თეა წულუკიანი: "ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება"

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: "ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება"

2013 სექ 18 11:04:55
როგორც შეხვედრებზე განაცხადა მინისტრმა, მთავრობის მიზანია, ინსტიტუტების დონეზე დემოკრატიის მშენებლობა; ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ პოლიტიკურად, სამართლებრივად და ეკონომიკურად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ნებისმიერი მომავალი მთავრობის ხელში შეუქცევადი იქნება.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წულუკიანი ევროკომისრებს იმ რეფორმების შესახებაც ესაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში; მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეორე ტალღის, "შრომის კოდექსის", "სისხლის სამართლის კოდექსის", ანტიდისკრიმინაციული კანონისა და სხვათა შესახებ.

"ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. ქართველ ხალხს, რომელიც შეუსვენებლივ აგრძელებს სვლას ევროპისკენ, თქვენი ხელშეწყობის იმედი აქვს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

შტეფან ფულე და სესილია მალმსტრომი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობითაც დაინტერესდნენ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

მინისტრმა მიმოიხილა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო, ისაუბრა კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა: კომისიის წევრები გახდნენ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები, ხოლო არასამთავრობო სექტორის უფრო ფართო სპექტრს საშუალება მიეცა, დემოკრატიული პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გამხდარიყო.

"დღეს საარჩევნო გარემო თვისობრივად შეცვლილია. ძალადობას როგორც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, დღეს აღარ აქვს. ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი კამპანიას თავისუფალ გარემოში ატარებს. ჩვენ გასულ წელს დემოკრატიულად შევცვალეთ პარლამენტი. წელს ვაჩვენებთ, რომ ასეთივე გზით შევცვლით პრეზიდენტსაც", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

სესილია მალმსტრომმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის პირველ ფაზას შეაფასებენ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით, ვილნიუსის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელში თეა წულუკიანის შეხვედრები.

"შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომისგან მივიღეთ მტკიცე გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ვიზადიალოგისა და ასოცირების ხელშეკრულებისათვის. მთავარია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ ერთი მიზანი − საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ეს მიზანი იქნა ხაზგასმული და მხარდაჭერილი ევროკომისრების მხრიდან", − განაცხადა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო.




 ახალი ამბები
  • ვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დასახმარებლადსაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, თუ ვის მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს : გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმჯდომარეს - მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს - ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთოს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს - რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს - მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - დუნია მიატოვიჩს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ... ...
  • კონსტანტინე შარაშენიძე: “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ დღეს თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დაინტერესდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოსაზრებით.  ეთანხმება თუ არა დამოუკიდებელი მერი ოპოზიციის მოთხოვნებს - ამ კითხვაზე კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ _ მხოლოდ ეს გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ოზურგეთის ... ...
  • დედაქალაქში აქციისთვის ემზადებიან _ ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდანამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსტაველის ... ...
  • "მობილიზებულია საპოლიციო ძალები" _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ ... ...
  • "შეასრულონ დაპირებები ან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები" _ ლევან მგელაძე "ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას. "ის, რაც დღეს ხდება,  არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?