"ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" შენიშვნები თვითმმართველობის კოდექსზე

პოლიტიკა

"ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" შენიშვნები თვითმმართველობის კოდექსზე

21 ნოე. 2013, 17:37:05

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი შენიშვნების დიდი ნაწილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოდექსზე მსჯელობისას გაითვალისწინა, თუმცა არის შენიშვნების ნაწილი დარჩენილი, რომელთა გაუთვალისწინებლობა მომავალში პრობლემებს შექმნის.

"ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" რეკომენდაციების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის სრულყოფისა და მართვის ოპტიმიზაციისათვის საჭიროა, მოხდეს თავითმმართველობების ბიუჯეტების ავტონომიზაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა; თანამდებობის პირთა მიმართ სანქციების გამკაცრება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯეროვნად არ მოახდენენ კანონით განსაზღვრულ ანგარიშგებას მოსახლეობასთან. ამასთან, მოხდეს რეგულაციების განსაზღვრა იმის შესახებ, თუ ვის წინაშეა სამხარეო საბჭო ანგარიშვალდებული.

როგორც შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი ციმინტიამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის შემდეგ კოდექსში მთელი რიგი საკითხები მკვეთრად განისაზღვრა. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შეზღუდვის დაუშვებლობა და ზიანის მიყენების ანაზღაურება. ასევე, ტრანსფერების გამოყენების ზუსტი მიზნობრიობა, რაც მათ ეფექტიანობაზეა დაფუძნებული, ასევე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრინციპები და სხვ.

მისივე თქმით, სასურველია, საზოგადოებრივი საბჭოების და მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მნიშვნელოვანი პროფესიული გაზრდა და ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოსახლეობის რაოდენობის გარდა ზუსტად რა ფაქტორები განსაზღვრავს ქალაქს, უნდა გააჩნდეს თუ არა მას ურბანული მიზიდულობისა და განვითარების პოტენციალი.

"ამასთან, სასურველია, განისაზღვროს რა პრინციპით ხდება და ვინ ადგენს მუნიციპალიტეტის სახელწოდებას, ბუნდოვანია, რა მოტივაცია ექნება მოსახლეობას საზოგადოებრივი საბჭოების შექმნაში და მათ საქმიანობაში ჩართვაში. სასურველია, მკვეთრად გაიმიჯნოს რა უფლებები გააჩნია მუნიციპალიტეტთა გაერთიანებას და რა უშუალოდ მუნიციპალიტეტს, რომ არ მოხდეს საკითხების გადაფარვა. ასევე, კანონში არ არის რეგულაცია იმის შესახებ, ვის წინაშეა პასუხისმგებელი სამხარეო საბჭო. აუცილებელია, უფლებამოსილებების მაქსიმალური გამიჯვნა სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტს შორის. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ზუსტად უნდა გაიწეროს ის საკითხები, რაც მონიტორინგის განხორციელების არეალს და მეთოდოლოგიას შეეხება. ამასთან, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ საბჭოებში შეიძლება კორუფციის რისკები გაიზარდოს, რადგან გარიგებები მოხდეს მუნიციპალიტეტის წევრებსა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შორის და მათ ქონებები საკუთარ, პირად საჭიროებებს მოარგონ. დღეს აქ წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები სამინისტროსთვის უკვე ცნობილია და ნაწილზე პასუხი მივიღეთ. ვიცით, რომ ახლა, იმის გამო, რომ კოდექსი უკვე პარლამენტშია, მასში რაიმე ცვლილების შეტანა ძნელია, მაგრამ საკომიტეტო მოსმენებზე უნდა მოხდეს საკითხების დაზუსტება და ჩასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხები მომავალში პრობლემებს შექმნის," _ განაცხადა ციმინტიამ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და საქართველოს პარლამენტშია გადაგზავნილი. სავარაუდოდ, მისი საბოლოო დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე უნდა მოხდეს.

ახალი კოდექსის მიხედვით, რეფორმის ნაწილის გახორციელება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოესწროს, დანარჩენი ნაწილი კი, რამდენიმე წელზეა გათვლილი და ეტაპობრივ ცვლილებებს ითვალისწინებს.

თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარედ ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების - ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება.

გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან მუნიციპალიტეტების საკრებულოებს წევრები და ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარის/რეგიონის დონეზე.

როგორც რეფორმის ინიციატორები განმარტავენ, კოდექსით ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლების მცხოვრებთა საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...