პაატა მანჯგალაძე: “კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ"

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: “კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ"

2013 ოქტ 5 20:40:33
არის თუ არა ზეწოლა “ნაციონალების“ კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეებზე და გარდაუვალიათუ არა არჩევნებში მეორე ტური, ამის შესახებ “გურია ნიუსთან“ გურიის გუბერნატორის მოადგილე, პაატა მაჯგალაძე საუბრობს.

_ ბატონო პაატა, მოახლოვდა არჩევნები. საინტერესოა, სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის ადმინისტრაციის პოზიცია მთელი რიგი საკითხების მიმართ. მაგალითად, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაში შედის კონსტიტუციის ის მუხლები, რომლითაც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან გადადის პრემიერ-მინისტრის კომპეტენციებში. შესაბამისად, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ გუბერნატორის და თქვენი თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრთან?!

_ კითხვა ისეა დასმული, თითქოს ჩვენს ძირითად საზრუნავს თანამდებობა წარმოადგენდეს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, სულაც არ მიმაჩნია, რომ დღეს უმთავრესი იმ საკითხის გარკვევა იყოს, ვინ რომელ თანამდებობაზე იქნება.

_ რა პროცესები გაქვთ მხედველობაში?

_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ვგულისხმობ იმას, რომ ოფიციალური, სტატისტიკური მონაცემებითაც კი, შეჩერებულია ეკონომიკური ზრდის ტემპები. ამას ახალი მთავრობაც არ უარყოფს. ეკონომიკური ზრდის ტემპის შეჩერება გულისხმობს კერძო სექტორში ყოველდღე ახალ-ახალი სამუშაოების დაკარგვას. ეს სოციალური თემატიკაა.

მე ყურადღებას ამაზე იმიტომ ვამახვილებ, რომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენთვის უმთავრესი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესია.

მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარება, როდესაც დღითიდღე იზრდება საოკუპაციო ზონა და იმის ნაცვლად, რომ ამაზე მყისიერი რეაქცია ხდებოდეს და გამოყენებული იყოს სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმები, მთავრობა ამასაც "გაგებით ეკიდება", ისევე, როგორც კრიმინალის მატებას ქვეყანაში.

_ ბატონო პაატა, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს _ კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგიძლიათ?

_ რა თქმა უნდა, ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით _ ცოტა ხნის წინ, ექსპერტებთან შეხვედრისას, პრემიერმა განაცხადა, რომ საზღვრის გადმოწევა უკავშირდება სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას. იმის ნაცვლად, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს ტონის მიმცემი მთავრობის სხვა წევრებისთვის და უმკაცრესი განცხადებები კეთდებოდეს, პრემიერმა შემგუებლური პოზიციის დაჭერა ამჯობინა, რაც ნამდვილად საგანგაშო სიგნალია და ახალისებს ოკუპანტს საოკუპაციო ზონის ახალ-ახალი ტერიტორიების მიტაცებაში. საკმარისია, თვალი გადაავლო საქართველოს ისტორიას, უმალ დარწმუნდებით პრემიერის პოზიციის მცდარობაში. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჯერ კიდევ 1801 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. რა შუაშია სოჭის ოლიმპიადა?!

_ მოდით, თავი დავანებოთ საგარეო პოლიტიკას და ადგილობრივ რეალობაში დავბრუნდეთ. როგორ შეაფასებდით მიმდინარე საარჩევნო პროცესს, საარჩევნო გარემოს, რამდენად თანაბარი პირობები გააჩნიათ კანდიდატებს და ხომ არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები?

_ გასაგებია თქვენი ინტერესი _ რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება არჩევნებისკენ არის მიმართული, მაგრამ მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის პოზიცია უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა, რადგან მთავრობა იცვლება, თანამდებობის პირები მიდიან და მოდიან.

ჩვენი ამ თაობის მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, თუ რას დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, ხელისუფლება სარგებლობს მთელი რიგი პრივილეგიებით და უპირატესობებით, მაგრამ მთავარია, ქმედება არ გასცდეს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.

თქვენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მკითხეთ _ რა თქმა უნდა, ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგალითად, სოფლის რწმუნებულები აქტიურად არიან ჩართულები სახელისუფლო კანდიდატის მხარდამჭერი შეხვედრებისას ხალხის მობილიზებაში. ასევე, დაფიქსირდა საარჩევნო საუბნო კომისიის წევრებზე გარკვეული ზემოქმედების ფაქტები, მაგალითად, პირადი სურვილით კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარდგენილმა ოცამდე კომისიის წევრმა. ისინი, რა თქმა უნდა, რჩებიან ამ პარტიის მხარდამჭერებად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, თავს იკავებენ კომისიის წევრობაზე.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, ზეწოლის რა ფაქტებზეა საუბარი?

_ კი, ბატონო. თუმცა, სათანადო არგუმენტების გარეშე არ მჩვევია საუბარი. თქვენ შეგიძლიათ, მოიძიოთ ეს სიები, ვინც ბოლო პერიოდში უარი განაცხადა კომისიის წევრობაზე, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაში. რაც შეეხება მიზეზებად, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოფიციალურ საუბრებში ასახელებენ ოჯახურ პირობებს, ხოლო პირად საუბრებში უთითებენ, რომ სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულია მათი ახლობლები და არ სურთ, მათ რაიმე პრობლემები შეექმნათ.

_ თქვენ მოგიაზრებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად გურიაში. ასევე, ჩართული იყავით ბოლო პერიოდში ჩატარებულ ყველა არჩევნებში, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი. თქვენი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები უცნაურად არ გეჩვენებათ?

_ ჟურნალისტები, ხშირად ჩემთან საუბრისას, ჩემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანობას მახსენებენ, თითქოს ამაში რაიმე კანონდარღვევა იყოს. მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემი, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე ან არჩევნებში უხეშად რაიმე ფორმით რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობის არც ერთი ფაქტის მოყვანა არ შეგიძლიათ. არა იმიტომ, რომ თქვენ არ იცით, არამედ იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

მე მესმის, როცა ამ კითხვას მისვამენ, აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ მაშინ ცესკოს წარმომადგენელი ვიყავი და ახლა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ. დიახ, ასეა, დრო მიდის, ადამიანები იცვლიან სამსახურს, პოზიციებს. ისე ცნობისთვის, ერთხელ და სამუდამოდ რომ ამოვწუროთ ეს თემა და მის ირგვლივ მოვხსნათ კითხვითი ნიშნები.

მოკლედ გეტყვით იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და რა შეხება მქონდა არჩევნებთან. პროფესიით ვარ იურისტი, დავამთავრე ასპირანტურა კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით, საარჩევნო სამართალი წარმოადგენს კონსტიტუციური სამართლის ნაწილს. 2002, 2003, 2006, 2008 და 2011 წლებში გავლილი მაქვს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენინგები, საარჩევნო სისტემაში მიმუშავია სხვადასხვა თანამდებობაზე: დამკვირვებელი, კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, თავმჯდომარე, ოლქის იურისტი, ოლქის წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის პასუხისმგებელი სპეციალისტი, საარჩევნო საკითხების ტრენერი - ფასილიტატორი. ბუნებრივია, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ვაკანსია ტრენერის თანამდებობაზე, მე ამირჩიეს.

_ გასაგებია, რომ გამოცდილება გაქვთ საარჩევნო საკითხებში, მაშინ როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კომისიებში “ნაციონალების“ სახელით საეჭვო რეპუტაციის მქონე კომისიის წევრები დღეს "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ?

_ საეჭვო რეპუტაცია ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფრის მთქმელია. პირის კომისიის წევრობაზე უარის თქმის საფუძველი ის კი არ არის, ვის რა შეხედულება აქვს ამ პიროვნების მიმართ, არამედ მის მიერ ჩადენილი და კანონით დადგენილი წესით დადასტურებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, თუ ასეთი ხალხი არსებობდა და დღეს ისინი “ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან, ის უკვე არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ “ქართული ოცნების“ პრობლემაა.

_ თქვენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდით. როცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იყავით, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი?

_ კი, რა თქმა უნდა. ეს მასშტაბური არ ყოფილა, მაგრამ საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს, როგორც მახსოვს, ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ მთავარი ის არ არის, რა ხდებოდა წინათ და ამით არ უნდა გავამართლოთ დღევანდელი დარღვევა. თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა ხდება დღეს.

_ და რა ხდება დღეს, ბატონო პაატა?

