გავუშვებთ დიქტატორს, რომელიც ქართველი ხალხის სისხლს წოვს".

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მადლობა გადაუხადა: _ ხალხი გამშვენებულ ბათუმში რომ ჩაიყვანეს, დაიფანტნენ, რადგან ასეთი ლამაზი ქალაქის დათვალიერება ამჯობინეს მაგათ აქციაზე მისვლას. ისე მოეწონათ, ყველა პირდაბჩენილი დარჩაო, _ ბრძანა პრეზიდენტმა.

სუბარმა ამ მოსაზრებას აქციაზევე "დაარტყა": _ გადაგვაყოლეს ამ გზებს, არადა, სამი წელია მუხლამდე ტალახშია ყველა ქუჩა ჩაფლული. რაც უნდათ, მალე აშენებენ _ პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ლამის მილიარდი დაჯდა, ხომ მალე დაამთავრეს? დღეს საქართველოში ასეთი დანგრეული ქუჩებია, სამაგიეროდ, გვაქვს პრეზიდენტის სასახლე _ თეთრ სახლზე რვაჯერ დიდი. ან ქანდაკებებისთვის ხომ აქვს ფული? ამ დროს მხოლოდ გონიოში 300 კაცს წაართვეს მიწა. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცა ფულს იხდის. მიწა რად უნდა ქართველს? მიწა უნდა სააკაშვილს, რომ გაყიდოს და ასეთი შიშველი ქანდაკებები დადგას!.

შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის ჯერი დადგა. სააკაშვილის ყოფილმა კონკურენტმა პრეზიდენტს "საერთაშორისო დონის კრიმინალი" უწოდა: _ გამოვიდა ეს საერთაშორისო კლასის კრიმინალი და თქვა, საქართველოში მენტალიტეტის შესაცვლელად კიდევ 15-20 წელი მჭირდებაო. ანუ ამბობს, რომ სანამ ბოლომდე არ გაგანადგურებთ, არსად არ მივდივარო! ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მცდელობა მის მოსაშორებლად, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება დაუდგა გვერდით. ეს გააკეთა ბუშმა. შემდეგ შეიცვალა ეს კაცი, მოვიდა ობამა, რომელმაც თქვა _ მე მხარს ვუჭერ ხალხს და არა რეჟიმებსო! ეს ძალიან მალე მოხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქუდზე კაცი გამოვა იმ დღეს, რომელსაც დაერქმევა რევოლუციის დღე.

შემდეგ ეროსი კიწმარიშვილმა "გაამათრახა" ხელისუფლება და აღიარა, რომ ვალშია ქართველ ხალხთან: _ ეს მთავრობა ჩემი მოყვანილია და მე უნდა წავიყვანო! ყველაზე მეტად ჩემთვისაა რთული აქ დგომა _ ძალიან გაგვიცრუა იმედები 2003-მა წელმა. ჩვენ გვეგონა, რომ კარგს ვაკეთებდით, მაგრამ მწარედ შევცდით. თუმცა, საქმის გამოსწორება შეიძლება. ერთი თხოვნა გვაქვს _ როცა დადგებით არჩევნის წინაშე _ დარჩეთ სახლში თუ გამოხვიდეთ აქციაზე, აირჩიეთ მეორე, რადგან გპირდებით, რომ სახლში გამარჯვებულები დაბრუნდებით!

რატომღაც ბათუმის აქციაზეც არ გამოჩენილა კოკა გუნცაძე, რამაც გაამყარა გავრცელებული ხმები, რომ მან "ქართული პარტია" დატოვა. მასალის მომზადების დროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ გაკეთებული არ იყო.




