როგორ მიმდინარეობდა არჩევნები ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში

პოლიტიკა

როგორ მიმდინარეობდა არჩევნები ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში

2013 ოქტ 28 11:55:45

"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, უმეტესად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ქვეყნის ორ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, მცირედი ხარვეზებით ჩატარდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელთა უმრავლესობას მიეცა საშუალება განეხორციელებინა დაკვირვება არჩევნების დღის ყველა პროცედურის მიმდინარეობის განმავლობაში. კენჭისყრა ზოგადად წყნარ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, მრავალეროვანი–საქართველოს დამკვირვებელებმა დააფიქსირეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დაღვევა, როგორიც არის დამკვირვებელზე ზეწოლის/მუქარის ფაქტი, ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული ხელმოწერა ამომრჩევლის გრაფის გასწვრივ და ბიულეტენების ჩაყრა (ერთ საარჩევნო უბანზე).

ორგანიზაციის დამკვირვებელების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი იყო 18 საჩივარი. აქედან საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირდა 15 საჩივარი, რომელთაგანაც დაკმაყოფილდა 6. ამ დროისათვის "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების 2 საჩივარი წარდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიაში.

დეტალური ინფორმაცია მრავალეროვანი–საქართველოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შესახებ

მრავალეროვანი საქართველოს 198–მა დამკვირვებელმა, რაც საერთო რაოდენობის 99%–ს შეადგენს არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის სატელეფონო ოპერატორებს. მიღებული ინფორმაციის შედეგად:

საარჩევნო უბნების უმრავლესობა, 195 საარჩევნო უბანი მზად იყო ამომრჩევლების მისაღებად 8:00 საათისთვის, ხოლო 5 საარჩევნო უბანი _ არა, კერძოდ, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 5, #25, #77, #25 წალკის საარჩევნო ოლქის #37 და #40 საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბნებზე.

იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ორგანიზაციამ განახორციელა დაკვირვება, 79 შემთხვევაში უბნის გახსნის პროცედურას დაესწრო 13–ვე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ხოლო 13 შემთხვევაში _ 7;

საარჩევნო ადმინისტრაცია, ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, დაკომპლექტებული იყო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებით, კერძოდ, 182 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები იყვნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები;

იმ უბნებზე, სადაც ორგანზიაციამ განახორციელა დაკვირვება, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში ქალები ფართო სპექტრით იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა მათ ნაკლებად ეკავათ გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომელთა პოზიციები (თავმჯდომარე და/ან მდივანი). კერძოდ, 192 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ნაწილი შედგებოდა ქალებისგან, ხოლო თავმჯდომარის ან/და მდივანის პოზიცია 51 ქალს ჰქონდა დაკავებული;

176 საარჩევნო უბანზე მომუშავე ეროვნულ უმცირესობათა უმრავლესობა ფლობს სახელმწიფო ენას;

იმ 200 საარჩევნო უბნიდან, რომლებსაც აკვირდებოდნენ მრავალეროვანი–საქართველოს დამკვირვებელბი, 136 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანი ან/და თავმჯდომარე იყო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი;

ამომრჩეველთა უმრავლესობა ხმას აძლევდა სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, თუმცა 1 შემთხვევაში, კერძოდ, #22 მარნეულის #31 საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფაქტი სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე;

როგორც დამკვირვებელთა უმრავლესობამ აღნიშნა, მარკირება ძირითადად მოწმდებოდა კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში, თუმცა არ შემოწმდა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 და #42 საარჩევნო უბნებზე;

ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული იყო 2 შემთხევვაში; #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #27 და #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბნებზე;

მრავალეროვანი–საქართველოს 200 დამკვირვებლიდან 3 მათგანზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა/ზეწოლა/მუქარის ფაქტი; #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #51 #57, #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის # 51 საარჩევნო უბნებზე;

200–დან 4 დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ კენჭისყრის პროცესი ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით;

რაც შეეხება საარჩევნო უბნების დახურვასა და ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე ორგანიზაციის დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, განეხორციელებინა დაკვირვება ხმის დათვლის პროცესის თითოეულ ეტაპზე.

ძირითადად საარჩევნო უბანზე არ იმყოფენოდნენ არაუფლებემოსილი პირები, თუმცა 1–მა დამკვირვებელმა დააფიქსირა მსგავსი ფაქტი, კერძოდ, #22 საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე.

მრავალეროვანი–საქართველოს მიერ დაწერილი საჩივრები

უბნის არასათანადო მოწყობის ორი შემთხვევა - #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე, #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე;

წილის ყრის ჩატარების წესის დარღვევის 1 შემთხვევა #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე;

საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის დროულად არდაშვების 3 შემთხვევა #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე, #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე და #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე;

კენჭისყრის პროცედურა, უბნის მოუმზადებლობის გამო, დაიწყო დაგვიანებით ორ უბანზე - #40 ახალქალაქი საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე და #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე.

პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე: "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის ინფორმაციით, წილის ყრის შედეგად ყუთის გადამტანი კომისიის მხოლოდ 1 წევრი გამოვლინდა, ორის ნაცვლად. ჩვენი დამკვირვებლის მითითებით, ხელახლა ჩატარდა წილის ყრა და სიტუაცია გამოსწორდა.

მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კენჭისყრის ფარულობა დაირღვა 1 შემთხვევაში:

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში ამომრჩევლის ბიულეტენთან ერთად, კონვერტში ჩადებული ჩააგდეს. - დაიწერა საჩივარი, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

#37ახალციხის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული იყო ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ.

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე ჩააგდეს. ამ საკითხზე დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, მაგრამ კომისიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაფიქსირდა ბიულეტენის გაყალბების შემთხვევები: #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა ორი ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა უკვე შემოხაზული ბიულეტენი. როგორც დამკვირვებელი ამბობს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეო ჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეო გადაღების საშუალება აკრძალეს. ამ ფაქტზე დარეგისტრირებულია ორი საჩივარი. მათგან ვიდეო გადაღებაზე წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილებულია.

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების ჩაყრის 10-მდე ფაქტი;

ამავე საარჩევნო ოლქის ამავე უბანზე "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელმა არაუფლებამოსილი პირები დააფიქსირა;

ამავე საარჩევნო ოლქის ამავე უბანზე დაფიქსირებულია დამკვირვებელზე ზეწოლის და მუქარის ფაქტები, კერძოდ, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი, რომელიც არ იქნა დარეგისტრირებული. შემდეგ ეტაპზე აღნიშნული საჩივარი წარედგინა საოლქო კომისიას;

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 უბანზე დაფიქსირდა მარკირების შემოწმების გარეშე ამომრჩევლების მიერ მასობრივად ხმის მიცემის ფაქტები. ორგანიზაციის დამკვირვებელმა წარადგინა აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაურეგისტრირეს. თუმცა საჩივრის შემდეგ საარჩევნო უბანზე სიტუაცია არ გამოსწორებულა.

"მრავალეროვანი საქართველო" განაგრძობს საარჩევნო ოლქებზე არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს იურისტების საშუალებით, რომლებიც დაკვირვებას გაუწევენ დამკვირვებელების მიერ დაწერილი საჩივრების მიმდინარეობის პროცესს.




 ახალი ამბები
  • იძებნება!ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მცხოვრებ, 75 წლის ჯანფოლად (აბელ) სოროზანიშვილს ოჯახი და ახლობლები რამდენიმე დღეა ეძებენ. ისინი მოგმართავენ თხოვნით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში თუ სადმე შეგხვდათ აღნიშნული პიროვნება, დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: ... ...
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...