_ ხდება ის, რომ პრეზიდენტობისკანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის შტაბის წარმომადგენლები დადიან სოფელ-სოფელ, ატარებენ მხარდამჭერ შეხვედრებს, სადაც სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ და შემდგომში სოფლის პროგრამებით გასაკეთებელ საქმეებს ასაღებენ, როგორც პარტიულ მიღწევად და მათ დამსახურებად.

_ თუკი ეს დარღვევაა, რატომ არ მიმართავთ შესაბამის სტრუქტურებს?

_ სწორად დასმული კითხვაა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია აგროვებს მსგავსი ტიპის ინფორმაციებს და ალბათ, გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებებიც, მაგრამ გასაკვირი ის კი არ არის, ესენი ამას როდის გააკეთებენ.

მე მაკვირვებს ის, რომ წინა წლებთან შედარებით, თუნდაც თქვენი გაზეთის ჟურნალისტები რატომ პასიურობთ ამ მიმართულებით?

_ ერთი შემთხვევა დაგვისახელეთ, ჩვენთვის რაიმე ფაქტი გახდა ცნობილი და სათანადო რეაგირება არ გავაკეთეთ?

_ მე ის კი არ ვთქვი, რომ თქვენ რაიმე დამალეთ, არამედ ვთქვი, რომ თქვენი მხრიდან ინიციატივები დარღვევების გამოვლენაში ნაკლებია.

_ თქვენი ინიციატივა სადღაა? რას ნიშნავს ყბადაღებული კოჰაბიტაცია და თქვენ, როგორც წინა მთავრობის წარმომადგენელს,როგორ გესმით სამართლიანობის აღდგენა.

_ კოჰაბიტაცია არა მარტო ეტიმოლოგიურად, არამედ, შინაარსობრივადაც უცხოა საზოგადოებისთვის. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბოლო ათწლეულების მანძილზე არ არსებობდა დამარცხებული და გამარჯვებული ხელისუფლების თანაარსებობის პრაქტიკა და ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, როცა გყავს დამოუკიდებელი პროკურატურა, როგორც ახლა აცხადებენ, სხვა არაპოლიტიზირებული სამართალდამცავი სტრუქტურები, რეფორმირებული სასამართლო, სამართლიანობის იდეაზე აპელირება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და მოქალაქეებში შუღლის ჩამოგდების მცდელობად მიმაჩნია.

თუკი არსებობს კონკრეტული დანაშაული, მაგალითად, საუბრობენ ბიზნესში ჩარევაზე, კერძო საკუთრების ხელყოფაზე, ადამიანის დარღვეულ უფლებებზე, გამოიძიონ ეს საქმეები და თუ გამოიკვეთება კონკრეტული პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი, მოხდეს მათი დასჯა და ერთი წელი ნამდვილად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ამ მიმართულებებით კონკრეტული შედეგები დამდგარიყო, მაგრამ ამ ცივილიზებული გზით წასვლა, ბევრი მიზეზების გამო, ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნეებს არ აძლევთ ხელს, რადგან ადვილია დააბრალო ადამიანს რაღაცა, მაგრამ ძნელია, მოიტანო ამის დამამტკიცებელი საბუთი. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველი ასეთი იდეის გავრცელებას ბრმად ნუ წამოვეგებით და მისი არსის გამოცნობისას კარგად დავაკვირდეთ, რა წარსულის მქონე ადამიანები საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე.

_ რა წარსულის ადამიანები საუბრობენ, ბატონო პაატა?

_ მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა მე ასე მესმის _ 2003 წელამდე, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდოდა ხელისუფლებაში, ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, სამართლებრივ სახელმწიფოში გვეცხოვრა, არ ყოფილიყო კორუფცია, კრიმინალი, მაფია, მაღალი ყოფილიყო ხელფასები, პენსიები, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და არ ყოფილიყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და "ნაციონალების" მოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი გაუარესებულიყო, მაშინ ვისაუბრებდით სამართლიანობის აღდგენაზე, მაგრამ, როცა დღეს ყოფილი კრიმინალი, ყოფილი კორუმპირებული ჩინოვნიკი, ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში მართლა გაყვლიფა და გაძარცვა მოსახლეობა და დღეს სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს, მაპატიეთ, მაგრამ მაგას ნამდვილად ვერ მივიღებთ.