 ახალი ამბები
  • ირინა ქავჟარაძის რეკორდი_ 70-იდან 70 ქულა ქართულშიოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შედეგი - 70-დან 70 ქულა მიიღო. _ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 6 ივლისს მქონდა გამოცდა. მესამე ვარიანტი ვწერე. ანალიზის თემა იყო მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, ხოლო ესსეს თეზისი იყო: „დღევანდელი ახალგაზრდების აზრით, ყველა ადამიანი თავისთავად გამორჩეულია და არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდე“. 70-დან 70 ქულა მივიღე. მგონი, გურიაში პირველი ვარ, რადგან დღეს შედეგები გამოცხადა და ასეთი ქულა არავის აქვს, რაც მე მოვისმინე, - თქვა ჩვენთან საუბარში ირინამ. „გურია ნიუსი“ კვლავ მრავალ წარმატებებს უსურვებს ირინა ქავჟარაძეს, რომელიც გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდაა და არაერთხელ იყო ჩვენი ახალგაზრდული გაზეთის ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა.  კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. პროდუქტი არის თითქმის მზა მდგომარეობაში და მხოლოდ ღუმელში გამოცხობას საჭიროებს. შპს ფუდ ალიანსის  პროექტის მთლიანი ღირებულება 10 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.7 მლნ ლარს შეადგენს.  საწარმოს მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა. შპს ფუდ ალიანსის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტებში (სპარი და კარფური) კომპანია “ფუდ ალიანსი” პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ორი მიმართულებით გეგმავს. ესაა სასტუმროები და საცალო მარკეტები. კომპანია ორიენტირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები სრულად, უფრო მცირე ზომის სასტუმროები კი 50%-ით აითვისოს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთმა, ადგილობრივმა წარმოების კომპანიამ დაიწყო ოპერირება.  კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და  გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. თანაც მის საბოლოო მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ჩვენ პარტნიორთან ერთად მოუთმენლად ველოდით როდის გამოჩნდებოდა პროდუქცია დახლებზე და  ის უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტების ქსელში.   დარწმუნებული ვართ კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.  (R)       ... ...
  • როდის შეძლებს გორაბერეჟოულის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტების მიღებასჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ კოლეჯ "ჰორიზონტის" დაკვეთით, შპს "ელ ჯორჯია", მათ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, გორაბერეჟოულის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას ახორციელებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მშენებლობა 2020 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. პანდემიის პირობებში, რა ეტაპზეა პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომლის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ინტერესი აქვს და როდის შეძლებს სასწავლებელი პირველი სტუდენტების მიღებას? _ ამ საკითხის გასარკვევად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს ვესაუბრეთ. ზაალ მამალაძის თქმით, პანდემიის გამო პროფესიული სასწავლებლის პირველი კორპუსის მშენებლობა 2 თვით შეჩერებული იყო, ამჟამად კი სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და გადახურვითი პროცესი მიმდინარეობს. "პანდემიის გამო, მშენებლობა შეჩერებული იყო 2 თვით მაინც, ახლა განახლებულია. მუშაობა თვეზე მეტია მიმდინარეობს. გადახურვის სამუშაოებზე არიან უკვე გადასულები. თუ პანდემიის გამო რამე არ შეიცვალა, ალბათ, ოქტომბრისთვის შეიძლება მიიღოს უკვე სტუდენტები", _ გვეუბნება ზაალ მამალაძე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მეორე, ძირითადი კორპუსის აშენების მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას ელოდებიან. "რაც შეეხება მეორე, ძირითად კორპუსს, ის არის სოფლის მეურნეობის სეგმენტი გორაში. ამასთან დაკავშირებით ტენდერიც გამოცხადებულია, გამარჯვებულს ველოდებით და დაიწყება ძირითადი კორპუსის მშენებლობა გურამიშვილის ქუჩაზე", _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ. მამალაძის თქმითვე, სასწავლებელი 60 სტუდენტზე იქნება გათვლილი, პედაგოგების არჩევა კონკურსის წესით მოხდება. ძირითადი კორპუსის აშენების შემდეგ  კი განისაზღვრება ფაკულტეტების სრული რაოდენობა. "ეს არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის სეგმენტი და ამიტომ იქნება 60 სტუდენტზე გათვლილი. ძირითადი კორპუსი რომ ჩაერთვება, მაშინ განისაზღვრება რა ფაკულტეტები უნდა იყოს. არ იქნება მხოლოდ სოფლის მეურნეობის. შეიძლება სხვა ფაკულტეტებიც დაემატოს. ზოგადი განათლებისაც და ა.