ზუგდიდელების მთხოვნაა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს მიენიჭოს ნაკრძალის სტატუსი

პოლიტიკა

ზუგდიდელების მთხოვნაა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს მიენიჭოს ნაკრძალის სტატუსი

2013 ნოე 21 12:16:28

"ზუგდიდის საზოგადოების უმეტესი ნაწილი მოითხოვს ზუგდიდის დადიანების ისტორიულ მუზეუმს და მის ტერიტორიას მიენიჭოს ნაკრძალის სტატუსი და გახდეს ხელშეუხებელი".

მიქაიამ აღნიშნა, რომ საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, როცა ადრე ტაბუდადებული თემებით, რომელზეც მხოლოდ თითო–ოროლა ადამიანი იღებდა ხმას, ახლა მთავრობა და საზოგადოების დიდი ნაწილი დაინტერესდა. "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა აღნიშნა, რომ ლევან ქარდავას მფარველობდა სამაგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელმაც  ეს ტერიტორია ბიზნესმენს აყიდინა.

"ეკონომიკის სამინისტრომ, არველაძის მინისტრობის პერიოდში ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასცა, რის შემდეგაც, 2007 წელს ზაზა გოროზიამ სპეციალურად ჩამოიყვანა რუსეთიდან ლევან ქარდავა და აყიდინა ეს ტერიტორია, სადაც სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. ეს თავად ქარდავამაც აღიარა უკვე "ათინათთან" ინტერვიუში. მანაც აღიარა, რომ აქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო და გასასამართლებლად დააყოლა, კიევში არსებული დადიანების სასახლის ასლი იქნებოდა ნაგებობაო. სააკაშვილს თვალი ჰქონდა დადგმული ამ ტერიტორიაზე, ყველას ახსოვს გახმაურებული ჭადრების ჭრის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. მაშინ სწორედ ამ აქციებით შეჩერდა ეს პროცესი, მაგრამ მერე მაინც მოახერხეს გასხვისება. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ ტერიტორიას ნაკრძალის სტატუსი მიენიჭოს და გახდეს ხელშუხებელი".

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბიზნესმენი ლევან ქარდავა, რომლის მფლობელობაშია დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი აცხადებს, რომ ტერიტორია სამეგრელოს მაშინდელი ხელმძღვანელი პირების თხოვნით 2007 წელს აუქციონზე შეიძინა და იქ დადიანების კიევის სასახლის მსგავსი სასტუმრო უნდა აეშენებინა.

ქარდავა აცხადებს, რომ მის მიერ შეძენილი ტერიტორია არ არის მუზეუმის შემადგენელი ნაწილი. მისი თქმით, ეს არის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იყო "თეატრონი" და ამ ტერიტორიას მისასვლელი სტადიონის მხრიდან ჰქონდა.

"სამეგრელოს, მაშინდელი ხელმღვანელი პირები დამიკავშირდნენ და მთხოვეს ინვესტიცია განმეხორციელებინა და სასტუმრო ამეშენებინა. ეს იყო თხოვნა და არა დავალება, მე ვერავინ ვერაფერს დამავალებს. მე მათ ვუთხარი, თუ არის ადგილი გამოყოფილი, კი ბატონო ავაშენებ მეთქი. სხვათაშორის ამ მიწაში საბაზრო ღირებულებაზე მეტი - 135 ათასი დოლარის ექვივალენტი გადავიხადე ლარებში. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაშინაც გამოხატა პროტესტი. სანამ, საბოლოოდ მე ამ მიწის საფასურს გადავიხდიდი, ცხონებულ, აბესალომ ტუღუშს (ისტორიკოსი.ავტ) შევხვდი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მე მას ასეთი რამე ვუთხარი: "მე პრობლემა არ მაქვს, მეგონა, რომ ეს ზუგდიდისთვის საჭირო პროექტი იყო და თუ ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს მე ამ პროექტზე უარს ვიტყვი და იმ გადახდილ ბესაც დავკარგავ-მეთქი." შემდეგ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იქ ავაშენებდით სამ სართულიან შენობას, რომელიც უკრაინაში არსებული დადიანების სასახლის ასლი იქნებოდა. ბატონმა აბესალომმა ბოლოს მითხრა, ჯობია ეს პროექტი გაკეთდეს, ვიდრე სხვამ იყიდოს და გააკეთოს ის რაც მას მოესურვებაო. მხოლოდ ამის შემდეგ შევიძინე ეს მიწა. სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიის გაყიდვის შესახებ ყველამ იცოდა, მუზეუმის თანამშრომლებმაც კი. და ყველამ თითქოს ეხლა გაიგო. მუზეუმის დირექტორს შორიდან ვიცნობ, მე მას დიდ პატივს ვცემ და ისიც ვიცი, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის შენარჩუნებაში. მაგრამ ის ვიღაცას შეცდომაში შეყავას ან ვიღაცა ამაზე რაღაც თემის აგორებას ცდილობს. მე პრინციპში არ მაინტერესებს. ვიცი, რომ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია. ვიღაცას სერიოზულ შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება", _ განაცხადა ბიზნესმენმა რადიო "ათინათისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადებაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. "ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ... ...
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...