ასათიანი ოპოზიციური სპექტრის ნინო ბურჯანაძის გარშემო გაერთიანებაზე ფიქრობს

პოლიტიკა

ასათიანი ოპოზიციური სპექტრის ნინო ბურჯანაძის გარშემო გაერთიანებაზე ფიქრობს

2013 ნოე 11 14:52:27

მისივე განცხადებით, საჭიროა ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნამდვილ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას. ამ მიმართულებით აკაკი ასათიანისა და სერგო ჯავახაძის ორგანიზაციებმა ურთიერთთანამშრომლობა უკვე კოორდინაციის ეტაპზე გადაიყვანეს.

"ჩვენ არ ვიცით საით მიიწევს ქვეყანა, ჯერ მხოლოდ გვესმის შევარდნაძიდან მოყოლებული, რომ ქვეყანა მიიწევს ჩრდილო ატლანტიკისკენ. თუმცა, რეალურად ერთი ნაბიჯითაც არ წავწეულვართ წინ. ვერ ვხედავთ მკაფიო სიგნალებს და სამოქმედო გეგმას. იმედი მაქვს, ახალი პრემიერი შეძლებს ეფექტური მუშაობის წარმართვას. მთავარი ის კი არ არის, ვისით დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს, მთავარია სამოქმედო პროგრამა, რომლითაც წარსდგება ახალი მთავრობა.

ოპოზიციას თავისი ამოცანა აქვს. ახლა არ არის დრო ქიშპობისა და პაექრობისა, დღეს საჭიროა კონსტრუქციული თანამშრომლობა ქვეყნის სასიკეთოდ.

ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები პარტიებთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატებთან. ჯერ–ჯერობით შემიძლია გითხრათ, რომ სერგო ჯავახაძის ორგანიზაციასთან დავასრულეთ კონსულტაციები და უკვე კოორდინაციის დონეზე მიდის თანამშრომლობა. საჭიროა ჩამოყალიბდეს ახალი ძალა, ახალი მსხვილი გაერთიანებები და ხალხს მიეცეს არჩევის უფრო რეალური შესაძლებლობა".

ასათიანი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაერთიანების შესაძლებლობა გამოჩნდა, რადგან გამოიკვეთა არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და არ გამორიცხავს, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძის გარშემო მოხდეს ოპოზიციურ ძალთა გაერთიანება.

"ნინო ბურჯანაძეს სერიოზული შედეგი ჰქონდა. უთანაბრო ბრძოლაში შეძლო დიდი შედეგის დაფიქსირება, ეს უკვე ბევრის მანიშნებელია. ამიტომ, მის გარშემო გაერთიანებასაც არ გამოვრიცხავ. თუმცა, ჯერ არ ვიცით თავად რას ფიქრობს და როგორია მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით".

აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" მზად არის ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციებისთვის და თავის მხრივ სხვებსაც მოუწოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ.




 ახალი ამბები
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...
  • პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის და კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს"საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს", _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს. „კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში (ირანი), პრაქტიკულად, ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ. საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.  ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...