შ. რაც შეეხება თანამშრომლებს, როგორც ზაალ მამალაძემ გვითხრა, განათლების სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გორაბერეჟოულის თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება ძირითადად, აგრარული მიმართულების იქნება. როგორც სამინისტროში ამბობენ, დაგეგმილია მეტყევეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეფუტკრეობის შემსწავლელი და რეგიონის განვითარებისთვის საჭირო სხვა პროგრამების ამოქმედება. ... ...
  • „გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი“ _ დავით ჭიჭინაძე„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი. გარდა იმისა, რომ სწორედ მისი მსგავსი პოპულისტური, უვიცი განცხადებები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის იდეაც მიითვისა, რადგან ამ იდეის ავტორი რეალური ადამიანები არსებობენ", _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გამაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, "ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს". "რადგან,  კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. და  ასე რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს. ანუ, ბანკირებს თავისი წრე აქვთ და იმ წრეშიც კი, ორმა - სამმა თუ იცის რა სისტემას ქმნიან და როგორ „ახრჩობენ“  ხალხს.  ასეთი უცოდინარი, პოპულისტი  ადამიანები კი, ისევ ბანკების წისქვილზე ასხამენ წყალს. მოკლედ, ის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური  საქმიანობა და ეს კანდარღვევაა; ის, რომ ეროვნული ბანკი, კონსტიტუციითა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში  ფასები  იყოს სტაბილური  და ამას არ ასრულებს ; რომ ფულის ემისიის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს და ამას კომერციული ბანკები ახორციელებენ, რითაც ისევ კონსტიტუცია ირღვევა; აი, ამ ყველაფერზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბანკებს!  ამის გამო უნდა მიეცენ პასუხისგებაში და არა პროცენტების განახევრებაზე ვისაუბროთ! მითუმეტეს, რომ პროცენტის განახევრება ხალხის გათავისუფლებას ნამდვილად არ ნიშნავს. მე  ამას ვებრძვი რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით  2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული,  არაერთხელ წარვადგინე ( ამას ყოფილი პრემიერებიც დაადასტურებენ) პუნქტობრივად,  როგორ უნდა შეიზღუდოს  ბანკების არაპროფილური საქმიანობა და თან ეს ისე  უნდა გაანალიზდეს,  რომ ჯანმრთელად განხორციელდეს და ეკონომიკისთვისაც არ იყოს  დამრტყმელი. მევახშეებთან მიმართებაშიც დაშვებულია პრეცენდენტი.  ნინო ბურჯანაძეს როგორც წაართვეს ერთ დოლარად მიცემულ შენობა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ასევე შეგვიძლია უკან  დავაბრუნოთ მიტაცებული ასობით ბინა, მიმტაცებლები კი დავაჯარიმოთ. გიორგი ვაშაძეს რაც შეეხება,  ის არა მარტო პოპულისტურ, ცარიელ ფრაზებს ისვრის, მან  იუსტიციის სახლის იდეაც კი  მიითვისა და ის ფაქტი, რომ ეს მისი კი არა, სხვისი პროექტია, მალე გამოაშკარავდება, რადგან არსებობენ  ადამიანები ვინც ეს  პროექტი რეალურად შექმნა. ვაშაზემ  და მისმა ოჯახის წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კი, ჯერ მოპარული ფული დააბრუნონ და მერე ესაუბრონ ხალხს!“ _ განაცხადა "ტრიბუნას ... ...
  • ფოთში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენფოთში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს სამძებრო ღონისძიებები მესამე დღეა, უშედეგოდ გრძედება. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი,  ასევე, 4 ნავი, ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და დრონი. შეგახსენებთ, სუიციდის ფაქტი 3 აგვისტოს მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...