გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს აჭარაში მართავს

პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს აჭარაში მართავს

2013 ოქტ 3 20:22:40

გიორგი მარგველაშვილი დღეს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა. კოალიციის კანდიდატმა ამომრჩევლების პრობლემები მოისმინა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოალიციის ლიდერები: არმაზ ახვლედიანი, დავით ბერძენიშვილი, მურმან დუმბაძე და ფატი ხალვაში, ასევე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე.

როგორც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი კოალიციის ღირსეული და უალტერნატივო კანდიდატია, მას ყველაზე კარგად ესმის სამართლიანობის ფასი და მზად არის თავის ხალხს და ქვეყანას უანგაროდ ემსახუროს.

"გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ 27 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს თავმდაბალი, ერთგული და სამოქალაქო კულტურის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ," _ განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ თითოეული შეხვედრა მოსახლეობასთან პოზიტივითა და უკეთესი მომავლის რწმენით არის აღსავსე და ამ მხრივ არც ეს დღე იყო გამონაკლისი.

"იყო სითბო, იყო მზაობა იმისათვის, რომ ამოვუდგეთ მხარში ერთმანეთს და მე ამ პოზიტივით განმსჭვალული ვტოვებ შეხვედრას მომავალი შეხვედრების იმედით," _ განაცხადა დავით სერგეენკომ.

გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მალე სრულიად სხვა ქვეყანა იქნება, არა რომელიმე პარტიის ან ლიდერის ქვეყანა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა. "ეს იქნება სრულიად სხვა ქვეყანა ვიდრე ჩვენ გვინახავს. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, რომელიმე ლიდერის ქვეყანა, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს რომ 27-ში ჩემი არჩევით ძალაუფლება მე კი არ გადმომეცემა, არამედ უბრუნდება ხალხს _ მათ ვისაც ეს ძალაუფლება რეალურად ეკუთვნის," _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და მათ დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი და ხალხი ერთად დადგება უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის.

ხვალ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდება.

(R)




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...
  • "არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე" _ ნატო ჯიბუტის მორიგი მოწოდება ჩოხატაურელებსჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მოსახლეობას მორიგ რეკომენდაციას აძლევს. ჩემო ძვირფასებო! აქამდე მოწოდებული მესიჯები სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ ისევ ძალაშია, ისევ არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ახლა დაგვემატა კიდევ ერთი აუცილებელი ქმედება – სიცხის გაზომვა! ნუ დაველოდებით სხვას, სანამ მოვლენ და გაგვიზომავენ სიცხეს, ყოველდღე დღეში ორჯერ დილით და საღამოთი ოჯახის ყველა წევრს ვუზომავთ სიცხეს, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, რასაც პირველი ვაკეთებთ, ესაა ოჯახის ექიმთან სატელეფონო კავშირი და მასთან დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რაიმე ინფორმაციის დამალვა ისევ თქვენთვისაა საზიანო. ჩვენი კვალიფიციური ოჯახის ექიმები მოგცემენ სწორ და საჭირო მითითებებს, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა. დარწმუნებული იყავით, მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენ გვერდითაა, არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე, ოღონდ შევასრულოთ ყველა აუცილებელი მითითება, სწორედ ახლაა აუცილებელი თქვენი სწორი ქმედებები, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავდების გავრცელება! #ხალხის ქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია,# ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID ... ...
  • მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იქნება სინოდის სხდომა, თუმცა ბზობის შემდეგ მეუფეების ნაწილი ილია მეორეს შეხვდება. თავად მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ისინი პატრიარქის კურთხევასა და მთავრობის მითითებებს უნდა დაემორჩილონ. "დღეს ძალიან ლამაზი წირვა იყო ღია ცის ქვეშ. შეიძლება ისე, როგორც ანდრია პირველწოდებულმა ჩაატარა. უნდა ვიყოთ მშვიდად, რომ არ დავარღვიოთ კანონები და მშვიდად შევხვდეთ აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულს. ჩვენ შევხვდებით პატრიარქს და მისი ლოცვა-კურთხევის შესაბამისად მოვიქცევით. ჯერ არ ვიცი, თუმცა, პირადად, ვფიქრობ, რომ  შეიძლება სადმე მონასტერში ღამისთევით ჩატარდეს  მსახურება და დილით წირვა, რომ არ დავარღვიოთ კანონი”, - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, ეპარქიაში ბზობისა და ხარების დღესასწაულებისთვის ემზადებიან და რეგულაციებს ... ...
  • მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულებს დღეს ალბათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატებადიდი ალბათობით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს კორონავირუსის 170 შემთხვევა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს ალბათ კიდევ შეემატება რამდენიმე ადამიანი, ამის შესახებ საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას. ახლა გვყავს 51 პაციენტი, მათგან 36 დადასტურებულია, გუშინ ერთი შემოიყვანეს უკვე დადასტურებული დიაგნოზით, რომელიც ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტია. ასევე გვყავს ამ ახალი პაციენტის 7 კონტაქტი, რომლებსაც დღეს ავუღებთ ნიმუშს. კრიტიკულ მდგომარეობაში ერთი პაციენტი რჩება. დილით 15 პაციენტის ანალიზები უკვე ავიღეთ, დღის განმავლობაში ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა, 1 ... ...
  • პროგნოზი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში _ ტიკარაძეგვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჩვენ ამ ეტაპისთვის კოვიდის მართვაში ჩართული გვყავს 20 საავადმყოფო. “ცხელების კლინიკებში” ჩვენ ვთლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიტალი რეგიონების მხრიდან და დაავადების მატებასთან ერთად კიდევ გვაქვს რესურსი, რომ ჩავრთოთ 15 დამატებითი ჰოსპიტალი. საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარნტინე ზონებში, რომლის მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს არის დაახლოებით 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 000-მდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს ექიმების გარკვეული რესურსი. თანაფარდობა საწოლფონდისა და ექიმების არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეტაპისთვის სამინისტრო მუშაობს ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და ტრენინგზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...