_ დაგვისახელეთ, კონკრეტულად ვის გულისხმობთ.

_ კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მოგეხსენებათ, თითოეულ მათგანს ოჯახები ჰყავთ და რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინათ, არ მინდა მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა თავი დამცირებულად იგრძნონ?! თქვენ თუ დააკვირდებით, მე ამაში ვგულისხმობ იმას, ვინც სამართლიანობის აღდგენის იდეას ეფარება. პრეზიდენტობის რომელი კანდიდატის უმთავრესი თემა და ლოზუნგის იდეაა სამართლიანობის აღდგენა? დაფიქრდით და თავად გექნებათ პასუხი ამაზე!

_ მოახლოებული არჩევნების ფონზე როგორ შეაფასებთ თითოეული კანდიდატის შანსებს?

_ არჩევნებიდან ერთი თვით ადრე კონკრეტულ შანსებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ დღევანდელ რეალობას მეორე ტური გარდაუვალია, რომელშიც მონაწილეობას ორი კანდიდატი _ ბაქრაძე და მარგველაშვილი მიიღებს.

_ რას ეფუძნება თქვენი ეს პროგნოზი?

_ არსებობს მხოლოდ ორი არჩევანი _ტკბილი ტყუილი და მწარე სიმართლე. ტკბილი ტყუილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც კიდევ სჯერა ცრუ დაპირებების და ელოდება აუხდენელი ოცნებების ასრულებას. ხოლო მწარე სიმართლე გულისხმობს იმას, რომ, საბედნიეროდ, არსებობენ პრაგმატული ადამიანები, რომლებიც საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე და ფუჭ ოცნებებზე არ არიან ადევნებულნი, რეალურად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, ქვეყნისშესაძლებლობებს და არჩევანს აკეთებენ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე.




