"ღარიბაშვილს ჯერ კიდევ აკონტროლებს რუხი კარდინალი არასამთავრობო სექტორიდან"

პოლიტიკა

"ღარიბაშვილს ჯერ კიდევ აკონტროლებს რუხი კარდინალი არასამთავრობო სექტორიდან"

2013 ნოე 19 12:41:20

გიორგი ახვლედიანი გამოეხმარა მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობის წარდგენას და განაცხადა, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი საკუთარი გადაწყვეტილებების გამოტანაში.

"ის, რომ ღარიბაშვილმა ახალი მთავრობა წარადგინა და არანაირ ცვლილებას არ აქვს ადგილი, ეს ორ რამეზე მეტყველებს. პირველი ის, რომ მთავრობას ეკონომიკასთან დაკავშირებით არასერიოზული მიდგომა აქვს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც საუბარია იმაზე, რასაც ბიუჯეტის 700მილიონიანი დანაკლისი ჰქვია, გამოიწვევდა პასუხისმგებელი პირების თანამდებობების დატოვებას. აქ კი ხედავთ, რომ კაბინეტში ცვლილება არ მომხდარა. წინასაარჩევნო დაპირებები გაქრა და საბოლოო ჯამში მთავრობამ გამოგვიცხადა, რომ არარეალურ პარამეტრებს ასახელებდა. საქმე გვაქვს ან ტყუილთან, ან არაპროფესიონალიზმთან. მეორე რაც ჩანს, ეს არის, რომ ღარიბაშვილი ჯერაც არ არის თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაში. დღეს ჯერ კიდევ გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელსაც ვერ ცვლის ახალი პრემიერი. ეს კი ნიშნავს, რომ ღარიბაშვილს ჯერ კიდევ აკონტრლებს რუხი კარდინალი არასამთავრობო სექტორიდან და მე ვისურვებდი, რაც შეიძლება ჩქარა განთავისუფლებულიყოს ახალი პრემიერი ძველის გავლენიდან და გადაწყვეტილებები თავად მიეღოს. იმედი მაქვს, გაზაფხულამდე ყველაფერი დარეგულირდება".

ახვლედიანი აცხადებს, რომ ახალი პრემიერი შეეცდება პარტია "ქართული ოცნების" გაძლიერებას, რაც მთავრობის წარდგენის დღესაც გამოჩნდა.

გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია მოესწროს საკანონმდებლო ცვლილებები გაზაფხულამდე, ამიტომ ვადების გათვალისწინებით ადგილობრივი არჩევნების ჩატარება სავარაუდოდ 2014 წლის შემოდგომისთვის გადაიწევს, რასაც მისი აზრით მოჰყვება საპარლამენტო არჩევნებიც.

"დღეისათვის დგას სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლის ირგვლივ მიდის მსჯელობა არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის. ეს არის საარჩევნო კოდექსი, საკონსტიტუციო საკითხები და თვითმმართველობის რეფორმა. აი ამ საკითხების გარშემო მიდის მსჯელობა და იმედია მიიღწევა ერთიანი ფონი. სხვა არანაირ კოალიციაზე ჯერ საუბარი არ არის, ამ ეტაპზე მთავარია საერთო პოზიციების შეჯერება მოხდეს არასაპარლამენტო ოპოზიციაში".





 ახალი ამბები
  • "ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში" _ ლევან გოგიჩაიშვილირაც, დღეს პარლამენტში ხდება საარჩევნო სისტემასთან დაკაშირებით არის ფარსი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით თუ ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები არ აქვს ცვლილებისთვის, მაშინ ზონდერმოსამართლეების დამტკიცება როგორ უნდა მოახერხონ ,,ამბობენ ხმები არ გვყოფნისო, მაშინ როგორ აპირებენ ჩინჩალაძეების, მურუსიძეების და სხვა ზონდერ მოსამართლეების დამტკიცებას, თუ მხოლოდ 75 ხმა აქვთ. ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში. რომელზეც პასუხს მიიღებენ" - განაცხადა ... ...
  • "კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი" _ ირაკლი კობახიძედღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი'- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სდომის დასრულების შემდეგ, სადაც დეპუტატებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭი უნდა ეყარათ. მისი თქმით, კოლეგებს შეხვდებიან და შეეცდებიან, დაარწმუნონ გადაწყვეტილების სისწორეში. „დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბეთ და უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მიიღება ის გადაწყვეტილება. დღეს, პრაქტიკულად, განხილვაში რასაც ჰქვია, ვერც შევედით. გვქონდა სულ ერთი საათი დრო," - აცხადებს ირაკლი ... ...
  • "არ უნდა დავუშვათ კანონპროექტის ჩავარდნა" _ მამუკა მდინარაძეფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, აუცილებელია მოიხსნას. მისი განცხადებით, სწორედ რისკების მოხსნას ემსახურება ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა. "როგორც კი რისკი გაჩნდა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ასეთი რისკი არ უნდა დავუშვათ. ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს რისკიც კი მოიხსნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული, დავარწმუნოთ, ეს ასე არ არის. აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია ასე პრეტენზია ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა.- განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, არავინ მიდის არც, პარტიის და არც, გუნდის წინააღმდეგ. „გუშინდელი პროვოკაციული გამოსვლების ფონზე, დეპუტატების მეტმა რაოდენობამ ეს რაოდენობა გაზარდა. არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი დამატებით. არც პარტიის, არც გუნდის, არც პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ არავინ მიდის. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი გადადებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა არის უალტერნატივო," - განაცხადა მამუკა ... ...
  • საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდოსაარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო, _ აღნიშნული განცხადება პარლამენტის თქვმჯდომარემ უმრავლესობის და ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა. პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე ... ...
  • მზე ასე დედამიწაზე, მხოლოდ ადამიანებთან ზეიმობს! _ ფოტორეპორტაჟიწელს ნოემბრის მზეს სწორედ ისეთი მაგიური გამონათება აქვს და სწორედ ის მნათობია, როგორიც ქართულ ხალხურ მითოსშია წარმოდგენილი, სადაც მას დედის ფუნქცია აკისრია! მხოლოდ ქართულია: „მზე დაწვა და მთვარე შობა!“, მხოლოდ ქართულია: „შენს მზეს ვფიცავ!“... 12 ნოემბერს, ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში, შემოდგომის ყველა კუნჭულში ჩასავარდნად გამოგორებულ მნათობთან ერთად , მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე, პედაგოგი ეკა დარჩია, მეოთხეკლასელები და მათი მშობლები გახდნენ, ამ დღის ამმეტყველებლები!  დიახ, მზე ასე მხოლოდ დედამიწაზე, ადამიანებთან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?