უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები არ ყოფნის?

"კურიოზული სიტუაციაა შექმნილი. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის არ იქნა შემოტანილი საკონსტიტუციო ცვლილებები. მივიღეთ პასუხი, რომ ხვალ შეიძლება შემოიტანონ. შემიძლია გავაკეთო ვარაუდი, რომ მიუხედავად ტოტალური ზეწოლისა, უმრავლესობას არ აქვს ხმების სათანადო რაოდენობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. არავინ აპირებს დაუცადოს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც ოქტომბრის დასაწყისისთვის იქნება და მიუხედავად სავარაუდო რეკომენდაციისა მაინც აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას კვორუმის სამი მეოთხედის მაგივრად ორი მესამედით აპირებენ," _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა გია თევდორაძემ.
საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც მთავრობის უფლებამოსილების შემცირებას და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კვორუმის 3/4- დან 2/3- მდე დაწევას ეხება პარლამენტში მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს, თუმცა, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტების ინიცირება არ მომხდარა.