 ახალი ამბები
  • ე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყოე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ამასთან დაკავშირებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდებ“, - აღნიშნულია ... ...
  • „მომიგლიჯეს ღობე, ამიჭრეს თხილი და თვალებში მომაბერტყეს“ _შშმ პირი შველას ითხოვსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მცხოვრები ელიკო და რამაზ კალანდაძეების ოჯახი (ბატონი რამაზი შშმ პირია და მუდამ ხაზს უსვამს, რომ ამიტომაც ჩაგრავენ)დიდი ხანია, ითხოვს საკარმიდამო ნაკვეთთან მდებარე მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, რომელიც, მათივე თქმით, ერთ-ერთმა ინვესტორმა მიიტაცა.  _ პასუხი იგვიანებს, მომეშველეთ ჟურნალისტები! დიდი კაცისგან პატარის ჩაგვრის მარადიული ფილოსოფია _ ჩემზეც საუკეთესო მაგალითია! ნარუჯაში ვცხოვრობ, საკარმიდამო ფართობთან მიმდებარე 6 ათას კვმ. მიწის ნაკვეთის დაკანონებას, რომელზეც თხილი და ჩაის მაქვს გაშენებული და თავის რჩენის ერთადერთი  საშუალებაა, რა ხანია, ვითხოვ. უცებ კი აღმოჩნდა, რომ ვიღაცას 22 ჰა მიწის ფართობი არ ეყო და ეს ერთი მტკაველი მიწა წამგლიჯა! მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" მძარცველები! _ სახელმწიფოვ, დამეხმარე! ყველა დამეხმარეთ! _ წერდა "გურია ნიუსს" შარშან რამაზ კალანდაძე . დღეს ჩვენ კვლავ დაგვიკავშირდა ბატონი რამაზი და მისი მეუღლე ელიკო კალანდაძე. _ სამართალი ვერ ვიპოვეთ. ნარუჯაში 22 ჰექტარი ფართობი იყიდეს, 2016 წელს  ეს 6 ათასი კვმ. მიწის ფართი აღმოჩნდა შპს "ბლუბერის" 22-ჰექტრიან მიწის საკუთრებაში.  გუშინ მათ და მოგვითხარეს ღობე, ამიჭრეს თხილის ხეები და ტოტები თვალებში მომაბერტყეს. ეს შეიძლება? ჩემი დარგული, ნაწვალები მომიჭრეს. მოგვერივნენ და სამართალი არსადაა? კიდევ ერტხელ გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ღობე ნახეტ, მოარღვიეს, სარები მომიყარეს, კბილიანი მავთულით მქონდა სერობილი და აგლიჯეს, - გვითხრეს მათ,   როცა ადგილზე მივედით. „გურია ნიუსი“  აქ  გაჭიანურებული სამეზობლო დავის მოწმე გახდა, სადაც დაძაბულობა აშკარაა და , შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს. _ამ ოჯახს ვერანაირად ვერ მოვურიგდით. რა უნდათ, თვითონ არ იციან. ეს არის ჩვენი საკუთრება. 2015წელს  აუქციონზე შევიძინეთ 22 ჰა ფართობი. მოვიდა ქალბატონი ელიკო და გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე მისი სახლის მიმდებარე, ექვსიათას კვ.მ. ფართობით, დიდი ხანია სარგებლობს.  შეგვეცოდა და არც თხილი მოგვიჭრია, არც ჩაის ბუჩქები მოგვითხრია,რომელიც  აღნიშნულ ტერიტორიაზეა. დღემდე სარგებლობს, კრეფს ჩაის. ხუთი წელია, ვეხვეწებით, მოიტანოს დოკუმენტი, რომ მისია. მიწის საკუთრების მოწმობა ხომ უნდა ჰქონდეს? ახლა ამ ერთ მხარეს მოვხსენით ღობე, სარები დავულაგეთ თავის ეზოთი. შეხედეთ, ეს დაგლეჯილია? რა უნდა ჩვენთან? კიდე გვეცოდება და დარჩენილ სამი ატას კვ.მ. ფართობზე, რომელიც ჩვენია და ნაყიდი გვაქვს, არ ვედავებით,  ჯერჯერობით. ვიმეორებ, მოიტანოს საბუთი ან წავიდეს სასამართლოში, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ შპს „ბლუბერის“ წარმომადგენლება, მამა-შვილმა  პალესტ და კახა ზამთარაიებმა. _თქვენ 20 თეთრად იყიდეთ ერთი კვადრატული მეტრი. გადაგიხდით მეც ასე და დამიბრუნეთ. ხომ გითხარით, როცა მოხვედით, რომ ჩემი მიმდებარეა და ამდენი წლის მანძილზე ვსარგებლობ? მეუღლე შშმ პირი მყავს, ერთი თეფში მოცვი თუ მოგიტანიათ, ავადმყოფი გყავს და მოგიკითხეთო? -ცხარობდა ელიკო კალანდაძე. _რატომ მოგიტანო მუქთად? მოდი იმუშავე და წაიღე. ან 20 თეთრად რატომ მოგყიდო? ჩემია, თუ მინდა ათ ლარად მოგყიდი და სულ არ მოგყიდი, ესეც ჩემი ნებაა. არ შეხვედი თავზე? _ გაბრაზებული, რუსული აქცენტით ედავებოდა კახა ზამთარაია ელიკო კალანდაძეს. საუბარში კი მამა ეშველებოდა , დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და ქართულად საუბარი უჭირსო.     კარგა ხნის კამათის და ხმაურიან დაპირისპირების შემდეგ,  ელისო კალანდაძე დარწმუნდ, რომ დავამ , რომელიც მრავალი წლისმანძილზე გრძელდება, აუცილებელია სასამართლოში გადაინაცვლოს, თუმცა მან  განაცხადა, რომ  საამისო სახსრები არ გააჩნია. _წაბრძანდით, მიმართეთ სასამართლოს და რაც დაგჭირდებათ ამ პროცესში,  ხარჯებს ჩვენ გადაგიხდით, - უთხრა მას კახა ზამთარაიამ.   ელიკო კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან  საგანგებო წერილით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის ლიდერს, გიორგი ვოლსკის მიმართა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია. ამავე თემაზე: "მიწის შვილს მიწას მართმევენ "საჰაერო თავდასხმით მზომავი" ... ...
  • ონი პირველი პირების გარეშე _ მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვესონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" თავად ემზარ საბანაძესთან და დიმიტრი საყვარელიძესთან შეეცადა, თუმცა, არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მერის მოდგილეს, ეკა მაისურაძეს, რომელიც ინფორმაციას არ ფლობდა, მიზეზად არასამუშაო დღე დაასახელა. მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთში, მაისურაძე თავად დაგვიკავშირდა და ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, მან სხვა დეტალებზე საუბარი არ ... ...
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...